ესტონეთის ნაკრების ვეტერანმა ფორვარდმა ანდრეს ოპერმა კარიერის კვიპროსში გაგრძელება გადაწყვიტა.

ესტონეთის ნაკრების ვეტერანმა ფორვარდმა ანდრეს ოპერმა კარიერის კვიპროსში გაგრძელება გადაწყვიტა. გასული სეზონის მეორე ნახევარი 32 წლის ოპერმა ჰოლანდიურ "დენ ჰაგში" გაატარა, სადაც ქვეყნის პირველობის 12 მატჩში ერთი გოლიც გაიტანა.

ზაფხულში კი ესტონელი და კლუბის ხელმძღვანელები კონტრაქტის გახანგრძლივების პირობებზე ვერ შეთანხმდნენ და მას შემდეგ ოპერი ახალი გუნდის ძიებაში იყო. პარალელურად, რათა ფორმიდან არ ამოვარდნილიყო, ანდრესი მშობლიურ კლუბში, ტალინის "ფლორაში" ვარჯიშობდა. შემდეგ კი ლარნაკის აეკ-ის ვარიანტიც ამოტივტივდა, რომელმაც მეტად გამოცდილი ფეხბურთელი სრულიად უფასოდ დაიმატა – ოპერი ხომ თავისუფალი აგენტი იყო. მხარეებმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ოპერი ესტონურ ფეხბურთში გამორჩეული კაცია. ამ ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში დებიუტი 15 წლის წინათ, 17 წლის ასაკში ჰქონდა და მას შემდეგ ანდრეს ოპერმა ესტონეთის ნაკრების შემადგენლობაში 117 მატჩი ჩაატარა და 36 გოლიც გაიტანა.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა