ჩინეთის გრანპრის სესიების საბოლოო ოქმს სათავეში გერმანელი ჩაუდგა, რომელმაც წრე წუთსა და 35,973 წამში გაიარა
ჩინეთის გრანპრის პირველი თავისუფალი სესია რთულ პირობებში ჩატარდა. დილით წამოსული წვიმის გამო ტრასა სველი იყო, შუა ვარჯიშის დროს კი ავტოდრომი ნისლით დაიფარა, ასე რომ, დროის დიდი ნაწილი პილოტები ბოქსებში რჩებოდნენ.

"მაკლარენის" ხელმძღვანელმა მარტინ უიტმარშმა პირობებს "ყველაზე უარესი" უწოდა და განაცხადა, რომ ამინდი არ იძლევა სასარგებლო ინფორმაციის შეგროვების საშუალებას.

"სლიკებზე" მანქანები ყველა მოსახვევისას ცურავდნენ, საშუალედო საბურავი კი სწრაფად ხურდებოდა. ფაქტობრივად, პილოტებმა მხოლოდ ახალი აეროდინამიკული ელემენტები გამოსცადეს - სწორ მონაკვეთებზე მუდმივი სიჩქარით მოძრაობდნენ.

განსაკუთრებით დასანანი იყო ასეთი სიტუაცია სამი სარეზერვო პილოტისთვის, რომლებმაც მხოლოდ საათნახევრით მიიღებს მანქანის მართვის საშუალება. "ფორს ინდიაში" პოლ დი რესტამ ჟიულ ბიანკის დაუთმო ადგილი, "უილიამსში" ვალტერი ბოტასმა ბრუნო სენა შეცვალა, "კატერჰემში" კი ვიტალი პეტროვის ნაცვლად წრეებს გიდო ვან დერ გარდე გადიოდა.

მარკ უებერი, რომელმაც ვარიჯიშის პირველ ნაწილში წრე წუთსა და 39,5 წამში გაიარა, დიდი ხანი რჩებოდა ლიდერად.

მხოლოდ ფინალურმა ათმა წუთმა შეცვალა სიტუაცია, როცა მეტეოროლოგიური პირობები გაუმჯობესდა: ტრასაზე გავიდა 22 პილოტი - ყველა, გარდა კიმი რაიკონენსა და რომენ გროსჟანისა. ფინელის "ლოტუსზე" DRS-ის სისტემა გამოვიდა მწყობრიდან, მის თანაგუნდელს კი ტექნიკური პრობლემა შეექმნა.

საბოლოოდ, ჩინეთის გრანპრის შარშანდელი ტრიუმფატორი ლუის ჰემილტონი აღმოჩნდა ერთადერთი, ვინც წრე წუთსა და 38 წამზე ნაკლებ დროში გაიარა. სესიის მიხედვით მეორე ადგილი დაიკავა ნიკო როსბერგმა, ამასთან, "მერსედესი", კონკურენტებისგან განსხვავებით, საშუალედო საბურავით მოძრაობდა.

პირველმა პრაქტიკამ სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა სველ ტრასაზე ბევრი პილოტი უშვებდა შეცდომას. ბოლო წუთებზე სებასტიან ფეტელმა აცნობა გუნდს, რომ მის მანქანაზე DRS-ის სისტემა აღარ მუშაობდა.

I პრაქტიკა

1. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) - 1:37.106 (7 წრე); 2. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +1.010 (14); 3. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - +1.210 (14 წრე); 4. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +1.478 (13); 5. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +1.805 (12); 6. მარკ უებერი (რედ ბული) - +1.871 (15); 7. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - +2.092 (12); 8. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) - +2.093 (6); 9. დანიელ რიკარდო (ტორო როსო) - +2.642 (16); 10. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო) - +2.662 (14); 11. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - +2.950 (14); 12. ფელიპე მასა (ფერარი) - +3.047 (14); 13. ვალტერი ბოტასი (უილიამსი) - +3.192 (8); 14. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია) - +3.222 (13); 15. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +3.434 (12); 16. ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი) - +3.965 (14); 17. რომენ გროსჟანი (ლოტუსი) - +4.098 (14); 18. ტიმო გლოკი (მარუსია) - +5.224 (14); 19. გიდო ვან დერ გარდე (კატერჰემი) - +5.415 (11); 20. ჟიულ ბიანკი (ფორს ინდია) - +7.012 (8); 21. პედრო დე ლა როსა (HRT) - +7.121 (10); 22. შარლ პიკი (მარუსია) - +7.394 (15); 23. ნარაიან კართიკეიანი (HRT) - +10.098 (12); 24. კიმი რაიკონენი (ლოტუსი) - +13.359 (11).

მეორე სესიის დასაწყისისთვის ამინდი გაუმჯობესდა, ასფალტი გაშრა, მაგრამ მაინც არსებობდა მოცურების საშიშროება - ბევრს სწორი მონაკვეთების ბოლოს დამუხრუჭებისას ექმნებოდა პრობლემები. სესიის შუაში ტიმო გლოკმა დაამტვრია მანქანა - პირველი მოსახვევიდან გამოსვლისას შეცდა - წინა ანტიფრათა დაკარგა და დამცავ ბარიერს დაეჯახა. ტიმომ დამოუკიდებლად დატოვა ბოლიდი, მაგრამ ხელი დაიზიანა და სამედიცინო ცენტრში გაემგზავრა.

მალაიზიისა და ჩინეთის ეტაპებს შორის შესვენებისას, გუნდებმა სიახლეები მოამზადეს ამიტომაც პარასკევს ბევრი სამუშაო იყო და პროგრამა დაძაბული გამოვიდა. პილოტებმა აეროდინამიკის კონფიგურაციის სხვადასხვა ვარიანტი გამოსცადეს, შეადარეს ორი შემადგენლობის საბურავი გრძელ წრეებზე და სარბოლო მახასიათებლებზე მუშაობდნენ.

საბოლოო ოქმს სათავეში ჩაუდგა მიხაელ შუმახერი, რომელმაც წრე წუთსა და 35,973 წამში გაიარა.

II პრაქტიკა

1. მიხაელ შუმახერი (მერსედესი) - 1:35.973 (32); 2. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი) – 0.172 (29); 3. სებასტიან ფეტელი (რედ ბული) - +0.187 (26); 4. მარკ უებერი (რედ ბული) - +0.460 (23); 5. ნიკო როსბერგი (მერსედესი) - +0.644 (30); 6. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი) - +0.738 (27); 7. კამუი კობაიაში (ზაუბერი) - +0.983 (28); 8. პოლ დი რესტა (ფორს ინდია) - +0.993 (30); 9. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია) - +1.218 (30); 10. ფერნანდო ალონსო (ფერარი) - +1.343 (32); 11. სერხიო პერესი (ზაუბერი) - +1.444 (22); 12. დანიელ რიკარდო (ტორო როსო) - +1.643 (33); 13. კიმი რაიკონენი (ლოტუსი) - +1.863 (30); 14. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო) - +1.957 (31); 15. რომან გროსჟანი (ლოტუსი) - +1.999 (25); 16. პასტორ მალდონადო (უილიამსი) - +2.203 (34); 17. ფელიპე მასა (ფერარი) - +2.320 (30); 18. ბრუნო სენა (უილიამსი) - +2.810 (37); 19. ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი) - +3.017 (36); 20. ვიტალი პეტროვი (ლოტუს-რენო) - +3.373 (19); 21. ტიმო გლოკი (მარუსია) - +3.678 (15); 22. პედრო დე ლა როსა (HRT) - +4.370 (24); 23. შარლ პიკი (მარუსია) - +4.780 (30); 24. ნარაიან კართიკეიანი (HRT) +5.152 (26).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"