საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, მას ევრო 2012-ის შემდეგაც სურს ეროვნულ გუნდში მუშაობის გაგრძელება
საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლორან ბლანის თქმით, მას ევრო 2012-ის შემდეგაც სურს ეროვნულ გუნდში მუშაობის გაგრძელება და მიუხედავად იმისა, რომ პრესა ამას ამტკიცებდა, "ჩელსსა" და "ინტერთან" მოლაპარაკება არც მას და არც მის აგენტს არ უწარმოებიათ.

ამას გარდა, "პარიზიენთან" ინტერვიუში მან რამდენიმე საინტერესო თემაზეც ილაპარაკა: "პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ძალიან მინდა კონტინენტის პირველობაზე ჯგუფიდან გავიდეთ, მაგრამ არც რეალობაზე თვალის დახუჭვა ღირს. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერე, სადაც ჩვენ ფინალში ვითამაშეთ, სულ 6 წელიწადი გავიდა, მაგრამ მას მერე ნაკრებში ბევრი აღარავინ დარჩა.

ბოლო ორ დიდ ტურნირზე კი გუნდს ერთი მატჩიც არ მოუგია. სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატიდან კი, სადაც ჩვენ რაღაც აუხსნელი რამ დაგვემართა, 2 წელია გასული. ევრო 2012 ჩვენი ბიჭებისთვის არის შანსი არა უბრალოდ იმისა, რომ ახალი ისტორიის წერა დაიწყონ, არამედ იმისაც, რომ ფრანგი ხალხის ნდობა ხელახლა მოიპოვონ.

ყველას სიამოვნებს, როცა მისით დიდი კლუბები ინტერესდებიან, მაგრამ ამწუთას ჩემთვის ერთადერთი მიზანი არსებობს - ევროპის ჩემპიონატი. ჩემი ფიქრი მხოლოდ მას დასტრიალებს თავს. ამას ადრეც ვაცხადებდი და ახლაც ამ აზრზე ვარ.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ახალ ხელშეკრულებაზე მინდა დალაპარაკება. სიტუაცია ასეთია - ჯერჯერობით მომავალი თანამშრომლობის დეტალებზე არ გვილაპარაკია. მე იმ კატეგორიის მწვრთნელი არ ვარ, რომელიც ვინმესთან ახალ კონტრაქტზე სიტყვას პირველი დაძრავს. ამ მხრივ ცხადი და მტკიცე პოზიცია მიკავია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
ემანუელ პეტი: საფონოვი საიმედოა და ყოველთვის ითამაშებს
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა