ლუის მურიელი "უდინეზეს" საკუთრებაა და ამჟამად "ლეჩეში" იჯარის წესით ასპარეზობს
ლუის მურიელი 20 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელია, რომელიც "უდინეზეს" საკუთრებაა და "ლეჩეში" იჯარის წესით ასპარეზობს. ეს მოკლე ინფორმაცია კი იმად მოგაწოდეთ, რომ ქვემოთ სწორედ მასზე და მის სამომავლო პერსპექტივაზე უნდა ვისაუბროთ.

საქმე იმაშია, რომ მურიელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს და გრანდთა ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ბოლო ცნობების თანახმად, მისი გადაბირება მილანურ გუნდებს სურთ და ეს თავად ლუისმაც დაადასტურა.

მოვუსმინოთ კოლუმბიელ თავდამსხმელს:

"აგენტმა მითხრა, რომ ჩემით "მილანი" და "ინტერი" არიან დაინტერესებულნი, რამაც ძალიან გამახარა. როგორც ვიცი, "უდინეზეს" მესვეურებს წინადადებითაც მიმართეს და მათგან პასუხს ელიან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ დღეს მაინც "ლეჩეში" ასპარეზობაზე ვარ კონცენტრირებული. მინდა, რომ "ჯალოროსიმ" ელიტაში ადგილი შეინარჩუნოს და უდინეში მშვიდად დავბრუნდე. დიახ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ზაფხულში "ლეჩეს" დავტოვებ და "უდინეზეში" დავბრუნდები. დანარჩენი კი სატრანსფერო პერიოდში გაირკვევა".

მურიელი რომ უდინეში დაბრუნდება, ეს მართლაც გადაწყვეტილი ამბავია, მაგრამ საინტერესო უფრო ისაა, რა მოხდება ამის შემდეგ... ფრიულელებს ლუისის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ, რადგან, როგორც უკვე ითქვა, მისი გადაბირება თვით მილანურ გრანდებს სურთ.

კოლუმბიელის სატრანსფერო ღირებულება ჯერ არ გაცხადებულა, მაგრამ იტალიელ ჟურნალისტთა მოპოვებული კულუარული ინფორმაციით, თანხა 20 მილიონი ევროთი განისაზღვრება. დანარჩენს დრო გამოაჩენს და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"