ქართველი დიდოსტატი კონსტანტინე შანავა მეცის 30-ე საიუბილეო ტურნირში ჩაება და ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება
ქართველმა დიდოსტატმა კონსტანტინე შანავამ ამას წინათ გერმანულ დაიციზაუში (შტუტგარტის ოლქი) მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე 9 შესაძლებლიდან 7,5 ქულით ფრანგ ანდრეი ისტრატესკუსთან ერთად პირველი-მეორე ადგილები გაიყო.

ამ წარმატების შემდეგ შანავამ საფრანგეთში გადაინაცვლა და მეცის 30-ე საიუბილეო ტურნირში ჩაება. აქვე მონაწილეობს საქართველოს ექსჩემპიონი თორნიკე სანიკიძეც.

17 აპრილს, მე-4 ტურში, შანავამ უნგრელი მისა პაპი დაამარცხა შავი ფიგურებით, სანიკიძე კი თეთრებით მიხაილ გურევიჩს (თურქეთი) დანებდა.

ლიდერთა ჯგუფის პარტიები კი ასე დამთავრდა: მარიუს მანოლაკე (რუმინეთი) - ალექსანდრ ზუბარევი (უკრაინა) 0:1, ბოგდან ლალიჩი (ხორვატია) - ვადიმ მალახატკო (ბელგია) 0,5:0,5, სებასტიან ფელერი (საფრანგეთი) - ნიკიტა მაიოროვი (ბელარუსი) 1:0, ანდრეი სუმეცი (უკრაინა) - ბარტ მიხელსი (ბელგია) 1:0, ვიტალი ბერნადსკი (უკრაინა) - ვერესლავ ეინგორნი (უკრაინა) 1:0.

ოთხი ტურის შემდეგ 3,5 ქულით ზუბარევი დაწინაურდა. ნახევარ-ნახევარი ქულით მას სუმეცი, ბერნადსკი, მალახატკო, გურევიჩი, შანავა, ფელერი, ლალიჩი და მანოლაკე ჩამორჩებიან. სანიკიძეს 2 ქულა აქვს.

ჟაო, ბელა და ისინი

ჩინეთში დასასრულს უახლოვდება მოჭადრაკე ქალთა წრიული საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 10 დიდოსტატი მონაწილეობს.

ექვსი ტურის შემდეგ ბელა ხოტენაშვილი პირველ-მეორე ადგილებს იყოფდა, მაგრამ გუშინდელი პაექრობების მერე გათამაშების ცხრილის სათავეში ერთპიროვნულად მასპინძელი ჟაო სიუ მოექცა - მეშვიდე ტურში მან თანაგუნდელ შენ იანს სძლია, ხოტენაშვილი კი შავი ფიგურებით ჟან სიაოვენს დაუზავდა და მეორე ადგილზეა. ასევე, ყაიმზე შეთანხმდნენ გუ სიაობინი და მარია მუზიჩუკი. დინ ისინმა ჰუან ქიანს აჯობა, თან ჟონიმ - ცზიუ ვენძიუნს.

შვიდი ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილში ასეთი მდგომარეობაა: ჟაო სიუ - 5,5, ბელა ხოტენაშვილი - 5, დინ ისინი - 4,5, თან ჟონი, ცზიუ ვენძიუნი - 4-4, ჟან სიაოვენი - 3,5, მარია მუზიჩუკი - 3, ჰუან ქიანი - 2,5, გუ სიაობინი, შენ იანი - 1,5-1,5 ქულა.

დღეს, მე-8 ტურში, ითამაშებენ: შენ იანი - ხოტენაშვილი, ვენძიუნი - სიაოვენი, ქიანი - ჟონი, მუზიჩუკი - ისინი, ჟაო სიუ - სიაობინი.

შეჯიბრების დამთავრებამდე ორი ტური დარჩა.

ქართველები - შეიხებთან

დუბაიში შეიხ რაშიდ ბინ ჰამდან ალ მაკტუმის თასი მეთოთხმეტედ თამაშდება. საერთაშორისო ტურნირში 172 მოჭადრაკე მონაწილეობს.

მათ შორის არიან ქართველი დიდოსტატები - ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია, დავით არუთინიანი და სოფიკო ხუხაშვილი. პირველ ტურში ხუთივე ჩვენებურმა იმარჯვა, გუშინ კი ხუხაშვილს სომეხმა ვლადიმირ აკოფიანმა გააჩერებინა საათი, რომელიც გამარჯვების ერთ-ერთი კონკურენტია. შეჯიბრების რეიტინგფავორიტი კი ბაადურ ჯობავა (2706) გახლავთ.

მე-2 ტურში მან შავი ფიგურებით ინდოელ ნიტინს სძლია, მჭედლიშვილმა ალ ქუდაიმი (იემენი) დაამარცხა, ფანცულაიამ - ტემიროვი (ყაზახეთი), ხოლო არუთინიანმა უკრაინელ ჰრაბინსკას აჯობა.

ალ მაკტუმის თასზე შვეიცარიული სისტემით 9 ტური გათამაშდება (20 აპრილი დასვენების დღეა და მოჭადრაკეები ბლიცტურნირში მოსინჯავენ ძალებს). ასპარეზობის საპრიზო ფონდია 50 000 დოლარი, საიდანაც გამარჯვებული 10 000-ით დაჯილდოვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა