ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში კიდევ ერთი მედალი დავისაკუთრეთ
ორი ოქროს, ამდენივე ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ სამშობლოში თურქულ ანტალიაში გამართულ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატიდან ქართველი ძალოსნები.

უკვე ვწერდით ქუთაისელი რაულ ცირეკიძის წარმატების შესახებ: 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში მან ატაცსა (165) და აკვრაში (200) მცირე ვერცხლის მედლები დაიმსახურა, ორჭიდის ჯამში (365) ყველას აჯობა და დიდი ოქროთი დაიმშვენა მკერდი.

ასპარეზობის ბოლო დღეს ფიცარნაგზე ირაკლი თურმანიძე (აჭარა, +105) გავიდა. მან ატაცში ყველა ცდა წარმატებით გამოიყენა, ისევე, როგორც სომეხმა ჰაიკ ჰაკობიანმა.

ორივე სპორტსმენმა მესამე ცდაზე 195 კილოგრამი აიტაცა. ქართველი ათლეტი მეტოქეზე ოთხი კილოგრამით მსუბუქი აღმოჩნდა და მცირე ოქროს მედალიც მას ხვდა. 192 კილოთი მესამე იყო უნგრელი პეტერ ნეგი. აკვრაში ირაკლი თურმანიძემ 228 კილოთი (პირველი ცდა (220) გაუცუდდა) მხოლოდ მე-5 ადგილი დაიკავა.

აქ უძლიერესი იყო რუსი რუსლან ალბეგოვი, რომელსაც თურმანიძემ ატაცში ოთხი კილოთი გაუსწრო. ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა მესამე ცდაზე 238-კილოიანი შტანგა დაიმორჩილა და ორჭიდის ჯამში 429 კილოთი ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

ხუთი კილოთი ნაკლები (424=190+234) მოაგროვა გერმანელმა მათიას შტეინერმა, რომელმაც ორჭიდში კილოგრამით აჯობა თურმანიძეს (423=193+228) და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ირაკლის დიდი ბრინჯაო ერგო.

105 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა ალუდა მანაგაძე, რომელიც ორჭიდში 376 კილოგრამით (170+206) მე-8 ადგილს დასჯერდა. საპრიზო ადგილები აქ ასე განაწილდა: 1. დავიდ ბეჟანიანი (რუსეთი, 405-185+220), 2. მაქსიმ შეიკო (რუსეთი, 401-185+216), 3. მიხაილ აუძეიეუ (ბელარუსი, 395-180+215).

ევროპის ჩემპიონატზე 34 ქვეყნის წარმომადგენლები ცდიდნენ ძალებს. მათგან მედლები მხოლოდ 17-მა მოიპოვა ორ-ორი ოქრო-ვერცხლითა და ერთი ბრინჯაოთი საქართველო მეხუთე ადგილზეა. ჩვენებს რუსებმა (6, 3, 2), აზერბაიჯანელებმა (5, 0, 1), თურქებმა (3, 3, 2) და მოლდოველებმა (2, 4, 4) გაუსწრეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერაბი
გილიცავთ ბიჭებო გამარჯვებას! ! !
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად