მთელი იტალია დელ პიეროსთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზების მოლოდინშია
ჯერ კიდევ გასულ წელს გაცხადდა, რომ მიმდინარე სეზონი ალესანდრო დელ პიეროსთვის უკანასკნელი იქნებოდა "იუვენტუსის" შემადგენლობაში და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ეს ასეც იქნება.

არადა, "ვეკია სენიორას" ცოცხალი ლეგენდა შესანიშნავად ასპარეზობს და როცა კი შანსი ეძლევა, გვახსენებს, რომ უმაღლესი კლასის მოთამაშეა...

მიმდინარე სეზონში არაერთხელ გაიტანა გადამწყვეტი გოლი და რომ არა მისი საფირმო დარტყმები, შესაძლოა "მილანს" უკვე მოგებულიც ჰქონოდა სკუდეტო. მოკლედ, "იუვე" რომ ლიდერია, ამაში დელ პიეროს უდიდესი წვლილი მიუძღვის და ამად არის, რომ მთელი იტალია მისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზების მოლოდინშია.

მაგრამ...

ტურინული გრანდის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ჯერჯერობით დუმს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ძველი პოზიცია უცვლელია - ანუ ალესანდრო დელ პიერო მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს "იუვენტუსს" და კარიერას რომელიმე სხვა გუნდში გააგრძელებს.

ტურინელი გულშემატკივრები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ანიელი "იუვე"-"ლაციოს" შემდეგ მაინც შეიცვლიდა პოზიციას, როდესაც ალემ გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.

საეჭვოდ დუმს ანტონიო კონტეც. არადა, თითქოს შემადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს და არა პრეზიდენტმა. ანიელის არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ კონტეს სრული კარტბლანში მისცა; მაგრამ ისიც ფაქტია, რომ იგივე დელ პიეროს წასვლასთან დაკავშირებით, მან ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო.

გულშემატკივართა ერთ ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ ანიელის და დელ პიეროს შორის შეთანხმება კულუარულად შედგა და პინტურიკიო, მინიმუმ, ერთი სეზონით კიდევ დარჩებოდა "იუვეში", მაგრამ ეს ინფორმაცია თავად ალესანდრომ უარყო...

იტალიურ პრესასთან საუბარში, დელ პიერომ საკმაოდ საინტერესო კომენტარები გააკეთა და უმჯობესია, სიტყვა პირდაპირ მას გადავცეთ...

ანდრეა ანიელის შესახებ

"კარგად ვიცი, რომ მარადიული არაფერია და "იუვენტუსიდან" წასვლა მომიწევს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მე სხვა რამეზე ვოცნებობდი. მსურდა კარიერა "ვეკია სენიორაში" დამესრულებინა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს უკვე აღარ გამოვა.

ანდრეა ანიელიმ ჩემი გაშვება გადაწყვიტა და პოზიციის შეცვლას არ აპირებს. რა გაეწყობა, ფეხბურთის თამაში არ მომბეზრებია და ახალ გუნდს მოვძებნი.

ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ "იუვენტუსიდან" ჩემი წასვლის შესახებ პრესის მეშვეობით გავიგე, რამაც ყველაფერთან ერთად, ძალიან გამაკვირვა - ჯობდა, რომ ანიელის ეს ჩემთვის პირადად ეთქვა და მხოლოდ ამის შემდეგ გაეკეთებინა განცხადება ჟურნალისტებისთვის.

ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ანდრეა ანიელიზე კარგი შთაბეჭდილება ვერ შემექმნებოდა და რა გასაკვირია, რომ ცოტა ნაწყენიც ვარ. არადა, ერთი შეხედვით სასიამოვნო ადამიანია და არ მესმის, რატომ მოიქცა ასე. რას ვიზამთ, ბედს უნდა შევურიგდე და ახალი გამოწვევა მივიღო".

ბოლო სეზონი

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ყველაზე მძიმე სეზონი ჩემთვის, რადგან გაცნობიერებული მაქვს, რომ ზაფხულში "იუვენტუსის" დატოვება მომიწევს. ეს ყველაფერი იმდენად უჩვეულოა, რომ ცოტა მეშინია კიდეც. მახსოვს, როგორი არასასიამოვნო განცდა მქონდა, როდესაც მშობლების სახლი დავტოვე და საცხოვრებლად მარტო გადავედი. დაახლოებით ანალოგიურ ემოციებს განვიცდი და სეზონის ფინიშის მოახლოებასთან ერთად, ეს გრძნობა კიდევ უფრო გამძაფრდება.

მიმდინარე სეზონი რთულია იმ მხრივაც, რომ მოედანზე იშვიათად შევდივარ და ძალიან ცოტას ვთამაშობ. სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ძალიან ძნელია, მაგრამ ბრძოლას ერთი წუთითაც არ ვწყვეტ და ვცდილობ, რომ მწვრთნელის ნდობა დავიმსახურო - თუნდაც სულ რამდენიმე თამაშით, რადგან მომდევნო სეზონიდან უკვე ახალ გუნდში ვიქნები.

ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული მოთამაშე, რომელიც სასტარტოში ასპარეზობს, ამას იმსახურებს კიდეც. კონტე სამართლიანი ადამიანია, შესანიშნავი სპეციალისტი და არ იფიქროთ, მის მიმართ რაიმე პრეტენზია მქონდეს. პირიქით, ანტონიოსთან მუშაობა ერთი სიამოვნებაა და ძალიან ვწუხვარ, რომ მალე ჩვენი გზები გაიყრება".

მომავალი

"პრესაში არაერთხელ წავიკითხე იმის შესახებ, თითქოს იტალიურ გუნდში გადაბარგებას გამოვრიცხავ, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. საერთოდ, არასდროს არაფერს გამოვრიცხავ. ისე კი, მირჩევნია უცხოეთში წავიდე და ახალი გამოწვევა მივიღო. თანაც, ამით მაქსიმალურად ავიცილებ თავიდან "იუვენტუსთან" შეხვედრას, რადგან ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის ძალიან რთული იქნება; იმდენად რთული, რომ შესაძლოა კარიც კი ამერიოს და საკუთარ გუნდს გავუტანო... ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა, მეორე მხრივ, ყველა ხუმრობაშია სიმართლის მარცვალი.

შემოთავაზება უკვე არაერთი მაქვს და, ალბათ, კიდევ ბევრი მექნება, რაც ძალიან მსიამოვნებს. გადაწყვეტილებას ზაფხულში მივიღებ და პრიორიტეტს არა ფინანსურ მხარეს, არამედ სპორტულ მოტივაციას მივანიჭებ. მართალია, უკვე 37 წლის ვარ, მაგრამ თამაში და ტროფეები ისევე მწყურია, როგორც 20 წლის ასაკში. ასე რომ, კარიერის დასრულებაზე ჯერ არ ვფიქრობ და ჩემი გათვლებით, კიდევ მინიმუმ ორი-სამი სეზონი გავაგორებ ბურთს".

P.S.

ალესანდრო დელ პიერომ, პრაქტიკულად, ყველა საფეხბურთო ოცნება აისრულა - "იუვენტუსთან" ერთად 5-ჯერ მოიგო სკუდეტო, ერთხელ იტალიის თასი, 4-ჯერ ქვეყნის სუპერთასი, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, ერთხელაც ევროპის სუპერთასი და ამდენჯერვე საკონტინენტთაშორისო თასი, 2006 წელს კი იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მისი ბოლო დიდი ოცნება კარიერის "იუვენტუსში" დასრულება გახლდათ, რომელიც, ალბათ, არ ასრულდება. თუმცა ვინ იცის, იქნებ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

champion20
მიყვარს დელპიერო
alex
არ გაუშვათ რა ეს კაცი.
evrika
მიწა დავაყარე ანიელის :) ეს ხუმრობით, მაგრამ დელპიეროს გაშვება ჩემი აზრით დიდი შეცდომაა. არ შეიძლება გუნდი ლიდერი და სახე ასე გაუშვა, დელპიერო კიდე სათადარიგოთა სკამზეც კი გუნდის ლიდერია. როგორც ბარსას ბოსებმა ჭამეს რომ რივალდო გაუშვეს თავის დროზე იგივეს შვება ახლა ანიელი
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა