"ტოტენჰემის" ბრაზილიელი ლეგიონერი სანდრო ამბობს, რომ ბეილს "ბარსელონაში" გადასვლის სურვილი აქვს
"ტოტენჰემის" ბრაზილიელი ლეგიონერი სანდრო ამბობს, რომ გარეთ ბეილს "ბარსელონაში" გადასვლის სურვილი აქვს.

შეგახსენებთ, რომ დიდი ხანია მიდის ლაპარაკი 22 წლის უელსელით "ბარსელონას" და "რეალის" დაინტერესების შესახებ.

"გარეთი მშვიდია. ის არაფერს ამბობს ამ თემაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მას ძალიან უნდა "ბარსელონაში" გადავიდეს".

არ ვიცით, რამდენად დაეჯერება სანდროს, მაგრამ ფაქტია, რომ თავად ბრაზილიელს ძალიან სურს "ბარსელონაში" თამაში: "მე ძალიან ბევრს ვიშრომებ, რომ იქნებ მეც დავიმსახურო "ბარსელონას" ყურადღება, რადგან კატალონიელებს მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ჰყავთ".

კრასიჩის ესპანური კვალი

"ვილიარეალი" და "სევილია" "იუვენტუსის" ნახევარმცველ მილოშ კრასიჩით დაინტერესდნენ. სერბმა ფეხბურთელმა ვერაფრით მოაწონა თავი "ბებერი ქალბატონის" თავკაც ანტონიო კონტეს, რომელიც მას აღარ ათამაშებს.

ბოლოს კრასიჩი მოედანზე იანვარში ვიხილეთ. ბუნებრივია, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან კრასიჩი ევროპული დონის ვარსკვლავია. აქამდე ცნობილი იყო, რომ სერბით "ზენიტი", "ფენერბაჰჩე", "ტოტენჰემი" და "ჩელსი" დაინტერესდნენ. იტალიურმა გრანდმა მილოში 2010 წელს მოსკოვის ცსკა-სგან 15,5 მილიონ ევროდ შეიძინა.

ფუტრე: სიმეონემ დერბი პრესკონფერენციაზე წააგო

"ატლეტიკოს" ყოფილმა ვარსკვლავმა პაულუ ფუტრემ მადრიდული გუნდის არგენტინელი თავკაცი დიეგო სიმეონე მკაცრად გააკრიტიკა წინა ტურში დერბიში დიდი ანგარიშით მარცხისთვის.

საქმე იმაშია, რომ თამაშამდე ფუტრე ამბობდა, რომ საჭირო იყო გამარჯვებისთვის ბრძოლა, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზური "ატლეტიკოს" დარჩენოდა. მოგება, რათა ყველას ეტკინოს, ვინც "რეალს" გულშემატკივრობს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კი სიმეონემ აღნიშნა, რომ არ ეთანხმება ფუტრეს; სულ არ სურს "ბარსელონას" საქმის გაკეთება, გუნდს თავისი ინტერესები ამოძრავებსო.

აი, ფუტრეს პასუხიც: "ჩოლო, ნუთუ იცნობ თუნდაც "ატლეტიკოს" ერთ ნამდვილ ქომაგს, რომელსაც არ უხარია "რეალის" წარუმატებლობა? ასე რომ, შენ ეს თამაში პრესკონფერენციაზევე წააგე". შეგახსენებთ, რომ ჩოლო დიეგო სიმეონეს ზედმეტი სახელია.

რონალდო 2018?

"რეალი" კრიშტიანო რონალდოს ახალ კონტრაქტს სთავაზობს. კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უკვე შეხვდა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის აგენტ ხორხე მენდესს. "სამეფო კლუბის" წინადადება ასეთია: ახალი ხელშეკრულება 2018 წლის ივნისის ჩათვლითაა.

რონალდოს წლიური ჯამაგირი ეტაპობრივად გაიზრდება და ბოლოს წელიწადში 15 მილიონ ევროს მიაღწევს. 2018 წლის ივნისში მხარეებს შეეძლებათ კონტრაქტის ავტომატურად კიდევ ერთი წლით გახანგრძლივება. შეგახსენებთ, რომ ახლანდელ ხელშეკრულებას კრიშტიანო რონალდოსთან ძალა 2015 წლის ზაფხულში გასდის.

27 წლის რონალდო 2009 წელს გადავიდა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მადრიდის "რეალში". მის სანაცვლოდ ფლორენტინო პერესმა მსოფლიოს რეკორდული რაოდენობის თანხა გადაიხადა - 93,4 მილიონი ევრო. მიუხედავად ამისა, "სამეფო კლუბმა" უკვე ერთ სეზონში ამოიღო დანახარჯი რონალდოს მაისურების გაყიდვით.

როსი ოპერაციას იკეთებს

შეგახსენებთ, რომ "ვილიარეალის" იტალიელმა ფორვარდმა ჯუზეპე როსიმ კვლავ დაიზიანა მუხლის ჯვარედინი მყესები და ისევ 6 თვით მოუწევს უქმობა. როსისთვის ევრო 2012-ზე ფიქრიც კი დასრულდა. ახლა ის საოპერაციო მაგიდაზე უნდა დაწვეს. იტალიელს იგივე ამერიკელი ქირურგი სტიდმანი გაუკეთებს ოპერაციას, ვინც ახლახან მუხლის ოპერაცია ნბა-ს ესპანელ ვარსკვლავ რიკი რუბიოს გაუკეთა. ოპერაცია პარასკევსაა დაგეგმილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა