"პარი სენ-ჟერმენს" "ოსერთან" "სტად აბე დეშამზე" უეჭველად სამი ქულის აღება მართებს
15 აპრილს "პარი სენ-ჟერმენს" "ოსერთან" "სტად აბე დეშამზე" უეჭველად სამი ქულის აღება მართებს, თორემ მისთვის წმინდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გართულდება საჩემპიონო ბრძოლის გაგრძელება. იმედია, კარლო ანჩელოტი იმ ერთადერთ სწორ გზას მონახავს, რომელზე სიარულიც მართებთ მის შეგირდებს.

იტალიელ სპეციალისტს დაძაბული ბრძოლების დროს გუნდის განწყობა არასოდეს ეშლებოდა და ვფიქრობთ, არც ახლა გაუჭირდება ამის გაკეთება. თუკი უბრალოდ სტატისტიკას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ბურგუნდიელებს შინ "ლურჯ-წითლებთან" ბრძოლა საკმაოდ უჭირთ - 19 დაპირისპირებიდან მხოლოდ 7 მოგება აქვთ, ბოლო 8-დან კი მასპინძლებმა მხოლოდ 2-ჯერ იმარჯვეს.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ლიგა 1-ის აუტსაიდერებმა შინ 15-დან მხოლოდ 5 შეხვედრაში დაიმსახურეს სამი ქულა. 27 ქულით ისინი ცხრილის ბოლო ადგილზე განისვენებენ. იმავე სტატისტიკას თუ ვენდობით, ლიგა 1-დან გავარდნას ჯერ არც ერთი ის გუნდი არ გადარჩენია, რომელსაც 31 ტურის შემდეგ 30-ზე ნაკლები ქულა ჰქონდა. ასე რომ, "ოსერს" მთლად გამოსატირებლად ჰქონია საქმე.

დედაქალაქელთა უშუალო კონკურენტმა "მონპელიემ" შუა კვირაში შეძლო და "მარსელი" "ველოდრომზე" დაამარცხა.

სასაცილო კი ის იყო, რომ მასპინძელი გულშემატკივრები სტუმარ გუნდს ყოველმხრივ უჭერდნენ მხარს. დიდიე დეშამისგან ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ ამ მატჩის წაგებას და ამას უსირცხვილოდ ტრიბუნებზე გამოჭიმული უზარმაზარი პლაკატით ადასტურებდნენ. რაკი მათი სათაყვანებელი გუნდისთვის სეზონი პირწმინდად ჩავარდნილია, უმთავრესი, რაც გულზე მალამოდ დაედებათ საჩემპიონო რბოლაში პსჟ-ის მარცხია.

ლიგა 1. XXXII ტური

15 აპრილი

ლილი-აიაჩო 19:00

ლორიანი-მონპელიე 19:00

ნანსი-ბორდო 19:00

სტ. ეტიენი-ბრესტი 19:00

სოშო-დიჟონი 19:00

ვალანსიენი-ევიანი 19:00

ოსერი-პსჟ 23:00

16 აპრილი

რენი-ნიცა 23:00

18 აპრილი

მარსელი-კანი 20:30

ტულუზი-ლიონი 20:30

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. მონპელიე 31 20 6 5 58-29 66

2. პსჟ 31 18 9 4 56-33 63

3. ლილი 31 15 11 5 56-35 56

4. ლიონი 31 16 5 10 49-38 53

5. ტულუზი 31 14 8 9 32-28 50

6. რენი 31 13 9 9 41-35 48

7. სტ. ეტიენი 31 13 8 10 38-35 47

8. ბორდო 31 10 12 9 36-34 42

9. მარსელი 31 10 10 11 38-35 40

10. ევიანი 31 10 9 12 43-46 39

11. ნანსი 31 10 9 12 31-37 39

12. ვალანსიენი 31 10 7 14 31-36 37

13. ნიცა 31 8 10 13 32-36 34

14. დიჟონი 31 9 7 15 37-51 34

15. ბრესტი 31 6 15 10 27-30 33

16. კანი 31 8 9 14 33-44 33

17. აიაჩო 31 7 12 12 32-50 33

18. ლორიანი 31 7 11 13 28-40 32

19. სოშო 31 7 9 15 32-48 30

20. ოსერი 31 5 12 14 36-46 27

ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან