"ინტერის" პრეზიდენტი მასიმო მორატი პირადად ყოფილა დაინტერესებული ფაბიოს გადაბირებით
სერია A-ს მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა ფაბიო ბორინია, რომელიც "რომას" ღირსებას იცავს და იმდენად წარმატებულად, რომ იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც კი მიიღო გამოძახება.

21 წლის თავდამსხმელმა დედაქალაქური გუნდის შემადგენლობაში 19 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა, რაც სადებიუტო სეზონისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, არ არის გასაკვირი, რომ აქტიურად ვრცელდება ცნობები მის მიმართ სხვადასხვა გრანდის დაინტერესების შესახებ...

სულ ბოლო ინფორმაცია "ინტერს" უკავშირდება, რომლის პრეზიდენტი თურმე პირადად ყოფილა დაინტერესებული ფაბიოს გადაბირებით.

"გაძეტა დელო სპორტის" ჟურნალისტი კარგა ხანი ამაოდ ცდილობდა მასიმო მორატისთან დაკავშირებას. ბოლოს კი ბორინის პირად აგენტს, მარკო დე მარკის შეეხმიანა და მისგან შემდეგი მოისმინა:

"სულაც არ მიკვირს, თუ ფაბიოთი "ინტერის" მესვეურები დაინტერესდნენ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს ამბავი პირველად სწორედ თქვენგან გავიგე.

ჩემთვის მილანიდან არავის დაურეკავს და არც ფაბიოს შეხმიანებია ვინმე. შესაბამისად, აღნიშნულ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ და განსაკუთრებულად საინტერესოსაც ვერაფერს გეტყვით. ამასთან, ჩემი კლიენტი მხოლოდ "რომაში" ასპარეზობაზეა კონცენტრირებული და ამ ეტაპზე სხვაგან გადასვლის სურვილი, უბრალოდ, არ აქვს.

მისთვის ყველაზე მთავარი სტაბილურობაა, "რომში" კი საამისოდ იდეალური პირობები აქვს შექმნილი. მოკლედ, ბორინიმ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა და სურს წარმატებას "ჯალოროსიში" ასპარეზობით მიაღწიოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა