"ბარსელონას" ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ "ჩელსისა" და "რეალთან" მატჩები მისი გუნდისთვის მიმდინარე სეზონში გადამწყვეტია
"ბარსელონას" ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი მიიჩნევს, რომ ლონდონის "ჩელსისა" და მადრიდის "რეალთან" მატჩები მისი გუნდისთვის მიმდინარე სეზონში გადამწყვეტია.

"ყველაფერი უკეთ შემოტრიალდა, ვიდრე ვიფიქრებდი. უფრო ხშირად ვთამაშობ, ვიდრე თავიდან ვგეგმავდი.

"ბარსაში" იმიტომ გადავედი, რომ რამე ახალი მესწავლა და როგორც ფეხბურთელი და პიროვნება, განვვითარებულიყავი.

მინდოდა, ჩემს ცხოვრებაში ყოფილიყო ამის მსგავსი კვირები, როდესაც ჯერ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ჩელსისთან" ვითამაშებთ, შემდეგ კი პრიმერადივიზიონში "რეალს" შევხვდებით. ეს სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი კვირაა.

უამრავი რამ ვისწავლე, განსაკუთრებით, ტაქტიკის მხრივ. "არსენალში" უფლება მქონდა, თავისუფლად მერბინა, სადაც მომესურვებოდა და ტაქტიკურად არცთუ იდეალურად ვთამაშობდი.

აქ გუნდზე მეტი უნდა ვიმუშავო და მოედანზე მკაფიოდ განსაზღვრული პოზიცია მაქვს. არ შემიძლია იქ გადავაადგილდე, სადაც მომესურვება. ტაქტიკაზე უნდა ვიფიქრო და ამ მხრივ, ძალიან მოვუმატე. საფეხბურთო თვალსაზრისით, თავს გაზრდილად ვგრძნობ.

ყველა ტურნირის მოგება გვსურს. რამდენიმე წლის წინ ამასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ არ გამოვიდა. თუ ამ თასის მოგებას "ბარსელონაში" დაბრუნების პირველსავე წელს მოვახერხებთ, უბრალოდ, იდეალური იქნება", - განაცხადა 24 წლის ნახევარმცველმა.

მომზადებულია Uefa.com-ის მიხედვით

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად