ჩემპიონთა ლიგა. ნახევარფინალი. I მატჩი: ყველაფერი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაირკვევა
17.04. ჩემპიონთა ლიგა. ნახევარფინალი. I მატჩი

ბაიერნი-რეალი 2:1 (იხილეთ ვიდეო)

გოლები: 1:0 რიბერი (17), 1:1 იოზილი (53), 2:1 გომესი (90)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა - ლუის გუსტავო, შვაინშტაიგერი (61. მიულერი) - რობენი, კროოსი, რიბერი - გომესი.

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, ფ. კოენტრაო - ჩაბი ალონსო, ხედირა - დი მარია (79. გრანერო), იოზილი (69. მარსელო), რონალდო - ბენზემა (84. იგუაინი).

გაფრთხილება: ბადშტუბერი, რობენი, ლამი - ჩაბი ალონსო, ფ. კოენტრაო, დი მარია, სერხიო რამოსი, იგუაინი, მარსელო

კუთხური: 6-4; ჯარიმა: 20-13; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 10-6 (4-3); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 66 000

საპასუხო მატჩი 25 აპრილს

7 წთ: მესუთ იოზილის დიდებული პასით საჯარიმოში ქარიმ ბენზემა შეიჭრა. მანუელ ნოიერმა გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა.

15 წთ: საკამათო ეპიზოდი - ჰოვარდ ვებმა არ დანიშნა პენალტი "რეალის" კარში, სერხიო რამოსი თითქოს ხელით იჭერდა ფრანკ რიბერის.

17 წთ: 1:0 - ტონი კროოსმა კუთხური ჩააწოდა, სერხიო რამოსმა ბურთი ხეირიანად ვერ გამოიტანა და ფრანკ რიბერიმ ყუმბარისებური დარტყმით გაიტანა.

40 წთ: კვლავ ქარიმ ბენზემა დასარტყამ პოზიციაზე. დუელში ისევ ნოიერმა იმარჯვა. ამჯერად უფრო იოლად დაეუფლა ბურთს.

53 წთ: 1:1 - ბენზემამ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა კრიშტიანო რონალდო. პორტუგალიელმა ცუდად დაარტყა და მეკარემ მოიგერია, თუმცა "რეალის" შეტევა გაგრძელდა და რონალდომ იოზილს დაუგორა.

71 წთ: მარიო გომესმა ახლო მანძილიდან ააცილა.

82 წთ: "ბაიერნი" ითხოვდა პენალტს, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ კოენტრაომ პეპეს ბურთი მკერდში გაარტყა.

87 წთ: გერმანელები ისევ პენალტს ითხოვდნენ, გომესს ბურთი კოენტრაომ და რამოსმა ერთობლივი ძალებით წაართვეს. პორტუგალიელი ჯარიმის ზღვარზე თამაშობდა.

90 წთ: 2:1 - ლამის ჩაწოდება, არბელოას გომესმა დაასწრო ახლო მანძილიდან.

მადრიდის "რეალს" ზედიზედ 21 თამაშია, სტუმრად არ წაუგია და წააგო. ალბათ იმიტომ, რომ ასეთ ძლიერ გუნდს არ შეხვედრია.

შესაძლოა იმიტომაც, რომ კონცენტრაცია ბოლო წუთებზე არ ეყო და დაცვის მარცხენა ფლანგი შეხვედრის ბოლო წუთზე კიდევ ერთხელ გაერღვა - კაპიტანმა ფილიპ ლამმა ჩააწოდა და მცველებთან ბრძოლაში მარიო გომესმა იმარჯვა. მან ჩემპიონთა ლიგაში მე-12 გოლი გაიტანა.

რომ არა ეს გოლი, ვიტყოდით, რომ "რეალი" წყვილის ფავორიტი გახდა - მოურინიოს გუნდმა რიბერის გასროლას იოზილის გოლით უპასუხა - მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი თავიდან იწყება. "ბაიერნს" საპასუხო მატჩი მტრულ "სანტიაგო ბერნებეუზე" ელის, ხოლო "რეალს" ერთბურთიანი ჩამორჩენა აქვს "ამოსაქაჩი".

სხვათა შორის, "რეალის" ფეხბურთელებმა აღმოაჩინეს, რომ ვიღაცას მათი ბუცები მოეპარა - სულ 6 წყვილი, აქედან 3 წყვილი კრიშტიანო რონალდოს საკუთრება.

დაბოლოს, ერთი რიტორიკული კითხვაც: მარსელო არბიტრ ჰოვარდ ვების ახლო ნათესავია? არადა, თმის ვარცხნილობით კაციშვილი ვერ იფიქრებდა ამას.

კომენტარები

ჟოზე მოურინიო: მიუნხენის "ბაიერნმა" პირველი გოლი თამაშგარედან გაიტანა

არიენ რობენი: 2:1 ცუდი შედეგი არაა

ფრენკ რიბერი: სამწუხაროდ, მადრიდის "რეალთან" გოლი მაინც გავუშვით

მესუთ იოზილი: გული მიგრძნობს, მიუნხენში კიდევ ვითამაშებთ

თომას მიულერი: მარსელო მხოლოდ ჩემთვის ფეხის ჩარტყმაზე ფიქრობდა

იკერ კასილიასი: მიუნხენის "ბაიერნისთვის" უნდა მოგვეგო

ჰოგელ ბადშტუბერი: მადრიდის "რეალთან" მატჩში დასაკარგი არაფერი გვექნება

ანხელ დი მარია: ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა შეგვიძლია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gio
რეებს წერენ:)) რეალი კარგი გუნდია ბავარიამ აჯობა. ეხლა ბარსაც მიქინძავს და მერე ხო იცით მიქინძული დავილად იქინძება. მოკლედ კარგი გუნდი კი არა და ქინძები არიან. ან მსაჯიო რო ცერს ვიღაცა. ტელევიზორი უკუღმა გედგა:)) ორი პენალტი რომლის დანიშვნა შეილებოდა. რა უნდოდა კოენტრაოს უბურთო გომესი(რამოსმა აართვა დააპატკატა) რო წააქცია. ეგ იყო ჯარიმა და საჯარიმოში ჯარიმა პენალია ეე ალიოოო:)))
badri
ბასას დედაც და რეალისაც, გაუმარჯოს ბავარიას და გერმანიის ნაკრებს. მხოლოდ საქართველოს შემდეგ
giorgi
როდემდე უნდა ეცადოს ბავარიის დამარცხებას რეალი?)
barsa
სუსლიკ მადრიდელო, რომ ჩაგიდებთ 21-ში მერე ვნახოთ რა კომენტარს გააკეთებ, სუუუსლიკ ))))))
football
კრისწინა რონალდოს, კარვალიოს და კოენტრაოს გუნდის ქომაგი ბარსას რომ "მარიკონს" დაუძახებ, მინიმუმ სირცხვილია... ავტორს კიდე მგონი ბარსა კი არა, ფეხბურთი უყვარს ეტყობა. ბაიერნთან რომ 6 ყვითელს აიღებს გუნდი ერთ თამაშში და თანაც დამარცხდები, იმ გუნდს სალაპარაკო არ აქვს. ისე მოურნიო გახარებული იყო წუხელ, ყველაზე მთავარ გამარჯვება იყოო და კარგი ანგარიშიაო... მომილოცავს მაშინ 1:2 მადრიდის ქომაგებო ! :))) ერთი მასეთი საამაყო 1:2 კამპ ნოუზეც და...
levan
სტატიის ავტორს ეტკობა, რომ რეალს ვერ იტანს და მარიკონ ბარსას ფანია. ლევანი მადრიდიდან
გიო გიო
რეალი მიუხენს წელს ვეღარ ნახავს
suslika
არგენტინის და ბარსელონას გულშემატკივრებმა თქვენ თავს მიხედეთ. რეალი ჩემპიონიც გახდება და თასსაც მოიგებს. კარგად უყურეთ რას უზამს მადრიდში თქვენს "ანტიფეხბურთმაისტერს".მარსელოს გამოსვლამდე ჰოვარდ ვების ბაიერნის სასრგებლოდ მსაჯობა ვერ დაინახეთ არა ვერც თქვენ და ვერც იმ ე.წ."ჟურნალისტმა"?
UGORSKI
რეალს ძალიან ცუდად აქვს საქმე,ბარსელონა,ბაიერნი,სევილია,ბილბაო:___დიდი შანსია ლა ლიგაც დაკარგოს და ჩემპიონთა ლიგის ფინალიც:)))2 არდანიშნული პენალტი,მარსელოს არგაგდება და მსაჯი რომელიც აშკარად ვერ ასრულებდა იმ დონეზე სამუშაოს რაც მის დონეს შეეფერებოდა..ბაიერნზე ნუ ფიქრობდ ისე თითქოს ოსასუნას ეთამაშა რეალი..ბაიერნი ძალიან საშიში გუნდია რომელიც წელს აუცილებლად ითამაშებს ფინალში...
tamuna
მადრიდში,,,4-1,,,მიანგრევს რეალი იქ
[VIDEO] აკრძალვის მიუხედავად - საფონოვის ცოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე რუსეთის დროშა მაინც შექმნა
[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა
“კომო” ჩემპიონთან ლიგაზე საშინაო მატჩებს სხვა სტადიონზე გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს