"მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელმა გლეიზერების ოჯახმა ხელახლა გადაწყვიტა სინგაპურის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსება
"სანდი ტაიმსის" ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელმა გლეიზერების ოჯახმა ხელახლა გადაწყვიტა სინგაპურის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსება, მიიჩნია რა, რომ გლობალური ეკონომიკური ვითარება უკვე იმდენად სტაბილურია, რომ ეს ნაბიჯი მათ დიდ რისკს არ უქადის.

ამერიკელ ბიზნესმენებს კლუბის აქციათა 25-30%-ის გაყიდვა აქვთ დაგეგმილი, საიდანაც ისინი მინიმუმ 600 მილიონი ფუნტის შემოსავალს ელიან. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით კი, ამ თანხამ შეიძლება 2 მილიარდამდეც კი მიაღწიოს.

"როიტერის" ცნობით, ეს გეგმა გლეიზერებს ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ჰქონდათ ჩაფიქრებული, მაგრამ ბაზრის არასტაბილურობის გამო მისი განხორციელება მაშინ გადაიდო. მიღებული ფულით ის საბანკო დავალიანება დაიფარება, რომლის გადახდა ოჯახს 2005 წლის მაისის მერე უწევს. "მანიუს" წარმომადგენლებმა ინფორმაციაზე კომენტარისგან თავი შეიკავეს.

დეშამი: პრესამ რაც უნდა, წეროს

"მარსელის" მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას არ სურს "ველოდრომის" დატოვება, მაგრამ თავად არ არის დარწმუნებული, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა არ მოუწევს.

მართალია, "მარსელს" საფრანგეთის ჩემპიონატში მე-9 ადგილი უკავია, თუმცა საფრანგეთის ლიგის თასზე გამარჯვების წყალობით მომდევნო სეზონში ევროპის ლიგაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რომელსაც ის ლიგა 1-ში ნამდვილად ვეღარ შესწვდებოდა.

აი, რას ამბობს ის: "მე არ ვფიქრობ საკუთარ მომავალზე, რადგან კლუბთან ხელშეკრულება 2014 წლამდე მაკავშირებს. უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ ამ საკითხის წინა პლანზე წამოწევა არ მსურს; თუმცა, მეორე მხრივ, ჟურნალისტებს ვერ დავუშლი იმ შეკითხვების დასმას, რომელიც თავად მოსწონთ. ერთი პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ მეორემდე მივაღწევ თუ არა, თავად არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ მუდმივად ამაზე ფიქრი სიკეთემდე ნამდვილად არ მიმიყვანს".

რაფაელი და ვალენსია დაძმობილდნენ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო შეხვედრებში განსაკუთრებულად ეფექტურად გამოიყურება მარჯვენა ფრთა, სადაც რაფაელ და სილვა და ანტონიო ვალენსია მოქმედებენ. ბრაზილიელი მცველის თქმით, მათ ამ შედეგს იმის წყალობით მიაღწიეს, რომ მოედანს მიღმაც საუკეთესო მეგობრები არიან.

"ხუჭუჭამ" "მანიუს" სატელევიზიო არხს მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა: "სიმართლე თუ გინდათ იცოდეთ, ის, რომ მე და ანტონიო გუნდში საუკეთესო მეგობრები ვართ, მეგონა, ყველამ იცოდა. არ მინდა რომელიმე თანაგუნდელს ვაწყენინო, მაგრამ მოედანზე ყველაზე უკეთ სწორედ ვალენსიასი მესმის.

ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ყოველთვის წინასწარ ვხვდები, თუ რას გეგმავს ის და პირიქით, ის გრძნობს, მე რას მოვიმოქმედებ.

ძნელია მისი სტილის ასე ორ სიტყვაში აღწერა, მაგრამ ვეცდები: ძალიან სწრაფი და მიზანმიმართულია, მზერა ყოველთვის ბურთისკენ აქვს მიმართული. თუკი შეტევაში ვერთვები, ის ყოველთვის ავსებს ჩემ მიერ გამოთავისუფლებულ ზონას. ვალენსიასთან ერთად მუშაობა ძალიან იოლია. როცა ანტონიოს შემადგენლობაში ვხედავ, ყოველთვის მშვიდად ვარ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად