"დეილი სტარის" ცნობით, "მანიუს" ნიკოლას გაიტანის გარდა, კიდევ ერთი მაღალი კლასის ნახევარმცველის გადაბირება სურს
"მანჩესტერ იუნაიტედის" 19 წლის ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას წინაშე რთული არჩევანია.

მას კარიერის გაგრძელებას ტურინის "იუვენტუსი" სთავაზობს. ამასთან, ფეხბურთელს ვერ გადაუწყვეტია, დათანხმდეს თუ არა ამჟამინდელი კლუბის მიერ შეთავაზებულ პირობებს.

იმას, რომ "ბებერი ქალბატონი" ახალგაზრდა ფეხბურთელით სერიოზულად არის დაინტერესებული, პოლის აგენტი, საფეხბურთო წრეებში სახელგანთქმული მინო რაიოლა ადასტურებს. "იუნაიტედმა" პოგბას მოსაფიქრებლად დრო აპრილის ბოლომდე მისცა.

თუკი ფეხბურთელი იქამდე ვერ გადაწყვეტს, მაშინ მანკუნიანელები შეთავაზებას გააუქმებენ და ნიჭიერ ფრანგს ასარჩევიც აღარაფერი ექნება. თუკი ინგლისურ პრესას ვენდობით, ამ ეტაპზე პოლის სიმპათიები უფრო "იუვენტუსისკენ" იხრება. რაიოლა ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს: "პოგბას ჯერ არცერთ წინადადებაზე თანხმობა არ უთქვამს. ის ჯერ კიდევ ფიქრობს, რომელს მიანიჭოს უპირატესობა, "იუვეს" თუ "იუნაიტედს". გადაწყვეტილებას ის უახლოეს დღეებში მიიღებს".

პოლონელის ბედი გადაწყვეტილია

"ეშმაკებმა" ჯერჯერობით ერთადერთი ფეხბურთელის ბედი გადაწყვიტეს. "უოტფორდში" განათხოვრებული ტომაშ კუშჩაკი მომდევნო სეზონს "იპსვიჩის" რიგებში დაიწყებს. "დეილი მეილის" ცნობით, 30 წლის პოლონელს კონტრაქტის ვადა უმთავრდება და ესეც რომ არა, "ოლდ ტრეფორდზე" დარჩენას მას არც არავინ სთავაზობს.

გაიტანს მოდრიჩი და დე მარკოსი მოყვებიან?

"დეილი სტარის" ცნობით კი, "მანიუს" ნიკოლას გაიტანის გარდა, კიდევ ერთი მაღალი კლასის ნახევარმცველის გადაბირება სურს. ლაპარაკია "ტოტენჰემის" 26 წლის პლეიმეიკერ ლუკა მოდრიჩზე. ხორვატის შეძენას სხვა კლუბებიც ეშურებიან, მაგალითად - "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი". ლუკას ტრანსფერი მსურველებს 40 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.

ჯერჯერობით ამ თანხას სამეული არ შეუშინებია. ალექს ფერგიუსონის სურვილი გასაგებია. მას პოლ სქოულზის მემკვიდრე უკვე სჭირდება შემადგენლობაში, მიუხედავად იმისა, დარჩება თუ არა 37 წლის ვეტერანი ფეხბურთში კიდევ ერთი წლით. შარშან შოტლანდიელი ვესლი სნეიდერის შეძენას გეგმავდა, მაგრამ "ინტერისგან" უარი მიიღო. მერე ყურადღება ედენ აზარზე გადაიტანა, მაგრამ ბელგიელს "იუნაიტედზე" მეტად "ტოტენჰემის" ვარიანტი ხიბლავს.

"ტოტენჰემის" ხელმძღვანელობას ფეხბურთელის გაშვება არ სურს. მოდრიჩს მათთან ხელშეკრულება 2016 წლამდე აქვს, თუმცა ზოგადად ფეხბურთელის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად კლუბი მას ხელშეკრულების ერთი წლით გაგრძელებას სთავაზობს, ოღონდ გაზრდილი ანაზღაურებით - კვირაში ლუკას 100 ათას ფუნტს სთავაზობენ. მოდრიჩი "ტოტენჰემის" შეთავაზებაზე ჯერჯერობით უარსაა.

მოდრიჩისა და გაიტანის გარდა, "ოლდ ტრეფორდზე" მომავალ წელს შეიძლება კიდევ ერთი შუახაზელი გამოჩნდეს. ეს არის ბილბაოს "ატლეტიკის" 22 წლის წევრი ოსკარ დე მარკოსი. ინფორმაციას "დეილი მირორი" ავრცელებს. ალექს ფერგიუსონს ახალგაზრდა ბასკის დოსიე უკვე ხელთ აქვს. "ატლეტიკი" ნიჭიერ ფეხბურთელში 26 მილიონ ფუნტს (31,78 მილიონი ევრო) ითხოვს.

დაბოლოს, გიგზზე

დაბოლოს, ორიოდე სიტყვა რაიან გიგზზე ვთქვათ, ვისაც მისმა მეგობარმა გარი ნევილმა ამ დღეებში კიდევ ერთი ტირადა უძღვნა: "გიგზი ფეხბურთის ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე წარმატებული ბრიტანელი ფეხბურთელი. ვერ წარმომიდგენია, რომ ოდესმე ვინმემ მისი გადასწრება შეძლოს. ბოლოს და ბოლოს, ის ინგლისის მე-13 საჩემპიონო ტიტულთან ახლოს დგას.

როცა კარიერას ვიწყებდით, ხშირად გვესმოდა, რომ ალან ჰანსენს "ლივერპულთან" ერთად 8 ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული. ბუნებრივია, ეს უზარმაზარი მიღწევაა, მაგრამ ის, რასაც რაიანის შემთხვევაში ვხედავთ, კიდევ უფრო მეტია.

მისი რეკორდები - ეს ფანტასტიკაა. გიგზი 38 წლისაა, მაგრამ გუნდისთვის დღემდე უზარმაზარი დივიდენდები მოაქვს. რატომ უნდა იფიქროს კარიერის დასრულებაზე? ვფიქრობ, თუკი მოინდომებს, ის 42 წლისაც ასეთივე ეფექტური იქნება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო