ამერიკის ქალაქ ნიუპორტში მდებარე ჩოგბურთის დიდების დარბაზს კიდევ ერთი წევრი შეემატა
ამერიკის ქალაქ ნიუპორტში მდებარე ჩოგბურთის დიდების დარბაზს კიდევ ერთი წევრი შეემატა.

როგორც WTA-ს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ეს პატივი წილად ხვდა წარსულში ცნობილ ამერიკელ ჩოგბურთელს ჯენიფერ კაპრიატის. ნიუიორკელმა ემოციები ვერ შეიკავა ამ ახალი ამბის გაგების შემდეგ.

"უბრალოდ, შოკირებული ვარ იმის გამო, რომ დიდების დარბაზში ამირჩიეს, - განაცხადა 36 წლის კაპრიატიმ. - ჩემი ოცნება ასრულდა. ჩოგბურთს მთელი ცხოვრება მივუძღვენი და ჩემი დამსახურებების ამგვარი დაფასება ძალიან ამაღელვებელია. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა თაყვანისმცემელს. დიადი ჩოგბურთელების გვერდით მოხვედრა და ისტორიის ნაწილად გადაქცევა - ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის".

ჯენიფერ კაპრიატიმ პროფესიული კარიერა 1990 წელს, 14 წლის ასაკში დაიწყო, 1992-ში კი ბარსელონას ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. მაგრამ შემდეგ ჯენიფერმა პოპულარობას ვერ გაუძლო. მან 1993 წელს შეწყვიტა კარიერა, ნარკოტიკებს მიეძალა და კანონთან პრობლემები შეექმნა. ის რამდენჯერმე ამხილეს ტანსაცმლის მაღაზიაში ქურდობისთვის; აგრეთვე, დაპატიმრებული იყო მარიხუანას შენახვისთვის.

და მაშინ, როცა კაპრიატი ყველამ ჩამოწერა, მან მოახერხა დიდ სპორტში დაბრუნება. ჯენიფერმა კარიერა 1996 წელს განაახლა და ერთ წელიწადში WTA-ს რეიტინგის პირველ საფეხურს მიაღწია. გარდა ამისა, 2001 წელს მოიგო "დიდი სლემის" პირველი ტურნირი - ავსტრალიის ღია პირველობა. შემდეგ როლან გაროსზეც გაიმარჯვა. მომდევნო სეზონში კი მელბურნში ტიტული დაიცვა. საბოლოოდ პროფესიული კარიერა მან 2004 წელს დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა