საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. მეორე ეტაპი. პლეი ოფი. VII ტური
14. 06. ფოლადი. 900 მაყურებელი

მეტალურგი-კოლხეთი 1:0

1:0 ტატანაშვილი (90+3)

მეტალურგი კოლხეთი

4-2-3-1 4-2-3-1

ბათიაშვილი ა. მიქაბერიძე

გ. სეთურიძე ფოფხაძე

კვარაცხელია ცხვიტარია

გავაშელიშვილი ლომაშვილი

დობროვოლსკი გაბუნია

რაზმაძე გოგონაია

ქავთარაძე ქებაძე

თექთურმანიძე პ. დათუნაიშვილი

ი. მაისურაძე გვალია

გეწაძე პავლიაშვილი

სიხარულიძე ბ. ტუღუში

მწვრთნელები

კ. ჟორჟიკაშვილი დ. მახარაძე

მეტალურგი

46. სეთურიძე - ს. თოდუა

58. დობროვოლსკი - ჯაფარიძე

58. გეწაძე - ტატანაშვილი

სათადარიგოები: ბედიაშვილი, მახვილაძე, ჭედია, მოდებაძე

კოლხეთი

64. პავლიაშვილი - ცხადაია

75. ქებაძე - ციცხვაია

90. ტუღუში - გულუა

სათადარიგოები: ნადირაშვილი, გ. კილასონია, წაბრია, ქორჩილავა

გაფრთხილება

გვალია (17), ფოფხაძე (59), ცხვიტარია (88), თექთურმანიძე (89), გულუა (90)

არბიტრი: თ. გვანცელაძე

ზედიზედ მეორე საშინაო მატჩია, "მეტალურგი" ბოლო წუთებზე ახერხებს გამარჯვების გოლის გატანას.

რუსთაველების ასეთი მიზანდასახული და მონდომებული თამაში კი მართლაც დასაფასებელია და ისიც აბსოლუტურად ლიგიკურად მიგვაჩნია, "მეტალურგი" რომ ჩემპიონობის ერთ-ერთ რეალურ ფავორიტად იქცა!

თუმცა მასპინძლებს ამ მატჩის მოგება ერთობ გაუჭირდათ: "კოლხეთმა" მართლაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა და თამაშის სცენარიდან გამომდინარე, სულ მცირე, ფრეს მაინც იმსახურებდა.

საერთოდაც, დავით მახარაძეს კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავს: ისე, როგორც "დინამოსთან" სტუმრად ჩატარებულ მატჩში, "კოლხეთი" ახლაც არ შეუშინდა მეტოქის ფავორიტის სტატუსს და რამდენიმე უმწვავესი კონტრშეტევით რუსთაველი ქომაგები გვარიანადაც ანერვიულა და კიდევ ერთი დეტალი: პლეი ოფის დაწყებიდან ყველაზე მეტი ქულა სწორედ "მეტალურგსა" და "კოლხეთს" ჰქონდა მოგროვებული.

ჰოდა, 14 აპრილს გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ამ ორივე გუნდის ამბიცია, ოღონდ, რუსთაველებისგან განსხვავებით, "კოლხეთს" სატურნირო მოტივაცია არ გააჩნია და შესაძლოა, ბევრს ამიტომაც გაუკვირდა კიდეც ფოთელთა ესოდენ მონდომებული თამაში...

ასეა თუ ისე, "მეტალურგმა" ამ სეზონში მხოლოდ მესამე ცდაზე შეძლო თავისთვის აშკარად უხერხული მეტოქის დამარცხება და "საჩემპიონო რბოლაში" კი არ ჩაერთო, მართლაც რეალურზე-რეალურ კანდიდატად იქცა. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ "მეტალურგი" თასზეც აგრძელებს ბრძოლას და სწორედ ამიტომაცაა, რუსთაველთა მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი მართლაც გონივრულ როტაციას რომ ახორციელებს.

აბა, გადახედეთ, თუ როგორი გამოცდილი ფეხბურთელები ისხდნენ რუსთაველთა სათადარიგოთა სკამზე ამ მატჩში. თანაც, სწორედ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს კიდეც იმ შეხვედრის ბედი, მასპინძელთათვის უდიდესი მნიშვნელობა რომ ჰქონდა!

არადა, პირველ ტაიმში "მეტალურგმა" მხოლოდ ერთადერთი (ისიც, მეტ-ნაკლებად სახიფათო) მომენტი შექმნა: მრავალსვლიან კომბინაციას (დენის დობროვოლსკი, ირაკლი სიხარულიძე, რევაზ გეწაძე, გიორგი ქავთარაძე რომ მონაწილეობდნენ) ირაკლი სიხარულიძე თავური დარტყმით აგვირგვინებდა, მაგრამ უშედეგოდ.

სამაგიეროდ, სტუმრებმა ორჯერ უმწვავესი კონტრიერიში განახორციელეს და ორივეჯერ ძალიან ახლოს იყვნენ მიზანთან. პირველ ეპიზოდში ჯემალ გაბუნიას მშვენიერი რეიდის შემდეგ სტუმართა კაპიტანმა და ლიდერმა ლაშა გვალიამ ეფექტურად დაარტყა, მაგრამ მასპინძლები ხარიხამ გადაარჩინა.

რაც შეეხება მეორე მომენტს, ამ შემთხვევაში კი სტუმრები თავს დაჩაგრულად მიიჩნევდნენ: მარჯვენა ფლანგიდან დაჩი ფოფხაძის ჩაწოდების შემდეგ ბურთისთვის მასპინძელთა მეკარე ზურაბ ბათიაშვილი და "კოლხეთის" მარცხენა გარემარბი ილია პავლიაშვილი იბრძოდნენ. საბოლოოდ კი ბურთი პავლე დათუნაიშვილთან დარჩა და ზუსტადაც დაარტყა, მაგრამ მანამდე არბიტრმა მეკარეზე თავდასხმა დააფიქსირა!

სხვათა შორის, მთელი მატჩის განმავლობაში არაერთხელ იყო ისეთი ეპიზოდები, ორივე გუნდის ფეხბურთელები (გნებავთ, წარმომადგენლები) მსაჯის თითქმის ყოველ გადაწყვეტილებას რომ აპროტესტებდნენ...

მეორე ტაიმი მასპინძლებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს. მალე ვნახეთ ის ორწუთიანი მონაკვეთიც, "მეტალურგის" ფეხბურთელებიც და რუსთაველი ქომაგებიც ორჯერ რომ ითხოვდნენ პენალტის დანიშვნას.

ამასობაში კობა ჟორჟიკაშვილმა ადრეულ ცვლილებებსაც მიმართა და "მეტალურგმაც" მეტოქეზე ზეწოლა განაგრძო, მაგრამ რეალურ მომენტამდე საქმე არ მიდიოდა. სამაგიეროდ, ისევე, როგორც პირველ ტაიმში, "კოლხეთი" მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდა და ერთ ეპიზოდში ომარ გოგონაიას დარტყმა აღმოჩნდა არაზუსტი, ლაშა გვალიას კი ზურაბ ბათიაშვილმა არ დაანება გოლის გატანა.

მატჩის ბოლოს უკვე "ნერვების თამაში" წავიდა. სტუმრებს დაღლა დაეტყოთ. თამაშიც ხშირად ჩერდებოდა და ალბათ, ლოგიკურიც იყო, არბიტრმა ძირითად დროს 5 წუთი რომ დაამატა.

და აი, დამატებული მესამუ წუთი იწურებოდა, ლაშა ჯაფარიძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ მეტოქის საჯარიმოში ბოლომდე რომ იბრძოლა დიმიტრი ტატანაშვილმა და ახლო მანძილიდან ზუსტი დარტყმით თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kapo
რა გამარჯვება, რა გოლი, არ გრცხვენიათ? თამაშგარე რომ იყო რატომ არ წერთ?
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?