ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

Time Line: ნახტომი

Time Line: ნახტომი

სერგეი ბუბკა... ელენა ისინბაევა... კარები იკეტება, შემდეგი გაჩერება ვიქტორ სანეევი - დაახლოებით ასე გამოაცხადებენ ზაფხულში ლონდონის მეტროში
სერგეი ბუბკა... ელენა ისინბაევა... კარები იკეტება, შემდეგი გაჩერება ვიქტორ სანეევი...

დაახლოებით ასე გამოაცხადებენ ზაფხულში ლონდონის მეტროში. 2012 წლის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღეს: ლონდონის თამაშებისას მეტროპოლიტენის 361 სადგურს ოლიმპიური ლეგენდების სახელები ერქმევა. მათ შორის არიან მაიკლ ჯორდანი, მუჰამედ ალი, მაიკლ ფელპსი და როგორც პირველ აბზაცში წაიკითხეთ - ვიქტორ სანეევი.

ყოველთვის ვცდილობ "ტაიმლაინში" განვლილი შვიდი დღის მოვლენებიდან ყველაზე მთავარი შევარჩიო. შესაძლოა იყო კიდეც მეტროსადგურისთვის ქართველი სპორტსმენის სახელის დარქმევაზე მნიშვნელოვანი ამბავიც, მაგრამ ვიქტორ სანეევზე საქართველოში ისედაც ცოტა იწერება, ახალგაზრდობა მას ეგებ სათანადოდაც არ იცნობს. ამიტომ ორიოდე სიტყვას მის მიღწევებზე ვიტყვი და პატივისცემის ნიშნად შარჟსაც მივუძღვნი.

1986 წელი. მეხიკო. ოლიმპიური თამაშები. ვიქტორ სანეევის მონათხრობიდან:

- ჯუზეპე ჯენტილემ კვალიფიკაციაშივე დაამყარა მსოფლიოს რეკორდი - 17.10 მეტრზე გადახტა. ამან საბჭოთა ნაკრების მწვრთნელი კრეერი ააღელვა, მაგრამ მაინც იმედოვნებდა - ჯენტილე გადაიწვებაო. მე და ჩემი პირველი მწვრთნელი კერსელიანი ჭადრაკს მშვიდად ვთამაშობდით, თან კრეერს ვუსმენდით. არ ვღელავდი, არც ჯენტილეს გადაწვისა მჯეროდა.

ასეც მოხდა. იტალიელმა მეორედ 17.22 მეტრი გადალახა. მას მოჰყვა ბრაზილიელი პრუდესიო - 17.05. მესამე ცდაზე ჯენტილეს გავასწარი: 17.23. გამოვიდა პრუდესიო და მსოფლიო რეკორდსმენობა არც მე დამანება, არც იტალიელს - 17.27 მეტრზე გადახტა.

ბოლო ცდისთვის ვემზადები, თან ვფიქრობ: 17.27 ძალიან ბევრია, მაგრამ მაინც უნდა ვაჯობო, სხვა გზა არ მაქვს. უცნაურ სიტუაციაში ვიყავი: გარშემო დიდი ხმაური იყო, შინაგანად - სიწყნარე. გავიქეცი...

ქვიშიდან წამოდგომის შემდეგ ტრიბუნების ხმაურმა მიმახვედრა, რომ რეზულტატი გავაუმჯობესე, მაგრამ რამდენით? - 17.39 მეტრი. თითქოს სიზმარში ვიყავი".

ამის წაკითხვისას ემოციების შეკავება იოლი არ არის. ეს ხომ ვიქტორ სანეევის პირველი ნაბიჯი იყო - პირველი ოლიმპიადა, რომელსაც 1972 წლის მიუნხენისა და 1976 წლის მონრეალის ოლიმპიური ოქროები მიაყოლა.

1980 წელს მოსკოვის თამაშებზე ჩირაღდანი სტადიონზე სწორედ სანეევმა შეიტანა. მისგან მეოთხე გამარჯვებასაც ყველა ელოდა, მაგრამ ვერცხლს დასჯერდა. ამის მიზეზი ტრავმა იყო - ყოველი გადახტომის შემდეგ ნატკენი ფეხის მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა...

ბატონი ვიქტორი კარიერაში 100 შეჯიბრებაში გამოვიდა და 90 მოიგო. მესამე ადგილს ქვემოთ ერთხელაც არ ჩამოსცილებია.

მას ახალგაზრდობაში ძალიან იტაცებდა კალათბურთი და სპორტის ამ სახეობას ბოლომდე გაჰყვებოდა, რომ არა კერსელიანი, რომელსაც დიდი ძალისხმევა დასჭირდა ვიქტორის გადასარწმუნებლად.

იგი ქართულმა სპორტულმა საზოგადოებამ XX საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარა. ვიქტორ სანეევი 90-იანი წლების დასაწყისში ავსტრალიაში მიიწვიეს. ოჯახთან ერთად ახლაც მწვანე კონტინენტზე მოღვაწეობს.

მთავარი არ გვითქვამს: ვიქტორ სანეევი სამხტომში გამოდიოდა.

1968 წელი. 1972 წელი.

მეხიკოს ოლიმპიადა. მიუნხენის ოლიმპიადა.

ოქროს ნახტომი მეორე ოქრო

1976 წელი. მონრეალის ოლიმპიადა.

მესამედ მწვერვალზე

1980 წელი. მოსკოვის ოლიმპიადა. ვერცხლის მედლით

1980 წელი. მოსკოვის ოლიმპიადა. ჩირაღდნით ხელში

ვიქტორ სანეევი დღეს

მამალი და ბაყაყი

ხტომაზე გამახსენდა: გუშინ ჭიაკოკონობა იყო და... სჯობს ეს თემა არ განვავრცო. გავიხსენებ გასული შვიდი დღის რამდენიმე მთავარ ნახტომს.

ლიონელ მესი ყველა ევროპელ ფეხბურთელზე მაღლა აფრინდა, გარდა ერთისა - გერდ მიულერისა. გერმანელ ბომბარდირს ერთ სეზონში (1972-73 წლებში) სხვადასხვა ოფიციალურ ტურნირში 66 გოლი აქვს გატანილი. მესიმ კი "ხეტაფესთან" სამშაბათის მატჩში 61-ე გოლი მიითვალა. მას კიდევ არაერთი მატჩი აქვს დარჩენილი და თუ ასე განაგრძო, მიულერის რეკორდსაც დაამხობს.

გასულ კვირას გაირკვა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების საევროპე მეტოქეები: გერმანია, ისლანდია, საფრანგეთი.

სლოვენიაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე სულ 8 გუნდი მონაწილეობს და მსოფლიოს ჩემპიონატის ლიცენზიას ხუთი საუკეთესო მიიღებს. სლოვენიის საგზურის მოპოვება ურთულესი ამოცანა იყო. ამისთვის მხოლოდ ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებზე მაღლა კი არა, საკუთარ თავზე მაღლა ახტომა იყო საჭირო. ქართველებმა ეს შეძლეს.

კიდევ ერთი ნახტომი მორაგბეებს ეკუთვნით. 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეექვსე ადგილი დაიკავა და მსოფლიოს დაანახვა, რომ დიდი დრო არაა დარჩენილი 6 ერის გუნდებში საქართველოს ჩასაწერად. ჩვენმა 18-წლამდელებმა იტალიელები მოიტოვეს უკან.

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატშიც ვიხილეთ ნახტომი:

ხარაგაულში მამალი სტადიონის ღობეს გადააფრინდა და საჯარიმოში მცველის ადგილი დაიკავა.

ეს მეორე ლიგაში მოხდა და უფრო სახალისოა, ვიდრე სასირცხვილო.

აი, ჰონდურასის ნაკრების მატჩისას სტადიონზე ბაყაყებს რომ ურღვევენ სიმყუდროვეს, ეს კი საჭიროებს ცხოველთა დაცვის საზოგადოების სერიოზულ ჩარევას.

მამალსა და ბაყაყზე ზღაპრებს რომ არ ვყვები, ამაში ფოტოებიც დაგარწმუნებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება

"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა

მთავარი სამიზნეა - "ბაიერნი" ენტონი გორდონის შეძენას შეეცდება

ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა

თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა

ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა

"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა

[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში

"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ

ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება

"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა

"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში

"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება

სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა

მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს

დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო

[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა

0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა

"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა

მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!