"ლივერპული" "ევერტონს" წელს მესამედ შეხვდა და მესამედ დაამარცხა
"ლივერპული" "ევერტონს" წელს მესამედ შეხვდა და მესამედ დაამარცხა, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ გუნდმა ასოციაციის თასის ფინალს უწია.

ამასთან, ენდი კეროლმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა გადამწყვეტი გოლი. ასე რომ, "წითლების" ფანებს აქვთ კარგ ხასიათზე ყოფნის საფუძველი. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე კენი დალგლიშიც ჩინებულ განწყობაზე გახლდათ. აი, რა თქვა მან: "ჩვენ ამაყები ვართ ამ გამარჯვებით და ლოგიკურია, რომ მშვენიერ განწყობაზეც გახლდეთ.

ვშიშობ, გულშემატკივრებმა 90 წუთის განმავლობაში სიცოცხლის რამდენიმე წელიწადი მოიკლეს, რადგან ძალიან რთულ თამაშს უყურეს. მხოლოდ ნეიტრალური გულშემატკივრისთვის შეიძლებოდა ყოფილიყო ეს თვალსასეირო სანახაობა.

"ლივერპულისთვის" დღეს დიდი დღეა, რადგან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სუარესი ფანტასტიკური ფეხბურთელია და კეროლმა კიდევ გადამწყვეტი გოლი შეაგდო. ჩვენი სამუშაო ამით არ დამთავრებულა. ეს ლიგის თასის მოგების შემდეგაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ. მნიშვნელოვანია, რომ ჩემპიონატში სიტუაცია მაქსიმალურად გამოვასწოროთ და თასის ფინალისთვის მოვემზადოთ. დღევანდელმა თამაშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გუნდს უტეხი ხასიათი აქვს.

მნიშვნელოვანი იყო, რომ მატჩის განმავლობაში შექმნილ სიძნელეებზე სწორი რეაქცია გვქონოდა. დღეს შეგვიძლია დავტკბეთ გამარჯვებით, მაგრამ ხვალიდან მძიმე სამუშაოს უნდა დავუბრუნდეთ".

აღფრთოვანებული იყო გადამწყვეტი გოლის ავტორი ენდი კეროლიც: "ყოველი გოლისას განუმეორებელი შეგრძნება გეუფლება, მაგრამ ამის გაკეთება "უემბლიზე" და თანაც, "ევერტონთან" შეხვედრაში, ამაზე მეტს ნიშნავს. სწორედ ასეთი თამაშების ხათრით გადმოვედი "ლივერპულში".

გვინდა გამარჯვება იმ ადამიანების ხსოვნას მივუძღვნათ, რომლებიც "ჰილსბოროს" ტრაგედიას ემსხვერპლნენ. პირველ ტაიმში მეტოქე უკეთესად თამაშობდა, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალებს მოვიკრებდით და ვაჩვენებდით ყველაფერს, რაც შეგვეძლო. სუარესის შესანიშნავმა გოლმა ფრთები შეგვასხა და მერე ბელამის პასით მეც გავიტანე".

"მანჩესტერ იუნაიტედისა" არ იყოს, მსაჯების განსაკუთრებული სიმპათიით "ჩელსიც" სარგებლობს. თავად განსაჯეთ: "უიგანთან" სკანდალური შეხვედრის შემდეგ "ჩელსის" არბიტრმა კიდევ ერთხელ გაუმართა ხელი და თანაც ისევ გადამწყვეტ მომენტში. საერთოდ, ბედის ნებიერა შეიძლება ვუწოდოთ ხუან მატას, ვისაც უკვე წესების დარღვევით გატანილი მეორე გოლი ჩაუთვალეს.

"დროგბამ ისეთი ბურთი გაგვიტანა, რომელსაც მეკარე ვერაფერს მოუხერხებდა. აი, მეორე ეპიზოდში კი გოლის მსგავსიც კი არაფერი ყოფილა. ამის მიუხედავად, თითქოს შევძელით თამაშის შემოტრიალება, მაგრამ მერე თამაში ძალიან გავხსენით და მიყოლებით გავუშვით ბურთები.

მეტოქემ ჩვენ წვრილმანებში გვაჯობა, რამაც საბოლოო ჯამში განსაზღვრა კიდეც მატჩის ბედი. თამაშის დასრულების შემდეგ ველაპარაკე მარტინ ატკინსონს, რომელმაც მითხრა, რომ თავს ჩემზე უარესად გრძნობდა მას მერე, რაც მატას მომენტის გამეორება იხილა.

მე კი ვუპასუხე, რომ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მართლა ჩემზე უარესად ცუდად იყო. ისე კარგია, რომ შეცდომას აღიარებს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გოლის დასაფიქსირებლად ელექტროტექნიკა გვჭირდება. შეუძლებელია მუშაობის გაგრძელება მაშინ, როცა გადამწყვეტ მომენტებში მსაჯები ამდენ შეცდომას უშვებენ," - განაცხადა ჰარი რედნაპმა.

"დღეს ჩვენ ფანტასტიკური გუნდური თამაში ჩავატარეთ. რაკი მეტოქე ანგარიშში ჩამოგვრჩა, თამაშის ბოლოს ის გაიხსნა და ჩვენ თავისუფალი სივრცეებით ვისარგებლეთ. მატას მომენტზე ის შემიძლია ვთქვა, რომ ბურთს ხაზი არ გადაუკვეთია. დიახ, ამ მომენტში გაგვიმართლა, მაგრამ ჩვენ 2 კი არა, მთელი 5 ბურთი შევაგდეთ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ამ მომენტს მატჩის საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი გავლენა არ ჰქონია.

მესმის "ტოტენჰემის" იმედგაცრუების, მაგრამ ეს ფეხბურთია და აქ მსაჯი შეიძლება ხან ერთი გუნდის სასარგებლოდ შეცდეს, ხან - მეორის. გუნდში დიდი ძვრები ხდება და ამ ფონზე მაინც ძლიერ გუნდურ სულს ვხედავთ.

ყოველი ფეხბურთელი ისე მოქმედებს, რომ, პირველ რიგში, სარგებელი საერთო საქმეს მოუტანოს. საჭიროა, შევინარჩუნოთ დღევანდელი დადებითი ემოციური მუხტი და საკუთარი ძალების რწმენა განვიმტკიცოთ".

ლივერპული-ევერტონი 2:1

ლივერპული: ჯონსი, კარაგერი, გ. ჯონსონი, აგერი, შკრტელი, ჯერარდი, დაუნინგი (84. ბელამი), სპირინგი, ჯ. ჰენდერსონი (75. მ. როდრიგესი), კეროლი, სუარესი

ევერტონი: ჰოვარდი, ჰეიტინგა, დისტენი, ბეინსი (88. ანიჩებე), ნევილი, ტ. კეჰილი, ოსმანი, გიბსონი, ფელაინი, იელავიჩი, გუიე (68. შ. კოულმენი)

გოლები: 0:1 იელავიჩი (24), 1:1 სუარესი (62), 2:1 კეროლი (87)

ტოტენჰემი-ჩელსი 1:5

ტოტენჰემი: კუდიჩინი, უოლკერი, გალასი, კინგი, ასუ-ეკოტო, ლენონი, პარკერი (90+3. სანდრო), მოდრიჩი, ბეილი, ვან დერ ვაარტი (75. დეფო) ადებაიორი

ჩელსი: ჩეხი, ბოსინგვა, ლუისი (59. გ. კეჰილი), ტერი, ე. კოული, ობი მიკელი, ლემპარდი, რამირესი (83. მალუდა ), მატა, კალუ, დროგბა (85. ტორესი)

გოლები: 0:1 დროგბა (43), 0:2 მატა (49), 1:2 ბეილი (56), 1:3 რამირესი (77), 1:4 ლემპარდი (81), 1:5 მალუდა (90+4)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა