გია გეგუჩაძე: "საქართველოში ყველაზე კარგ ფეხბურთს ჯერაც "ზესტაფონი" აჩვენებს"
გორის "დილასა" და ქუთაისის "ტორპედოს" 14 აპრილს დაგეგმილი შეხლა დიდ ინტერესესს რომ იწვევს, ცხადია. ჩემპიონატი ფინიშს უახლოვდება და უკვე ყოველ თამაშს ოქროს ფასი ადევს.

"დილა" ცალი ფეხით თასის ნახევარფინალშია, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით ჩემპიონატის ცხრილს, გორელებს აქედანაც შეუძლიათ ევროსაგზურის მოპოვება.

"ტორპედო" ბოლო მატჩებში წარმატებით თამაშობს, თბილისის "დინამო" უკან ჩამოიტოვა და კარგი შანსი აქვს, სამეულში რომ დამკვიდრდეს.

"ტორპედომ" უწინდელთან შედარებით თამაშის ხარისხიც გამოსაწორა.

მოკლედ, ქუთაისელთა გუნდს კარგი პერსპექტივა უჩანს.

"ლელოს" კითხვებს "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე პასუხობს.

- სეზონის მეორე ეტაპი "ტორპედომ" რიხით ვერ დაიწყო, მერე კი თანდათან გამოასწორა სიტუაცია. როგორ ატყობთ, გუნდმა უკვე მიაგნო თავის თამაშს?

- მეორე ეტაპის დასაწყისს რაც შეეხება, ჩვენი გუნდის გამოსვლას ჰქონდა თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. შეკრებიდან 4 თებერვალს დავბრუნდით, 14 თებერვალს უკვე ჩემპიონატის თამაში უნდა ჩაგვეტარებინა, მაგრამ უამინდობის გამო მატჩი გადაიდო.

თვენახევრის განმავლობაში დიდთოვლობამ და თამაშების გადადებამ გუნდი სათამაშო რიტმიდან ამოაგდო, უამინდობის გამო ვარჯიშებიც ჩაგვეშალა. უთამაშებლობა და მერე დატვირთული გრაფიკი - ორ უკიდურესობას შორის აღმოვჩნდით.

მიუხედავად ამისა, მაინც მოვახერხეთ სირთულეების დაძლევა და ნელ-ნელა ავთამაშდით, იმედია, ასე გავაგრძელებთ.

- "ტორპედოს" თამაშის ხარისხზე რას იტყოდით?

- ეს ის არ არის, რაც გვინდა, ამ მხრივ სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს.

- თქვენი გუნდი მესამე ადგილზე, რაც საკმაოდ კომფორტული პოზციაა იმისთვის, რომ გუნდმა ევროლიგის საგზურისთვის იბრძოლოს - ამ ეტაპზე ეს არის "ტორპედოს" პრიორიტეტი?

- ხშირად მიწევს ერთი რამის აღნიშვნა - ჩვენ ჯერ ჩამოყალიბების პროცესში ვართ, თამაშის ხარისხის მხრივ არის ეპიზოდები, როცა ძალიან კარგად გამოიყურება გუნდი, მაგრამ მეტი სტაბილურობა უნდა შევიძინოთ. გუნდის ჩამოყალიბება ერთ-ორ დღეში არ ხდება, გაცილებით მეტ დროს მოითხოვს.

რაც შეეხება ამ ეტაპს, კონკრეტული ადგილის დაკავებაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ მომავალ სეზონისთვის ისეთი წინსვლა გვქონდეს, მესამე ადგილზე გაცილებით დიდი მიზნისთვის რომ ვიბრძოლოთ.

გუნდის მომზადებაში აუცილებელი ფაქტორია ფეხბურთელების სწრაფვა გამარჯვებისკენ. ყოველი თამაშის წინ დგება ამოცანა - როგორ მოვიგოთ.

რა თქმა უნდა, თუ ევროსაგზურს მოვიპოვებთ, კმაყოფილი დავრჩებით.

- ახლა "დილასთან" გელით თამაში, რომელიც ალბათ კარგად გყავთ შესწავლილი ამ დროისთვის კარგ კონდიციაში უნდა იყოს...

- ვერ ვიტყოდი, რომ მეტოქე ძალიან კარგად გვყავს შესწავლილი. "დილა" ახალშექმნილი გუნდია, თამაშიდან თამაშამდე უმატებს და ეს მეტწილად ალბათ შეთამაშების ხარჯზე ხდება. რთულ თამაშს ველი, სამი ქულის ასაღები განწყობა გვექნება.

- "დილას" ცენტრფორვარდი მათე ვაწაძე გოლების იშტაზეა - "ტორპედოს" ძალუძს მისი შეჩერება?

- მხოლოდ ვაწაძეს არ გამოვარჩევდი, "დილას" კიდევ ჰყავს საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელები. ვაწაძე ახლა მართლაც კარგ ფორმაშია და ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოს ჩემპიონატში. "ტორპედოსაც" კარგი რესურსები აქვს.

- "ტორპედოში" მწვავედ იდგა ცენტრფორვარდის საკითხი, რაც საგოლე მომენტების რეალიზაციაზე აისახა. ზოგი გუნდი საერთოდ არ თამაშობს გამოკვეთილი ცხრა ნომერით და განსხვავებულ მოდელს ირჩევს - თქვენ საითკენ მიგყავთ საქმე?

- საკმაოდ ძლიერი თავდამსხმელი გვყავს გამოცდილი რევაზ გოცირიძის სახით, ახალგაზრდებიც არიან - დავით ჯანელიძე და ნიკა საბანაძე, მათზე უმცროსი გიორგი ფანცულაია ამ დროისთვის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშია, მას უკვე არაერთხელ მივეცით პირველ გუნდში თამაშის საშუალება.

საგოლე მომენტებს უხვად ვქმნით, რეალიზაციაში კი მოვისუსტებთ და ამ კუთხით კიდევ მოგვიწევს მუშაობა. გუნდის თამაში უფრო მრავალფეროვანი რომ გახდეს, რამდენიმე მოდელი უნდა იყოს გამოსადეგი.

- ზოგადად, მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატზე რას იტყოდით?

- ძალიან დაძაბული ჩემპიონატია, ბევრი სიურპრიზი მოხდა.

- არის თუ არა დაცული Fair Play-ის პრინციპი ამ ჩემპიონატში - საინტერესოა თქვენი შეხედულება...

- აქედან - იქედან გვესმის, რომ ეს პრინციპი ბოლომდე არ არის დაცული, რაც ძალიან სამწუხაროა. იმის მოხრე ვარ, რომ მხოლოდ სპორტული პრინციპით გადანაწილდეს გუნდების სატურნირო მდგომარეობა.

- ამ დროისთვის რომელი გუნდი თამაშობს ყველაზე კარგ ფეხბურთს საქართველოში?

- მე მაინც "ზესტაფონს" გამოვყოფდი და აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ჩემპიონობა ყველაზე უფრო ამ გუნდს ეკუთვნის. ჩვენ კი იქითკენ მივდივართ, რომ მალე "ტორპედოზე" თქვან, ყველაზე კარგ ფეხბურთს თამაშობსო და უძლიერესიც ჩვენი გუნდი აღმოჩნდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gori
გულმა გიგრძნო
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!