ინგლისის რაგბის კავშირმა დაადასტურა, რომ ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრები ივნისში სამხრეთაფრიკულ ტურნეში ხუთ შეხვედრას გამართავს
ინგლისის რაგბის კავშირმა დაადასტურა, რომ ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრები ივნისში სამხრეთაფრიკულ ტურნეში ხუთ შეხვედრას გამართავს. ამათგან სამი ტესტი იქნება "ბოკეს" წინააღმდეგ. ორ შეხვედრას კი "პომები" სამხრეთ აფრიკის "სამხრეთ ბარბაროსებსა" და "ჩრდილოეთ ბარბაროსებს" გაუმართავენ.

ეს ორი მატჩი შუა კვირაში გაიმართება. "ბოკესა" და "პომების" დაპირისპირებას კი სამი სხვადასხვა ქალაქი: დურბანი, იოჰანესბურგი და პორტ ელიზაბეტი უმასპინძლებს.

"დარწმუნებული ვარ, რაგბის სამხრეთაფრიკელი ქომაგები აღფრთოვანებულნი არიან ინგლისელთა ამ გადაწყვეტილებით. სამხრეთ აფრიკაში მსგავსი ტურნე 1996 წელს მოეწყო, როცა ახალი ზელანდია გვესტუმრა. ეს ჩვენთვის დიდი მოვლენა იქნება.

ინგლისის რაგბის კავშირი დაგვთანხმდა, რომ ხუთიდან ორი მატჩი შუა კვირაში გაგვემართა, რაც საშუალებას გვაძლევს საერთაშორისო დონის რაგბის მატჩების ორგანიზება დიდი ქალაქებიდან რეგიონში გადავიტანოთ. ეს ასევე შესაძლებლობას აძლევს მრავალ სამხრეთაფრიკელ მორაგბეს, ვინც ეროვნულ გუნდში ვერ ხვდება, თავისი პოტენციალი ძლიერ მეტოქესთან თამაშში წარმოაჩინოს" - თქვა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იარი პუმ.

"ინგლისის ნაკრები არასდროს ყოფილა მსგავს ტურნეში სამხრეთ აფრიკაში. იქ გამართული მატჩები საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება მეტი მოთამაშე ვნახოთ საქმეში.

გარწმუნებთ, რომ გეზი, რომელიც წლეულს ექვსი ერის გათამაშებისას ავიღეთ, გაგრძელდება და სამხრეთაფრიკული ტურნეს შემდეგ ჩვენი გუნდი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ეს იქნება პირველი, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები 2015 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების სამზადისში" - კმაყოფილება ვერ დამალა ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტიუარტ ლანკასტერმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელთა სერია ივნისში სამხრეთ ნახევარსფეროში ერთადერთი არ არის. "პომების" მატჩების პარალელურად ირლანდია ახალ ზელანდიას სტუმრობს, ხოლო უელსი ავსტრალიას.

ამასობაში ცუდი ამბებია სამხრეთაფრიკელთა ბანაკში. 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების ერთ-ერთმა გმირმა, სამხრეთ აფრიკის ნაკრების შუამარბმა ჯაკ ფურიმ "ბოკეში" თამაშზე უარი თქვა.

29 წლის ფურიმ ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის შემდეგ კონტრაქტი გააფორმა იაპონურ "კობე სტილერსთან", რის გამოც ეროვნულ ნაკრებში თამაშს ვეღარ ახერხებს.

"რატომღაც დღემდე ჰგონიათ, რომ ეროვნულ ნაკრებში დავბრუნდები. მინდა, ჩემი პოზიცია ერთხელ და სამუდამოდ გაგიზიაროთ.

ძალიან ამაყი ვარ, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრების კვართის ტარება მერგო წილად. ჩემი ცხოვრების ამ პერიოდს დიდი სიამოვნებით ვიხსენებ. ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრების წიგნში ახალი თავის წერა დავიწყო.

მინდა ახალ კლუბში, "კობე სტილერსში" ისევე მონდომებით გავისარჯო და ისეთივე წარმატებული ვიყო, როგორც "ბოკეში" თამაშისას. ამიტომ ორ ფრონტზე ბრძოლა გამიჭირდება.

სამხრეთ აფრიკაში წარმოუდგენლად ნიჭიერი შუამარბები არიან. ახლა მათი დროა. ცხადია, შორიდან აუცილებლად მივადევნებ თვალს "ბოკეს" ასპარეზობას. ახალ მწვრთნელებს და ნაკრების მოთამაშეებს ვუსურვებ უმაღლესი მწვერვალების დაპყრობას საერთაშორისო არენაზე, ოღონდ ჩემ გარეშე" - თქვა ჟაკ ფურიმ.

ივნისის ტესტები

9 ივნისი

სამხრეთ აფრიკა-ინგლისი

13 ივნისი

სამხ. ბარბაროსები-ინგლისი

16 ივნისი

სამხრეთ აფრიკა-ინგლისი

19 ივნისი

ჩრ. ბარბაროსები-ინგლისი

23 ივნისი

სამხრეთ აფრიკა-ინგლისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლომების ტურნე დასრულდა - განახლებული რეიტინგი
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს
ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა