მამაკაცთა პროფესიულ ტურში გრუნტის საგაზაფხულო გათამაშება კასაბლანკასა და ჰიუსტონის ტურნირებით დაიწყო
კასაბლანკასა და ჰიუსტონის ტურნირებით დაიწყო გრუნტის საგაზაფხულო გათამაშება მამაკაცთა პროფესიულ ტურში.

მაროკოში შეჯიბრი ძლიერი შემადგენლობით ვერ დაიკვეხნიდა - პირველ ნომრად განთესილი იყო რეიტინგის მე-20 ჩოგანი ფლორიან მაიერი, რომელიც ამ სეზონში აშკარად სუსტად თამაშობს.

გერმანელი მეორე წრიდან ჩაება ბრძოლაში და მხოლოდ ოთხი გეიმი მოუგო ჟერემი შარდის. ამავე რაუნდში წააგო მეორე განთესილმა - ალექსანდრ დოლგოპოლოვმა, რომელმაც დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ფლავიო ჩიპოლას - 4:6, 1:6.

პირველ ოთხ ნომრად განთესილთაგან, რომლებმაც მეორე წრიდან დაიწყეს ტურნირი, ნახევარფინალამდე მხოლოდ პაბლო ანდუხარმა მიაღწია. მოქმედი ჩემპიონი ჩიპოლაზე ძლიერი აღმოჩნდა და ფინალში გავიდა - 6:3, 7:5.

მეორე ნახევარფინალში კიდევ ერთი ესპანელი ალბერტ რამოსი რუს იგორ ანდრეევს ხვდებოდა. ყველა გადამწყვეტ ბურთზე უკეთ რამოსმა ითამაშა. ანდრეევმა მეორე პარტიაში სეტზე ვერ ჩააწოდა. გარდა ამისა, ტაი-ბრეიკზე ორი სეტბოლი ვერ გამოიყენა - 6:3, 7:6(7).

ფინალში ყველა მნიშვნელოვანი გათამაშება ანდუხარმა მოიგო - მან ოთხი ბრეიკ-პოინტი მიიღო და ყველა გამოიყენა - 6:1, 7:6(5). პაბლო კარიერაში მეხუთე ფინალს თამაშობდა, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ მაროკოული კორტების დაპყრობას ახერხებს, სხვაგან კი მანუგეშებელი პრიზით კმაყოფილდება.

ჰიუსტონში შეიძლებოდა განმეორებულიყო კასაბლანკას სიტუაცია, როცა პირველივე მატჩები წააგეს პირველ ორ ნომრად განთესილებმა. მერდი ფიში (1), რომელიც ძალიან ცუდად თამაშობს ამ სეზონში, მხოლოდ ოთხი მოგებული გეიმით დაკმაყოფილდა მაიკლ რასელთან მატჩში.

ჯონ ისნერმაც (2) წააგო სასტარტო სეტი ორასიო სებალიოსთან, მაგრამ მაინც მოიგო შეხვედრა. შემდეგ ხუთ სეტში ისნერმა ოთხი ტაი-ბრეიკი ითამაშა და მათგან სამი მოიგო.

განსაკუთრებით მძიმე გამოვიდა ნახევარფინალი ფელისიანო ლოპესთან, მაგრამ ჯონმა უკეთესი ფიზიკური მომზადებითა და ძლიერი მოწოდებით მოიპოვა ფინალის საგზური - 6:7(5), 7:6(4), 6:3. სამი მატჩის განმავლობაში ამერიკელმა 40 ეისის შესრულება შეძლო.

მეორე ნახევარფინალში ხვდებოდნენ ხუან მონაკო და მაიკლ რასელი. ამერიკელი ჰიუსტონში ცხოვრობს. ამიტომაც იქაურ კორტებს კარგად იცნობს, თან პუბლიკაც აქტიურად უჭერდა მხარს. მანამდე 33 წლის რასელს არასოდეს მიუღწევია ნახევარფინალამდე, მაგრამ აქ შეძლო ამის გაკეთება. ფინალში გასვლაც შეეძლო, უფრო ლამაზად და შინაარსიანად თამაშობდა, მაგრამ მესამე პარტიის ბოლოს საკუთარი გეიმი ცუდად ჩაატარა და წააგო - 7:5, 1:6, 4:6.

ფინალში თავი იჩინა ისნერის დაღლილობამ. მისი მოწოდება ოდნავ სუსტი იყო, რის გამოც არგენტინელმა 15 ბრეიკ-პოინტი მიიღო და საბოლოოდ, სამ სეტში გაიმარჯვა - 6:2, 3:6, 6:3. წაგების მიუხედავად, ისნერმა რეიტინგში გაუსწრო მერდი ფიშს და ამერიკის პირველი ნომერი გახდა.

ATP

Grand Prix Hassan II

კასაბლანკა (მაროკო). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 531 266 დოლარი

ფინალი

პაბლო ანდუხარი (ესპ, 3)-ალბერტ რამოსი (ესპ, 7) 6:1, 7:6(5).

Clay Court Championship

ჰიუსტონი (აშშ). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 250 000 დოლარი

ფინალი

ხუან მონაკო (არგ, 4)-ჯონ ისნერი (აშშ, 2) 6:2, 3:6, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...