"Bleacher Report"-ის ჟურნალისტებმა "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე 4 კანდიდატი დაასახელეს
ბრიტანულ პრესას ძალიან უყვარს სამწვრთნელო საკითხებზე ჩაციკვლა. არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ ბოლო 9-10 წელიწადია იმაზე მიდის მსჯელობა, თუ ვინ შეიძლება შეცვალოს ალექს ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედში". მიმდინარე სეზონის წარუმატებლად დაწყების გამო ჟურნალისტებმა არსენ ვენგერის შემცვლელზეც დაიწყეს "ზრუნვა".

მათ დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველეს ანდრე ვილაშ ბოაშის "ჩელსიდან" დათხოვნა და აი, როგორც იქნა კენი დალგლიშისთვისაც "მოიცალეს". ის, რომ ვეტერანი შოტლანდიელის ხელში "ლივერპული" საცოდავად გამოიყურება ამაზე აღარავინ კამათობს.

ხუთშაბათს კლუბის მფლობელებმა სპორტული დირექტორი დამიენ კომოლი დაითხოვეს და პრესა ეჭვობს რომ სეზონის დასრულებისთანავე მის გზას "მეფე კენისაც" გაუყენებენ. ამჯერად ამერიკელი ჟურნალისტების ("Bleacher Report") მოსაზრებას გთავაზობთ, თუ ვინ შეიძლება დაიკავოს "მეფის სავარძელი".

სტივ კლარკი

სტივ კლარკი "ლივერპულის" შიდა კადრია. პროფესიული სამწვრთნელო კარიერა მან თანაშემწის რანგში "ნიუკასლში" დაიწყო. ამ რანგში მას "ვესტ ჰემსა" და "ჩელსიშიც" უმუშავია.

სტივს ყოველთვის გამოსდიოდა ურთიერთობის აწყობა წამყვან ფეხბურთელებთან, წლების განმავლობაში კი ალალად დაიმსახურა მშვენიერი ტაქტიკოსის იმიჯი. განსაკუთრებით ეხერხება საწვრთნელი პროცესის ორგანიზება და სიახლეების დანერგვა. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მისი კანდიდატურა ყველაზე უფრო "ხელმისაწვდომია".

ბრენდან როჯერსი

ბრენდან როჯერსის კანდიდატურა მეტ დაფიქრებას საჭიროებს, რადგან ყველაზე უფრო სარისკოა. როი ჰოჯსონივით წარმატება მასაც საშუალო გაქანების კლუბში ჰქონდა და შესაბამისად არასოდეს უმუშავია მაქსიმალური სტრესისა და ზეწოლის პირობებში.

ისეთში, როგორიც "ლივერპულში" მუდმივად იგრძნობა. მან შეძლო და გუნდი კარგად გამართა წელში, ასწავლა ლამაზი, შემტევი ფეხბურთი. გარდა ამისა, აშკარაა, რომ მას ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებთან მუშაობაც გამოსდის, რასაც თავის დროზე ჰოჯსონზე ნამდვილად ვერავინ იტყოდა.

ანდრე ვილაშ ბოაში

ანდრე ვილაშ ბოაშის მიწვევა ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ არა წარმოუდგენელი. ფაქტია, რომ "ჩელსიში" ის მთელი რიგ პრობლემებს შეეჯახა, მაგრამ ბევრი ამტკიცებს, რომ ეს იმდენად მწვრთნელის კომპეტენციის კი არა ლონდონური გრანდის "ვადაგასული ფეხბურთელების" ბრალი უფროა.

"დიდმა ბიჭებმა", ისეთებმა, როგორებიც არიან დიდიე დროგბა, ფრენკ ლემპარდი და კომპანია, ენთუზიაზმის გარეშე მიიღეს მწვრთნელის მცდელობები, აემოძრავებინა გუნდი, რომელიც დიდი ხანია ერთ ადგილზე იდგა. ყველაზე მეტად სწორედ ამ ფეხბურთელებს აწყობდათ შექმნილი ვითარება. ეს მოსაზრება გარკვეულწილად დაადასტურა ცოტა ხნის წინ "სანდი ტელეგრაფთან" ინტერვიუში ჯონ ტერიმ, როცა განაცხადა, ვილაშ ბოაში არც ისეთი სუსტია, როგორც ვიღაცებს ეჩვენებათო.

რაფაელ ბენიტესი

რაფაელ ბენიტესის კანდიდატურას ყველაზე მეტი წინააღმდეგობა შეხვდება. დიდი დრო არ გასულა მას მერე, რაც ესპანელმა დაადასტურა, რომ დათანხმდებოდა "ენფილდზე" დაბრუნებას, რადგან იქიდან წასვლის მერე აქვს შეგრძნება, რომ ბევრი საქმე დარჩა ბოლომდე მისაყვანი. ბენიტესმა "წითლები" მას მერე მიატოვა, რაც კლუბმა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელიწადი გადაიტანა, მით უფრო, რომ მას კლუბის მესაკუთრეების ჯორჯ ჯილეტისა და ტომ ჰიკსის მხარდაჭერა აკლდა.

ბუნებრივია, ამ წარუმატებლობამ ვერ გადაუსვა ხაზი რაფას დამსახურებებს "ლივერპულის" წინაშე. მისი დაბრუნება "ენფილდზე" შეიძლება ცოტა შოკისმომგვრელი იყოს, მაგრამ მაინც კარგი ვარიანტია.

სავარაუდო სამწვრთნელო ცვლილებას კლუბი დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, რადგან "ლივერპულისთვის" მას

სერიოზული შედეგების მოტანა შეუძლია. რაც მთავარია, ახალი მწვრთნელი ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლით უნდა შეირჩეს.

მწვრთნელის გარდა "ლივერპულს" ისეთი მნიშვნელოვანი პერსონის მოძიება მართებს, როგორიც სპორტული დირექტორია. ორიოდე დღის წინ დათხოვნილ დამიენ კომოლის შემცვლელი სჭირდება.

"დეილი მეილის" ინფორმაციით, "წითლები" ორი ლეგენდარული ჰოლანდიელის კანდიდატურას განიხილავენ. ლაპარაკია იოჰან კრუიფსა და ლუის ვან გაალზე. ისე არ გვგონია, რომელიმეს დიდად გულზე მოეფონოს კონკურენტის სახელის ხსენება. 64 წლის "მფრინავ ჰოლანდიელსა" და ვან გაალს შორის დაძაბული ურთიერთობების შესახებ ახალი რა უნდა ვთქვათ? სწორედ მათმა ჭიდილმა შეიწირა კრუიფის ადგილი "აიაქსის" დირექტორთა საბჭოში და ვან გაალის სპორტული დირექტორის პოსტი, სადაც მუშაობა ლუისს ზაფხულზე უნდა დაეწყო.

კრუიფს ამჟამად მრჩევლის პოსტები უკავია მშობლიურ "აიაქსსა" და ესპანურ "დეპორტივოში" (გვადალახარა). წესით, ის პრესტიჟულ სამუშაოს უნდა დათანხმდეს. ვან გაალი კი 2011 წელს "ბაიერნიდან" ვადაზე ადრე დათხოვნის შემდეგ სულაც უმუშევარია. კრუიფისა არ იყოს, მისი მთავარი პლუსიც ახალგაზრდებთან მუშაობაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად