"იუვენტუსი"-"სამპდორიას" შეხვედრაში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ანტონიო კასანომ და დაგვანახვა, რომ დღეს იტალიაში ერთი-ერთი ყველაზე გამორჩეული თავდამსხმელია. გარდა იმისა, რომ გოლი გაუტანა ტურინულ გრანდს, არაერთი შესანიშნავი პასი გააკეთა და ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრების ტაშიც დაიმსახურა. ანტონიომ ჟურნალისტებთან გასაუბრება მოისურვა და "იუვენტუსის" მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა:

"იუვენტუსი"-"სამპდორიას" შეხვედრაში კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ანტონიო კასანომ და დაგვანახვა, რომ დღეს იტალიაში ერთი-ერთი ყველაზე გამორჩეული თავდამსხმელია. გარდა იმისა, რომ გოლი გაუტანა ტურინულ გრანდს, არაერთი შესანიშნავი პასი გააკეთა და ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრების ტაშიც დაიმსახურა. ანტონიომ ჟურნალისტებთან გასაუბრება მოისურვა და "იუვენტუსის" მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა:

"თავიდანვე ვამბობდი და კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ამ ფორმაციის "იუვეს" მაღალი მიზნების მიღწევა შეუძლია. ტურინელებს ისეთი მწვრთნელი ჰყავთ, ვინაც შესანიშნავად იცის როგორ უნდა მიიყვანოს გუნდი დიდ წარმატებამდე. აი ნახავთ, სულ ცოტა ხანში "ვეკია სენიორა" ბრწყინვალედ ათამაშდება და ამ გუნდის შეჩერება ძალიან რთული იქნება. ჯერ სეზონი ახალი დაწყებულია და მიკვირს, როდესაც კრიტიკას ვისმენ - ვფიქრობ, პირველი ოთხი-ხუთი ტური უბრალოდ უნდა მივადევნოთ მოვლენებს თვალი და მხოლოდ შემდეგ დავიწყოთ გარჩევა და ანალიზი".

კასანოს კომენტარი იტალიელმა ჟურნალისტებმა "იუვენტუსის" ბოსტანში ნასროლ კენჭად მიიჩნიეს - ანტონიოს ჩემპიონთა ლიგაში სურდა ასპარეზობა და სწორედ ამიტომ დარჩა "სამპდორიაში", მაგრამ ხელი მოეცარა და ბრემენის "ვერდერთან' ორმატჩიან დუელში დამარცხდა. შესაბამისად, დიდია შანსი, რომ იანვარში, ან უკიდურეს შემთხვევაში მომავალ ზაფხულს ახალ კლუბში გადასვლით იყოს დაინტერესებული.

"იუვე" კასანოსთვის შესანიშნავი ვარიანტი უნდა იყოს, რადგან ტურინულ გრანდში ძირითადად იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ასპარეზობენ, ანუ ანტონიოსთვის შინაური ხალხი. ეს "იუვენტუსი"-"სამპდორიას" შეხვედრის დროსაც იგრძნობოდა - მთელი მატჩის განმავლობაში, კასანო არ გაჩერებულა, თითქმის ყველა ტურინელ ფეხბურთელთან შევიდა კონტაქტში, ბევრს ხუმრობდა და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა.

იგივე შეიძლება ითქვას ლუიჯი დელ ნერისთან მის დამოკიდებულებაზე, სწორედ "იუვეს" ამჟამინდელმა თავკაცმა დააჭკვიანა კასანო და ფეხბურთის გზას დაუბრუნა. დელ ნერის მისამართით კასანომ თბილი სიტყვები არ დაიშურა და ესეც მის განზრახვაზე მეტყველებს - მიაჩნიათ ჩვენს იტალიელ კოლეგებს. ისე, ალესანდრო დელ პიეროს ასაკიდან გამომდინარე, კასანოს გადაბირებაზე ფიქრი წესით ძალიან ლოგიკური და ბუნებრივი უნდა იყოს.

ანტონიო დაახლოებით იმავე სტილში თამაშობს, როგორც ალესანდრო - თავდამსხმელია, მაგრამ სიღრმეში უყვარს შესვლა და შეტევის უკნიდან დაწყება. ორივეს მაღალი ტექნიკა, მოედნის ხედვა და ბრწყინვალე პასი აქვს - ამასთან, არც შეტევების დაგვირგვინება ეშლებათ. თუმცა, "პინტურიკიო" ასაკში შევიდა, ისე ვეღარ დარბის, როგორც ათი წლის წინ და მის შემცვლელზე ფიქრი სწორედაც რომ დროულია. ასე რომ, გამორიცხული არაფერია.

რადგან "იუვენტუსზე" ვსააუბრობთ, აქვე ვთქვათ ფაბიო კვალიარელას შესახებ, რომელმაც გასულ ტურში "ბიანკონერის" მაისურით თავისი პირველი გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრების ფორვარდის თქმით, გუნდი ნელნელა შედის ფოირმაში და შედეგებიც მალე გაუმჯობესდება:

"ბევრად უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე პირველ პაექრობაში და ეს გულშემატკივრებმა ტაშით დაგვიფასეს. ვფიქრობ, რომ სწორ გზას ვადგავართ და თუ ასე გავაგრძელეთ, ძალიან მალე, რადიკალურად განსხვავებული შედეგები გვექნება. რა დასამალია და პირადად ჩემი თამაშითაც კმაყოფილი ვარ - ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს "იუვენტუსში" წლებია ვთამაშობ. ერთი სიტყვით, კმაყოფილი ვარ და მომავალს იმედით ვუყურებ".

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა