ლა ლიგის II ტურიც გაილია და goal.com-მა ტრადიციულად შემოგვთავაზა სიმბოლური ნაკრები. აღსანიშნავია, რომ ერთი ფეხბურთელიც კი არ მოხვდა ახალ სიმბოლურ ნაკრებში I ტურის გმირთაგან. მეტიც, ბევრი მათგანი გასულ უქმეებზე სულაც ანტიგმირად იქცა.

ნავასის შემშინებელი და არაგონში "დაბადებული" ვარსკლავი

ლა ლიგის II ტურიც გაილია და goal.com-მა ტრადიციულად შემოგვთავაზა სიმბოლური ნაკრები. აღსანიშნავია, რომ ერთი ფეხბურთელიც კი არ მოხვდა ახალ სიმბოლურ ნაკრებში I ტურის გმირთაგან. მეტიც, ბევრი მათგანი გასულ უქმეებზე სულაც ანტიგმირად იქცა. მაგალითად "მალიორკას" პორტუგალიელი მცველი ჟოზე ნუნიეში, რომლის გაძევების გამო გუნდმა უშანსოდ წააგო. თუნდაც "ესპანიოლის" იტალიელი ფორვარდი პაბლო ოსვალდო, პირველ ტურში დუბლის ავტორი ახლა პირველივე ტაიმში შეცვალეს. მოკლედ, ჯერ I ტურის სიმბოლურ ნაკრებს შეგახსენებთ: ავატე - კონკო, ნუნიეში, იაროშიკი - რეიესი, ინიესტა, პრიეტო, ხოაკინი - ოსვალდო, ვილია, აგუერო.

მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებს 4-3-3 ტაქტიკური განლაგებით გთავაზობთ. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ორივე ტურში ახლოს იყო სიმბოლურ ნაკრებთან ურუგვაელი დიეგო ფორლანია, თუმცა "ატლეტიკოს" ფორვარდი 11-ეულში ვერც ამჯერად მოხვდა.

მეკარე

მანუ (დეპორტივო): დანიელ არანსუბიამ მხრის ტრავმა მიიღო და გალისიური კლუბი "სანჩეს პისხუანზე" სარეზერვო გოლკიპერით წარდგა. მანუმ შანსი შესანიშნავად გამოიყენა, "სევილიელთა" შეტევები შეაჩერა და უსწრაფესი რეაქცია გამოავლინა. 24 წლის მეკარემ განსაკუთრებით ალვარო ნეგრედოს დარტყმისას გამოიჩინა თავი. მან მარტინ კასერესს და დიეგო პეროტისაც კარგი დარტყმები აუღო.

მცველები

რიკარდო კარვალიო (რეალი): პორტუგალიელი პირველად თამაშობდა "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალის" მაისურით. მან დებიუტში გამარჯვების გოლი გაიტანა. მხოლოდ გოლშიც არ არის საქმე, კარვალიო გუნდის ახალწვეულია, მაგრამ უკვე ცდილობს "რეალის" დაცვის ლიდერობას და ეს კარგადაც გამოსდის, "ოსასუნა" "სამეფო კლუბის" საჯარიმოს ვერ გაეკარა.

ნოე პამარო (ერკულესი): "ბლაუგრანას" წინააღმდეგ მისსავე მოედანზე თამაში ურთულესია ნებისმიერი გუნდის მცველისთვის, ფრანგმა კი ბრწყინვალე ინდივიდუალური დაცვითი თამაში აჩვენა. "ერკულესის" მცველებმა შეძლეს ის, რაც ვერ მოახერხა გასულ სეზონში ვერავინ - "ბარსელონას" გოლი არ გაატანინეს. "პორტსმუთისა" და "ტოტენჰემის" ყოფილმა მცველმა თავით საჯარიმოდან გამოიტანა ყველა მაღალი ჩაწოდება.

დიეგო გოდინი (ატლეტიკო): დიეგო გოდინის ყიდვამ "ვილიარეალიდან" უკვე გაამართლა კიკე ფლორესის იმედები, როგორც იქნა, "ატლეტიკოს" დაცვის ხაზსაც ეშველა. "სან მამესზე" 88 წუთის განმავლობაში ბილბაოელები ამაოდ უტევდნენ "ატლეტიკოს", რომლის დაცვის გულში 24 წლის ურუგვაელი უშეცდომოდ და უკომპრომისოდ მოქმედებდა.

კლაუდიო მორელი (დეპორტივო): გამოცდილმა პარაგვაელმა თითქმის მთელი კარიერა არგენტინულ ფეხბურთში გაატარა, თუმცა იოლად შეეგუა ლა ლიგასაც. "სევილიას" წინააღმდეგ მატჩში ყველაზე რთული ამოცანა ხომ მას ეკისრა - ფლანგზე ხესუს ნავასის გაჩერება. 32 წლის მორელმა მოსვენება დაუკარგა ნავასს, უხეშობის ზღვარზე ეთამაშა და ცოტა შეაშინა კიდეც.

ნახევარმცველები

მესუთ იოზილი (რეალი): "ბლანკოსი" არ ბრწყინავს, თუმცა ინდივიდუალურად გუნდის გერმანელი ახალწვეული გამოირჩა. 21 წლის ნახევარმცველის ბრწყინვალე პასმა წამოიწყო ის საგოლე შეტევა, რომელიც კრიშტიანო რონალდომ გააგრძელა და რიკარდო კარვალიომ დაასრულა. გუნდი მოუმატებს, ასე რომ, ველოდოთ იოზილისგან მორიგ თავგამოჩენას.

ქვინსი ოვუსუ-აბეიე (მალაგა): ახალგაზრდა განელმა ლამის მთელი მსოფლიო შემოიარა, ახლა კი "მალაგაში" დამკვიდრდა. პირველ ტაიმში ლამის მარტო არბევდა "სარაგოსას" და გუნდს აფრიკელის შესაჩერებლად რესურსი არ აღმოაჩნდა. ხუანმის მას შემდეგ გაატანინა, რაც ბურთით 40 მეტრამდე გაირბინა, შემდეგ კი თავადაც გაიტანა.

ბორხა ვალერო (ვილიარეალი): "რეალში" ალბათ ნანობენ კიდეც, რომ ბორხა ვალეროს ხეირიანი შანსი არ მისცეს. შარშან "მალიორკაში" ბორხა გუნდის ლიდერი იყო, წლეულს კი იგივე ფუნქცია "ვილიარეალში" შეითავსა, არადა "ელ სუბმარინოს" არაერთი ვარსკლავი ჰყავს. "ესპანიოლთან" მარცხენა ფლანგზე გაინავარდა.

თავდამსხმელები

ნელსონ ვალდესი (ერკულესი): მხოლოდ ფაქრები: "ერკულესში" დებიუტი ჰქონდა, თანაც "კამპ ნოუზე", "ბარსელონას" გაუტანა ორი უპასუხო გოლი. ტურის საუკეთესო ფეხბურთელი - ყველაფერი ლოგიკურია.

ჯუზეპე როსი (ვილიარეალი): როსის შემთხვევაში ასე ხდება ხოლმე, იტალიური მედია გამოაქვეყნებს მასალებს, როგორ ობლად გრძობს თავს ის ესპანეთში და როგორ სურს სერია A-ში დაბრუნება, გადის ერთი-ორი დღე და როსი ხმებს უარყოფს, შემდეგ კი მოედანზე ამტკიცებს, რომ "ვილიარეალში" თავს კარგად გრძნობს.

ხუანმი (მალაგა): ვფიქრობთ, ამ არაგონულ გოლთაწვიმაში ახალი ვარსკლავი დაიბადა - ხუანმი. "მალაგამ" რომ 5:3 დაამარცხა "სარაგოსა" 17 წლის ფორვარდის დამსახურებაცაა. ორი გოლი და საგოლე პასი თინეიჯერის აქტივში...

ისინი, ვისი აღნიშნვნაც გვსურდა: დიეგო ფორლანი (ატლეტიკო), ხაიმე გავილანი (ხეტაფე), ალბერტო ბოტია (სპორტინგი), ფერნანდო (მალაგა), ვისენტე (ვალენსია), რაულ ტამუდო (რეალ სოსიედადი), რიკარდო (ოსასუნა).

ლელო

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა