გერმანელმა ვარსკვლავმა დირკ ნოვიცკიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ არ გააფორმებს ახალ კონტრაქტს "დალას მავერიქსთან" და მომავალ სეზონში ახალ კლუბში გააგრძელებს კარიერას...

გერმანელმა ვარსკვლავმა დირკ ნოვიცკიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ არ გააფორმებს ახალ კონტრაქტს "დალას მავერიქსთან" და მომავალ სეზონში ახალ კლუბში გააგრძელებს კარიერას.

2007 წლის საუკეთესო მოთამაშემ კლუბში გერმანიიდან გაგზავნა ოფიციალური წერილი, რომელშიც წერია, რომ ის დღეიდან ახალი კლუბის ძებნას იწყებს. ადრე "დალასის" ხელმძღვანელობა კალათბურთელს ოთხწლიან კონტრაქტს სთავაზობდა, რომლის ღირებულება 96 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ დირკი არ დათანხმდა ამ წინადადებას.

ნოვიცკი გამოიყენებს მიმდინარე ხელშეკრულებაში არსებულ პუნქტს და თავისუფალი აგენტი გახდება. ჯერჯერობით უცნობია, რომელ გუნდში აპირებს დირკი კარიერის გაგრძელებას.

როგორც ჩანს, "დალასის" ხელმძღვანელობა გრძნობდა, რომ გერმანელს აღარ სურდა კონტრაქტის გაგრძელება და უკვე დაიწყო ნოვიცკის შემცვლელზე ზრუნვა. როგორც ESPN წერს, "მავერიქსი" "მინესოტას" ფორვარდ ელ ჯეფერსონის გადაბირებაზე მუშაობს.

კლუბები გაცვლაზე აწარმოებენ მოლაპარაკებას. ჯეფერსონს მოქმედი კონტრაქტის მიხედვით კიდევ სამი წელი დარჩა, რომლის დროსაც 42 მილიონი დოლარი უნდა გამოიმუშავოს. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მისი საშუალო მაჩვენებლები 19.1 ქულასა და 10.5 მოხსნას უდრის.

გერმანელისგან განსხვავებით, კლუბის შეცვლას არ აპირებს "ჰიუსტონ როკეტსის" ჩინელი ცენტრი იაო მინი. აზიელმა გიგანტმა არ გამოიყენა კონტრაქტში არსებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდებოდა.

როგორც იაო ამბობს, მან "ჰიუსტონში" დარჩენის გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. ჩინელმა აღიარა, რომ საბოლოო არჩევანი მას შემდეგ გააკეთა, რაც მისმა ექიმებმა იაოს გამოჯანმრთელების ტემპები შეაფასეს. "პირველად აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში. ტრავმის გამო მთელი სეზონის გამოტოვება - მეტისმეტია. როგორც კი მივხვდი, რომ აღდგენას შევძლებდი, "ჰიუსტონში" დარჩენა გადავწყვიტე. უკეთესტი ვარიანტები მაინც არ მქონდა", - აღნიშნა კალათბურთელმა.

იაო მინი "ჰიუსტონმა" 2002 წლის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩია. პირველივე სეზონიდან ჩინელი ყოველწლიურად "ყველა ვარსკვლავის მატჩში" მონაწილეობდა. ბოლო წლებში მას ტრავმები აწუხებს, რის გამოც მან სრულად გამოტოვა 2009-10 წლების სეზონი და ამავე მიზეზით ვერ ითამაშებს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე, რომელიც 28 აგვისტოს დაიწყება.

NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს