დავით ხარატაშვილმა საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა და 26 მონაწილეს შორის მხოლოდ მე-18 ადგილი დაიკავა
თურქულ ანტალიაში დაიწყო ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც ქართველი სპორტსმენებიც მოსინჯავენ ძალებს.

12 აპრილს ფიცარნაგზე გავიდა ეროვნული ნაკრების დებიუტანტი დავით ხარატაშვილი (აფხაზეთი, 77 კგ), რომელსაც ვარჯიშებზე ორჭიდში 315 კილოგრამი (140+175) აქვს დაძლეული.

სამწუხაროდ, მან ანტალიაში საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ გამოავლინა - 298 კილოთი (135+163) 26 მონაწილეს შორის მხოლოდ მე-18 ადგილი დაიკავა.

საპრიზო ადგილები კი ასე განაწილდა: 1. ერვანდ კერიმაჟი (ალბანეთი, 348 კგ), 2. მარტინ რაზვანი (რუმინეთი, 347), 3. ალექსანდრ დუდოღლუ (მოლდოვა, 344).

13 აპრილს შეჯიბრებაში 85 კილოგრამი წონითი კატეგორიის ათლეტები ჩაებმებიან. ქართველთაგან ქუთაისელი რაულ ცირეკიძე იასპარეზებს, რომელიც საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა