"არსენალის" მთავარი მწვრთნელის თქმით, ის შოკში ჩავარდა, როცა შეიტყო, რომ საფეხბურთო ასოციაცია მარიო ბალოტელის დასჯას არ უპირებდა
"არსენალის" მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის თქმით, ის შოკში ჩავარდა, როცა შეიტყო, რომ საფეხბურთო ასოციაცია ალექს სონგის წინააღმდეგ ბინძური თამაშის გამო "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელ მარიო ბალოტელის დასჯას არ უპირებდა.

იტალიელი დისკვალიფიცირებულია, მაგრამ იმის გამო, რომ ფეხბურთელმა ორი ყვითელი ბარათი დაიმსახურა. რაკი მისთვის ეს სეზონის განმავლობაში მეორე მსგავსი "მიღწევა" აღმოჩნდა, ახლა მას 3-თამაშით აქვს აკრძალული მოედანზე გამოჩენა.

ასოციაცია წმინდა სამართლებრივი კუთხით მართალია, რაკი მარტინ ატკინსონის მოხსენებაში წერია, რომ დაინახა მარიოს ქმედება, მაგრამ ზომების მიღება საჭიროდ არ ჩათვალა... ჩვენი მხრიდან რიტორიკული შეკითხვაა, მაგრამ მაინც რა მიაჩნია პირდაპირ წითელი ბარათის ღირსად პატივცემულ მსაჯს?! "ასოციაციამ უნდა შეცვალოს ეს წესი.

ვფიქრობ, მსგავსი საქმეები სპეციალურმა კომიტეტმა უნდა განიხილოს. ჩემთვის დაუჯერებელია, რომ მას მერე, რაც ბალოტელიმ ჩაიდინა, დაუსჯელი რჩება, სამაგიეროდ შონ დერია დისკვალიფიცირებული ("ქუინზ პარკის" კაპიტანი რედ)," - აცხადებს "დეილი ექსპრესთან" ინტერვიუში 62 წლის ფრანგი სპეციალისტი.

ულიე-ჟინოლა 1:0

ჩვენი გაზეთი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წერდა, რომ ავტობიოგრაფიულ წიგნში უდიერად მოხსენიების გამო დავიდ ჟინოლამ 64 წლის ჟერარ ულიეს სასამართლოში უჩივლა. ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ცნობილი გახდა.

თემიდამ საფრანგეთის ნაკრების ყოფილი დამრიგებლის პოზიცია გაამართლა. ულიეს ადვოკატის თქმით, მოსამართლემ ფაქტობრივად აღიარა, რომ სიტყვები "ბანდიტი" და "ნაძირალა" გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება და მუსიე ჟერარს მათი გამოყენების უფლება ჰქონდა.

მით უფრო, რომ მსგავსი "ეპითეტები" მწვრთნელმა არა უშუალოდ პიროვნების მიმართ გამოიყენა, არამედ ჟინოლას იმ შეცდომის შესამკობად, რამაც გადამწყვეტი ბურთის დაკარგვა და ფრანგების 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენა გამოიწვია.

კომოლის გზას გაუყენეს

"ლივერპულის" ხელმძღვანელებმა, როგორც ჩანს, სერიოზულად მოკიდეს ხელი რეფორმებს. სპორტული დირექტორის დამიენ კომოლის გარდა ჯონ ჯენრიმ და ტომ ვერნერმა კლუბიდან დაითხოვეს მეკარეების მწვრთნელი ჯონ ახტენბერგი. ის "წითლების" ბანაკში 2009 წლიდან მუშაობდა, იქამდე კი "ტრანმერ როვერსში" 10 წელი ჰქონდა გატარებული.

ახტენბერგი ძირითად გუნდში მხოლოდ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გადმოიყვანეს. მანამდე ის დუბლებთან მუშაობდა.

"ლივერპულის" ოფიციალურ ვებგვერდზევე გაჩნდა ცნობა, რომ კლუბს სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს სპორტული მედიცინისა და მეცნიერების განყოფილების ხელმძღვანელი პიტერ ბრუკნერი. მიზეზი მარტივია, "ლივერპული" მასთან კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს.

"ჩემთვის საამაყო იყო, რომ ამ დიდ კლუბში ვმუშაობდი. ამაყი ვარ იმითაც, რომ მსოფლიო დონის პროფესიონალებთან მიხდებოდა ურთიერთობა. ვგრძნობ, რომ მივაღწიე იმ მიზანს, რისთვისაც გუნდში მიმიწვიეს. ვიცი, რომ ფეხბურთელებს საიმედო ხალხის ხელში ვტოვებ. "ლივერპულს" სამომავლოდ წარმატებებს ვუსურვებ," – ამბობს ბრუკნერი.

მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ

"ბლექბერნის" მთავარი მწვრთნელის სტივ კინისა და რამდენიმე ფეხბურთელის მომავალი გაურკვეველია. მათთან მოლაპარაკებები ახალ ხელშეკრულებაზე მხოლოდ მას მერე განახლდება, რაც გაირკვევა, შეინარჩუნებს თუ არა კლუბი ადგილს პრემიერლიგაში. "დიდი ხნის წინ დაგეგმილი სხდომა შედგა, სადაც კლუბმა გადაწყვიტა, რომ მოლაპარაკებათა პროცესები დროებით შეეჩერებინა.

მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყდება, ვინ დარჩება კლუბში და ვინ დატოვებს მას დაუყოვნებლივ. ამჟამად მთელ ჩვენს ყურადღებას პრემიერლიგის დარჩენილი ტურები ითხოვს. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ქულა ავიღოთ," – აცხადებს 44 წლის შოტლანდიელი სპეციალისტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა