რუმენიგე და კომპანია ნარინჯისფრებს რობენის ამბავს ვერ პატიობენ, საქმე მილიონებს ეხებაო

მიუნხენის "ბაიერნსა" და ჰოლანდიის ნაკრებს შორის არიენ რობენის თაობაზე ატეხილი დავა აშკარა დაპირისპირებაში, უფრო მეტიც, ფაქტობრივად სკანდალში გადაიზარდა. ორშაბათს მიუნხენური კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ გადაცემა "ბლიკპუნკტ შპორტში" ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირის წინააღმდეგ ერთობ ხმამაღალი განცხადებები გააკეთა და იმასაც არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში "ბაიერნმა" ჰოლანდიის ნაკრებს სასამართლოში უჩივლოს.

შეგახსენებთ: საქმე იმაშია, რომ ბავარიელები ჰოლანდიელებს რობენის არასწორად მკურნალობაში სდებენ ბრალს. მათი თქმით, ჰოლანდიელებმა რობენი მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტრავმის შესახებ იცოდნენ და დრიბლიორი გამაყუჩებლებით ათამაშეს, რის გამოც არიენს ტრავმა გაუმიზეზდა და ახლა წლის ბოლომდე იძულებითი პაუზა აქვს გამოწერილი.

"თუ ჰოლანდიელები უარს იტყვიან ჩვენთან ერთად პრობლემის გადაჭრის მისაღები გზების ძიებაზე, სხვა გზა აღარ დაგვრჩება და იძულებულები ვიქნებით, ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციასა და მის მთავარ ექიმს სასამართლოში ვუჩივლოთ, - თქვა რუმენიგემ და იქვე დასძინა, - მერე კი საქმეს იურისტები მიხედავენ და ჰოლანდიელები მაინც დაისჯებიან".

რეკორდმაისტერის ბოსის თქმით, "ბაიერნი" ჰოლანდიელებისგან ფინანსური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს - სპორტულ ზარალს ისედაც ვერ აგვინაზღაურებენო. "ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქმე მილიონებს ეხება!" - აცხადებს რუმენიგე. ამ მხრივ კი რუმენიგე ცამდე მართალია, რადგან "ბაიერნს" ტრავმირებული რობენის შენახვა დღეში 11 000 ევრო უჯდება...

ლელო

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"