"ბაიერნისა" და "რეალის" მატჩის დაწყებამდე "ალიანს არენაზე" სამარცხვინო ფაქტი მოხდა
"ბაიერნისა" და "რეალის" მატჩის დაწყებამდე "ალიანს არენაზე" სამარცხვინო ფაქტი მოხდა: უცნობმა პირებმა მადრიდული გრანდის გასახდელიდან ექვსი წყვილი ბუცი და "რეალის" ფეხბურთელების რამდენიმე მაისური მოიპარეს.

გაირკვა, რომ ექვსიდან სამი წყვილი კრიშტიანო რონალდოსი იყო, ორი მესუთ იოზილის, ერთიც ქარიმ ბენზემასი. აღსანიშნავია, რომ ქურდებმა, ბუცების გარდა, მაისურებიც ამავე ტრიოს მოპარეს.

"ეს ყოვლად სამარცხვინო საქციელია, - წერდა მოგვიანებით ჟოზე მოურინიოს პირადი პრეს-ატაშე სოციალურ ქსელ "თვითერზე", - მაგრამ ამით ვერაფერი დაგვაკლეს, რადგან "რეალი" ბუცებით თუ ბუცების გარეშე მაინც "რეალია!"

მისივე თქმით, მადრიდელ ფეხბურთელებს საკმარისი რაოდენობის სათადარიგო ფორმები და ბუცები ჰქონდათ, რონალდომ კი ამ შემთხვევის შედეგად უახლესი, მანამდე ჩაუცმელი ბუცებით ითამაშა. "რეალმა" ოფიციალურად არ იჩივლა, მაგრამ მადრიდელებმა უეფაში წერილი აფრინეს და მომხდარის შესახებ შეატყობინეს.

ამ ფაქტის შესახებ 18 აპრილს "ბაიერნმაც" ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ ქურდების გამოვლენა ძალიან ძნელია, რადგან გასახდელში ვიდეო-კამერები დამონტაჟებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ მანამდე იმ სასტუმროდან, სადაც "რეალი" გახლდათ დაბინავებული, მადრიდელი ფეხბურთელების ოთახებიდან მატჩზე დასასწრები ის ბილეთებიც გაქრა, რონალდოს და კომპანიას უახლოესი მეგობრებისთვის რომ ჰქონდათ გადანახული...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"