ჯოი ბარტონი წლების წინ ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ უმთავრეს იმედად მიიჩნეოდა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა "მოინდომა" ძალიან და მისგან დიდი ფეხბურთელი არ დადგა
"ქუინზ პარკის" 29 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ჯოი ბარტონი წლების წინ ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთ უმთავრეს იმედად მიიჩნეოდა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა "მოინდომა" ძალიან და მისგან დიდი ფეხბურთელი არ დადგა.

"გარდიანთან" ინტერვიუში ის გულწრფელად ლაპარაკობს თავის წარსულზე, ალკოჰოლით გაჟღენთილ წლებსა და იმ პრობლემებზე, რაც მას პოპულარობამ მოუტანა.

- პოპულარობა ჩემთან ძალიან სწრაფად მოვიდა. თუკი ერთ დღეს კვირაში 300 დოლარს ვიღებდი, მეორე დღეს უცბად 40-ათასიანი აუდიტორიის წინაშე აღმოვჩნდი. ხალხის შეკრების ადგილებში ყველგან მცნობდნენ, რაც ჩემზე დამთრგუნველად მოქმედებდა.

ეს ძალიან მძიმე ასატანი იყო. სიმშვიდეს კი ალკოჰოლში ვეძებდი. ვთვრებოდი და ჩემი ყველა პრობლემა მეორე პლანზე გადადიოდა. მართლა მომწონდა ეს მდგომარეობა, რადგან თავს მსუბუქად ვგრძნობდი, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ დროს ისეთ სიგიჟეებს ჩავდიოდი, რომ შემდეგ საკუთარი თავისა მრცხვენოდა. ზეწოლა კი ჩემზე უფრო და უფრო იზრდებოდა. ჩემი ცხოვრება, გარკვეულწილად, ჩაკეტილ წრეს დაემსგავსა, საიდანაც დასხლტომა ძალიან მიჭირდა.

რატომ შევქმენი ჩემი ექაუნთი სოციალურ ქსელში? თავიდან მიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა. მეშინოდა, რომ რამე ზედმეტს წამოვროშავდი, მაგრამ მერე უცბად გადავწყვიტე, დამენგრია ჟურნალისტების მიერ ჩემზე შექმნილი სტერეოტიპი, რომ მუდმივად მთვრალი ნეანდერტალელივით ვიქცეოდი. პრინციპში, მე თვითონ ვაძლევდი მათ ამ ლეგენდის შექმნის საფუძველს, მაგრამ რეალურად მე ასეთი არ ვარ.

ჩემი მიკრობლოგი მომცემს საშუალებას, რომ საკუთარი ბრენდი შევქმნა. ასე ვთქვათ, ის ჩემს "სოციალურ სინდისად" ვაქციო. მალე მე ჩემი პირადი ვებგვერდის შექმნაც მინდა. ვაპირებ, რომ ის თავად ვმართო. მინდა შთამომავლობას დადებითი კუთხით დავახსომო თავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო