პლანეტის მთავარი საფეხბურთო ორგანო კარის აღების დასადგენად ვიდეოგამეორების დანერგვას აპირებს
ინგლისის თასის ნახევარფინალში, ლონდონის "ჩელსისა" და "ტოტენჰემის" მატჩში, ხუან მატას შეცდომით ჩათვლილმა გოლმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ფეხბურთში სპეციალური ტექნიკის გამოყენების გარეშე არაფერი გამოვა...

შედეგად, ფიფაში უკვე აპირებენ არბიტრის დამხმარე სისტემების შემაჯამებელი ტესტები ჩაატარონ და თუკი შედეგები დამაკმაყოფილებელი იქნება, ვიდეოგამეორებების დანერგვას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

საკითხი, რომ არბიტრებს, თუნდაც ყველაზე უშეცდომოებს, ყოველთვის, უბრალოდ, არ შეუძლიათ ესა თუ ის სათამაშო ეპიზოდი სწორად შეაფასონ, "ტოტენჰემის" კარში მატას გატანილმა გოლმა კვლავ წამოსწია. ამ შეხვედრის არბიტრმა მარტინ ატკინსონმა პოზიცია კარგად კი შეარჩია, მაგრამ მაინც ვერ დაინახა, გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი. შედეგად კი, "ჩელსის" სასარგებლოდ ანგარიში 2:0 გახდა (საბოლოოდ "ჩელსიმ" 5:1 გაიმარჯვა).

მატჩის შემდეგ ვიდეოგამეორებებმა მსაჯის შეცდომა დაადასტურა.

ამ დროისთვის ფიფა ორ სისტემას ცდის. პირველი მათგანი - Hawkeye-ია, რომელსაც კრიკეტსა და ჩოგბურთში იყენებენ; მეორე სისტემა GoalRef-ია, რომელიც სპეციალური ბურთების გამოყენებას ითვალისწინებს.

ვიდეოგამეორებების დანერგვა-არდანერგვაზე გადაწყვეტილებას 2 ივლისს მიიღებენ.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"