გუნდმა უკრაინისა და მოლდოვას ნაკრებებთან საწვრთნელი მატჩები გამართა
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ქალთა ნაკრებმა, რომელმაც ივნისის დასაწყისში, 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში უნდა ითამაშოს, უკრაინაში საწვრთნელი მატჩები გამართა უკრაინისა და მოლდოვას ნაკრებებთან.

ეს გუნდები ევროპის ელიტაში შედიან და წლეულს კონტინენტის ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ცხადია, ასეთ მეტოქეებთან სპარინგი ჩვენი ნაკრებისთვის კარგი გამოცდილებაა, მით უფრო, რომ ერთ-ერთი მათგანი, მოლდოვას ნაკრები დავამარცხეთ კიდეც.

საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში 9 ივნისიდან ჩაერთვება. ჩვენი გუნდი A ჯგუფში ნორვეგიის, ფინეთის, მალტისა და სერბეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. B ჯგუფში კი ჩეხეთი, ბელგია, პოლონეთი, ისრაელი და შოტლანდია იასპარეზებენ.

ივნისში ასევე სტარტს აიღებს ვაჟთა შორის შვიდკაცა რაგბის ტურნირი ევროპის გრან-პრი, რომელიც სამ ეტაპად ჩატარდება. "შვიდკაცა ბორჯღალოსნები" ლიონში, მოსკოვსა და ოდენსეში ითამაშებენ.

პირველი ეტაპი ლიონში 2-3 ივნისს გაიმართება. ჩვენი გუნდი B ჯგუფში ესპანეთის, ინგლისის, შოტლანდის, უკრაინისა და ჰოლანდიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

არანაკლებ ძლიერი შემადგენლობაა თავმოყრილი A ჯგუფში. ესენია: პორტუგალია, რუსეთი, საფრანგეთი, იტალია, უელსი და გერმანია.

ევროპის გრან პრი

2-3 ივნისი

A ჯგუფი: პორტუგალია, რუსეთი, საფრანგეთი, იტალია, უელსი, გერმანია.

B ჯგუფი: საქართველო, ესპანეთი, ინგლისი, შოტლანდია, უკრაინა, ჰოლანდია.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი

9-10 ივნისი

A ჯგუფი: საქართველო, ნორვეგია, ფინეთი, მალტა, სერბეთი.

B ჯგუფი: ჩეხეთი, ბელგია, პოლონეთი, ისრაელი, შოტლანდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა