PFA-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების ნომინაციებში 6-6 პრეტენდენტი დაასახელა
პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PFA) წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების ნომინაციებში 6-6 პრეტენდენტი დაასახელა.

პირველის მოპოვება კოლეგა ფეხბურთელების გადაწყვეტილებით შეუძლიათ "მანჩესტერ სიტის" მეკარე ჯო ჰარტს, ნახევარმცველ დავიდ სილვასა და თავდამსხმელ სერხიო აგუეროს.

"ქალაქელი" სუპერვარსკვლავების კონკურენტები არიან: "ტოტენჰემის" შუახაზელი სკოტ პარკერი, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი უეინ რუნი და "არსენალის" საუკეთესო ბომბარდირი რობინ ვან პერსი. საინტერესოა, რომ სერხიო აგუერო წლის საუკეთესო ახალგაზრდადაც შეიძლება დასახელდეს.

კონკურენცია აქაც ძალიან დიდია. პრეტენდენტთა შორის არიან: დენი უელბეკი (მანჩესტერ იუნაიტედი), დენიელ სტარიჯი (ჩელსი), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი (არსენალი), კაილ უოლკერი და გარეთ ბეილი (ტოტენჰემი). აღნიშნული პრიზების მფლობელები შარშან, შესაბამისად, გარეთ ბეილი და ჯეკ უილშირი გახდნენ. PFA ანალოგიურ პრიზებს გასცემს ჩემპიონშიპში, ლიგა ერთსა და ლიგა ორშიც. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 22 აპრილს, კვირას, ლონდონში გაიმართება.

რაკი ლაპარაკი დაჯილდოებაზე ჩამოვარდა, აქვე გეტყვით, რომ პრემიერლიგამ დაარსების 20 წლისთავთან დაკავშირებით გამოკითხვა დაიწყო. სპეციალისტები და გულშემატკივრები 1992 წლიდან მოყოლებული საუკეთესოებს დაასახელებენ.

პირველთა კომპეტენციაში შედის საუკეთესო მოთამაშის, მწვრთნელის, გუნდის, სეზონისა და 20-წლეულის საუკეთესო ციტატის დასახელება. ფანები საუკეთესო გოლს, მატჩს, მეკარის რეაქციას, 20-წლეულის ოცნების გუნდსა და გოლის აღნიშვნას გამოავლენენ.

სპეციალურ პრიზს მიიღებენ: ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული პრემიერლიგაში (ცხადია, ეს რაიან გიგზი იქნება), საუკეთესო ბომბარდირი (ალან შირერი) და მეკარე, ვის ანგარიშზეც ყველაზე მეტი მშრალი მატჩია. გამოკითხვა პრემიერლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე გუშინ დაიწყო და 30 აპრილამდე გაგრძელდება. დაჯილდოება 15 მაისს შედგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა