გუნდში გიორგი დევდარიანის შემცვლელად, არაოფიციალური ინფორმაციით, ორი კანდიდატურა განიხილება
თბილისის "დინამოში" 17 აპრილს განხორციელებულმა ცვლილებებმა ბუნებრივი კითხვა დაბადა - ვინ შეცვლის გიორგი დევდარიანს?

დროებით გუნდს რამაზ მუმლაძე რომ გაწვრთნის, ეს სიახლე აღარ არის, მაგრამ ის პოსტზე ახალი მთავარი მწვრთნელის მისვლამდე, ანუ სეზონის ბოლომდე იმუშავებს.

ვინ იქნება თბილისელთა ახალი დამრიგებელი, ეს ჯერ უცნობია და კლუბშიც ოფიციალურად არაფერს ამბობენ. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ორი კანდიდატურა განიხილება - ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილი თავკაცის, ომარ თეთრაძის.

ცხადაძეს "დინამოს" გაწვრთნა ჯერ კიდევ დევდარიანის დანიშვნამდე შესთავაზეს, მაგრამ მაშინ "ინტერიდან" წამოსვლა ვერ შეძლო - არა მხოლოდ გუნდთან მოქმედი კონტრაქტის, არამედ მეპატრონესთან ადამიანური ვალდებულებების გამო.

თეთრაძეს წლის დასაწყისში რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერ ნალჩიკის "სპარტაკში" იწვევდნენ. რა მოხდა და რატომ თქვა უარი 42 წლის სპეციალისტმა, ეს უცნობია, მაგრამ ამჟამად თეთრაძე კვლავ უმუშევარია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

arthili
სადაც ფული-იკ ცხადაზე
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"