"ვოლფსბურგის" მთავარი მწვრთნელი და მენეჯერი ფელიქს მაგათი ზაფხულისთვის მორიგ სატრანსფერო ციებ-ცხელებას გეგმავს
"ვოლფსბურგის" მთავარი მწვრთნელი და მენეჯერი ფელიქს მაგათი ზაფხულისთვის მორიგ სატრანსფერო ციებ-ცხელებას გეგმავს.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, "ვოლფსბურგი" "ჰერენვენის" ნიჭიერ თავდამსხმელ ბას დოსტს უმიზნებს. "კიკერის" ინფორმაციით, "ვოლფსბურგის" წარმომადგენლები გასულ უქმეებზე ჰოლანდიაში იმყოფებოდნენ, სადაც "ჰერენვენის" შეფებთან და 22 წლის თავდამსხმელის მრჩეველთან პირველი მოლაპარაკებები გამართეს.

ბას დოსტმა ამ სეზონში "ჰერენვენისთვის" 30 მატჩში 28 გოლის გატანა მოახერხა და ბომბარდირთა რეიტინგში პირველ ადგილზეა. "კიკერი" წერს, რომ მის ტრანსფერს მაგათი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების შემთხვევაში "ვოლფსბურგელებს" დოსტის სანაცვლოდ საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევთ, რადგან მას "ჰერენვენთან" კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს. გაირკვა, რომ ჰოლანდიური კლუბი მინიმუმ 8 მილიონ ევროს ითხოვს.

კუიტი ჰამბურგში?

ჰოლანდიური გაზეთი "ტელეგრააფი" წერს, რომ დირკ კუიტმა კარიერა შეიძლება "ჰამბურგში" გააგრძელოს. 31 წლის ფორვარდი "ლივერპულს" სეზონის ბოლოს დატოვებს. მისი გადაბირება კუიტის ექს-კლუბ "ფეიენოორდსაც" უნდა, მაგრამ ჰოლანდიელები დირკის ხელფასს ვერ გასწვდებიან. "ჰამბურგი" კი, როგორც ჩანს, მზადაა, კუიტს წელიწადში 3 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ჰერტას ტრავმები მიეძალა

გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწიაო, ბერლინის "ჰერტაზეა" ნათქვამი. ლევან კობიაშვილის დისკვალიფიკაცია (კობი "ლევერკუზენთან" მოედნიდან გააძევეს და ორი მატჩით დაისაჯა) თითქოს საკმარისი არ იყო, ახლა ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელია დაშავებული. "ჰერტას" ოფიციალური განცხადებით, ტრავმები კრისტიან ლელს, ადრიან რამოსს, პიერ-მიშელ ლასოგას, ფელიქს ბასტიანსს, ენის ბენ-ჰატირას, ანდრეას ოტლს, ალფრედო მორალესს და ბრაზილიელ რაფაელს აწუხებთ. აბსოლუტური უმეტესობა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა.

მომდევნო ტურში "კაიზერსლაუტერნთან" კითხვის ნიშნის ქვეშაა მაიკ ფრანცის, ანდრე მიატოვიჩის, კრისტოფ იანკერისა და რომან ჰუბნიკის თამაშიც. შეგახსენებთ, რომ 31-ე ტურის შემდეგ "ჰერტა" 28 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად