ალექსანდრე ჩივაძე უკრაინის მოქალაქე ქართველი ფეხბურთელით უკვე დაინტერესდა
ირაკლი მესხიაზე მცირე ხნის წინ ვწერდით: კიევის "ობოლონის" შემტევმა ნახევარმცველმა თანაქალაქელ "არსენალთან" შეხვედრაში პრემიერლიგაში პირველი გოლი გაიტანა და დამარცხებული "ობოლონიდან" (სანდრო კობახიძის გუნდთან 1:4 დამარცხდა) ყველაზე კარგი შეფასება დაიმსახურა (იხილეთ სტატია: უკრაინის მოქალაქე ირაკლი მესხიას საქართველოს ნაკრებში მოიწვევენ?).

უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა "უა.ფუტბოლი" რუბრიკაში "ვინ ითამაშებს ევრო 2012"-ზე ჩემპიონატის სტატისტიკურ მონაცემებს და შეფასებებს აქვეყნებს და ცდილობს დაადგინოს მოთამაშეთა ის შემადგენლობა, რომელსაც ოლეგ ბლოხინი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანს.

ირაკლიმ "ობოლონში" ჯერ მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა. ცხადია, მესხიას უკრაინის ნაკრებში ევრო-2012-ზე არ წაიყვანენ, მაგრამ სიურპრიზი იყო, ინტერნეტ-გამოცემამ უკრაინის ნაკრების პოტენციურ ცენტრალურ ნახევარმცველთა შორის რომ დაასახელა.

"დედაქალაქური კლუბის 19 წლის ნახევარმცველმა "ობოლონში" მხოლოდ სამი შეხვედრა ჩაატარა. ამის მიუხედავად, მესხიამ უკვე ყველა აალაპარაკა. თუ დონეცკის "მეტალურგთან" სადებიუტო შეხვედრაში არც ისე კარგად გამოიყურებოდა, შემდეგ შედეგიანი გადაცემითა და გოლით გამოიჩინა თავი", - წერს "უა.ფუტბოლი" ირაკლი მესხიასთან ინტერვიუს შესავალში.

"რა თქმა უნდა, გოლის გატანა და გუნდის დახმარება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ როდესაც მეტოქე 3:0-ს იგებს, განსაკუთრებული ემოციები ვერ დაგეუფლება. თუმცა გოლი ჩემთვის მაინც დიდი სტიმული იყო.

სასიამოვნო და სასიხარულოა, რომ ერთადერთი შანსი გამოვიყენე და "ობოლონის" რიგებში პირველი გოლი გავიტანე.

მატჩის შემდეგ "ობოლონის" მთავარმა მწვრთნელმა სერგეი კონიუშენკომ მითხრა, რომ ჩემგან მეტს ელოდა. მაგრამ ახლა მე "ფიზიკა" არ მყოფნის... დუბლშემადგენლობიდან პირველ გუნდში გადასვლისას გამოჩნდა, რომ დონეებში განსხვავება დიდია, მაგრამ ყველა მეხმარება, მკარნახობს, არავინ მიყვირის და ამის გამო არანაირ დისკომფორტს არ ვგრძნობ", - თქვა მესხიამ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ "ობოლონის" ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი დაგვიდასტურა და გვითხრა, როგორც ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველი დავით კოხია ჩამოვიყვანეთ და გავსინჯეთ, ასევე გვსურს მესხიასთან დალაპარაკება და თანხმობის შემთხვევაში ნაკრებში თავის გამოჩენის შანსს აუცილებლად მივცემთო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად