რუსეთის "თავისუფალთა" ნაკრების ხელმძღვანელობამ დაასახელა ის დუეტი, რომელიც სოფიაში იჭიდავებს
როგორც იქნა, რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ხელმძღვანელობამაც დაასახელა ის დუეტი, რომელიც 20-22 აპრილს სოფიაში ევროპის სალიცენზიო ტურნირში იჭიდავებს.

ამის უფლება ოლიმპიურ, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონ ადამ ბატიროვსა (74) და ევროპის წლევანდელ გამარჯვებულ აბდუსალამ გადისოვს (96) მისცეს.

რუსთა ნაკრებში ვაკანტური მხოლოდ ეს ორი წონითი კატეგორიაა დარჩენილი. მათი შემადგენლობა კი საინტერესოა არა მხოლოდ, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდისა, არამედ სხვა ფაქტორის გამოც - ზაფხულში რუსეთის პირველობა ტარდება, რომელიც საოლიმპიადოდ მათი შესარჩევი ტურნირია. ამიტომ არავის სურდა სალიცენზიო შეჯიბრებებში ჭიდაობა, თუმცა იქ მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილება ყველასათვის კანონია.

ამ ორი წონიდან ჩვენთვის საინტერესო 96 კილოგრამია, რადგან 74-ში უკვე გვაქვს ლიცენზია. წინასწარი მონაცემებით, 96-ში არა გადისოვს, არამედ ივან იარიგინის ტურნირის ვიცე-ჩემპიონ იბრაგიმ საიდოვს უნდა ეჭიდავა, თუმცა მწვრთნელებმა არჩევანი უფრო ძლიერზე შეაჩერეს. სამაგიეროდ, იარიგინის მემორიალის ვიცე-ჩემპიონს 74-ში უხმეს - რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ სპორტში დაბრუნებული ჩეჩენი საიტიევი იმ შეჯიბრების გადამწყვეტ შეხვედრაში აფხაზმა დენის ცარგუშმა პირდაპირ გაანადგურა. ცარგუში მერე ევროპის ჩემპიონიც გახდა და ცხადია, წონის უპირველესი ფავორიტიც ისაა, თუმცა მწვრთნელები შანსს საიტიევსაც აძლევენ.

ეტყობა, რუსთა ნაკრების ხელმძღვანელობა ორივე ლიცენზიის მოპოვებას სოფიაშივე გეგმავს, რაც 96-ში უფრო რეალური ჩანს. გადისოვმა ბელგრადში რაღაც ისე იოლად მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა, თითქოს ბევრი ენერგია არც დაუხარჯავს.

საკმარისია ითქვას, რომ მან მთელი ტურნირი სუფთად, ქულის დაუკარგავად გაიარა. ერთი სიტყვით, ის სადღეისოდ წონის გამოკვეთილი ლიდერი და გიორგი გოგშელიძის უძლიერესი კონკურენტია.

საერთოდ, 96 კილოგრამი გამორჩეულად ძლიერი იქნება სოფიაში. გადისოვ-გოგშელიძის დუეტის გარდა, იქ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, აზერბაიჯანელი ოლიმპიური პრიზიორი ხეტაგ გოზიუმოვი, ევროპის უკრაინელი ვიცე-ჩემპიონი ვალერი ანდრეიცევი... ცხადია, მათთან კონკურენცია არ იქნება იოლი და გოგშელიძეს ვინძლო ფრიად გაუჭირდეს საგზურის მოპოვება. მით უფრო, საამისოდ ფინალში გასვლაა აუცილებელი - სოფიაში ყოველ წონაში მხოლოდ ორ-ორი ლიცენზია გაიცემა.

ჩვენებურის მთავარ კონკურენტებად მაინც გადისოვი და გოზიუმოვი მიგვაჩნია. აზერბაიჯანელთა ოსი ლიდერი გოზიუმოვი მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე ულიცენზიოდ წელის ტრავმის გამო დარჩა. მას შემდეგ კი ინდივიდუალურად ვარჯიშობს და შეჯიბრებებზე იშვიათად ჩნდება.

მან გამოტოვა ევროპის წლევანდელი პირველობა. მანამდე კი თურქეთში იჭიდავა და დამაჯერებლადაც - ფინალში თანაგუნდელი მსოფლიოს ჩემპიონი, ოღონდ 84-ში, შარიფ შარიფოვი დაამარცხა, რომელიც ამაოდ ცდილობს ზედა წონაში გადაბარგებას.

გოზიუმოვის კარიერას მხოლოდ ოლიმპიური ოქრო აკლია და გასაკვირიც არაა, ამ ტურნირის მოსაგებად გაათმაგებულად რომ ემზადება. ეტყობა, გადისოვმაც იპოვა საკუთარი ჭიდაობა. ევროპირველობაზე მის გამოსვლაზე უკვე გითხარით.

დღეისათვის წონაში ესენი გამოკვეთილ ფავორიტებად რჩებიან და ამ ორი კარგი "ფიზიკოსისა" და ტაქტიკოსის შეხვედრა ფრიად საინტერესო იქნება.

ჰუსეინოვი - სანამდე?

მოკლედ, რუსებმა სალიცენზიო ტურნირში მოჭიდავეთა ვინაობა კი განაცხადეს, მაგრამ ჯერ ისევ უცნობია, როდემდე უგრძელებენ კონტრაქტს იქაურ "თავისუფალთა" ნაკრების მთავარ მწვრთნელ მაგომედ ჰუსეინოვს. მას შემდეგ, რაც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლისთვის მიუღებელი კანდიდატის აქტიური მხარდაჭერისთვის ჯამბულათ თედეევი იქაურმა სპეცსამსახურებმა ნაკრების მესაჭეობას ჩამოაშორეს, ეს პოსტი ჰუსეინოვს ჩააბარეს.

როგორც მაშინ ითქვა, ევროპის ჩემპიონატამდე; ხოლო ამის შემდეგ დაასახელებდნენ, თუ ვინ მოამზადებდა გუნდს ოლიმპიადისთვის. ჯერჯერობით ამ თემაზე სრული დუმილია და ჰუსეინოვიც აგრძელებს მუშაობას. სამაგიეროდ, რუსებმა ქალთა ნაკრების თავკაცი შეცვალეს - ამიერიდან იქაურ დიაცებს სახელოვანი ვეტერანი, მსოფლიოს ჩემპიონი იური შახმურადოვი გაწვრთნის.

რუსულ-აზერბაიჯანული საჭიდაო ომი გრძელდება

ბოლო ხანებში ერთმანეთი გვარიანად წაკბინეს აზერბაიჯანისა და რუსეთის ჭიდაობის ფედერაციების ხელმძღვანელებმა.

ყველაფერი რუსეთის სპორტის მინისტრ ვიტალი მუტკოსა და იქაური ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელთა შეხვედრით დაიწყო, სადაც სახელმწიფომ ყველანაირი დახმარება აღუთქვა მოჭიდავეებს. რაც ყველაზე საინტერესოა, ამაში სათანადო მოსამზადებელი პირობების შექმნასთან ერთად, ლონდონის ოლიმპიადაზე მათი დაცვაც იგულისხმება "მსაჯთა არაობიექტურობისა და სხვა გარეშე ფაქტორებისგან, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს შედეგზე".

მუტკომაც და მოგვიანებით რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ბრიუსოვმაც მაქინაციების მამამთავრად აზერბაიჯანის ფედერაცია დაასახელეს. მათი თქმით, აზერბაიჯანელებს შეჯიბრებებზე გარანტირებული აქვთ იოლი წილისყრა, მსაჯთა დახმარება და ამ კონტექსტში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (ფილა) მთავარი სპონსორი, აზერბაიჯანული კომპანია "ატა-ჰოლდინგიც" ახსენეს.

ბრიუსოვმა პეკინის ოლიმპიადაც გაიხსენა, სადაც თურმე მსაჯთა მიკერძოება საყოველთაოდ გამხდარა ცნობილი, ხოლო რუსთა შეხვედრების განსასჯელად ობიექტურ არბიტრთა დასანიშნად FILA-ს ბიუროს წევრი, რუსული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილიც კი ჩარეულა! ბრიუსოვის თქმით, ლონდონის ოლიმპიადის მომსახურე მსაჯთა სია, ძირითადად, ბელგრადში გამართულ ევროპის წლევანდელ პირველობაზე გადაწყდა. იქ კი ხშირი იყო უხეში შეცდომებიო.

ჯაფაროვი "გაღმა" შეედავა

რუსული მხარის ამ გამონათქვამებს მყისვე გამოეხმაურა აზერბაიჯანული ფედერაციის გენერალური მდივანი აჯდად ჯაფაროვი, რომელმაც "გაღმა შეედავეს" პრინციპი აირჩია და იქით დასდო ბრალი რუსებს. მან დაწვრილებით გაიხსენა ის შეხვედრები, სადაც, მისი აზრით, აზერბაიჯანელი ფალავნები დაჩაგრეს.

კაცმა რომ თქვას, მაქინაციებს არც ერთი მხარე არ აკლებს ხელს, ჩვენ კი ჩვენი ვიკითხოთ. როცა რუსებიც კი ასე ღიად ლაპარაკობენ მიკერძოებაზე, საკითხავია, ვინ დაიცავს ქართველ ფალავნებს ოლიმპიადაზე? მით უფრო, ჭიდაობებშიც და ძიუდოშიც კულუარებში აქტიურად ლაპარაკობენ ქართველთა გადაუხდელ "ძველ ვალებზე", რის გამოც ჩვენი სპორტსმენები ხშირად უმოწყალოდ იჩაგრებიან მსაჯთაგან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს