თბილისის "დინამოს" კალათბურთელთა გუნდში ჩემპიონთა თასის მფლობელი, ცნობილი სპორტსმენი ვაჟა ჟღენტი ეროვნული სტადიონს 1986-1992 წლებში ხელმძღვანელობდა. გამოცდილი კაცი სტადიონის საფარის დღევანდელი მდგომარეობით აღშოთებულია და იხსენებს, თუ როგორ უვლიდნენ საქართველოს მთავარი არენის მოედანს, რომელსაც საბჭოეთში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევდნენ. ამ მხრივ, მისი მოგონებები უდავოდ საინტერესოა...

თბილისის "დინამოს" კალათბურთელთა გუნდში ჩემპიონთა თასის მფლობელი, ცნობილი სპორტსმენი ვაჟა ჟღენტი ეროვნული სტადიონს 1986-1992 წლებში ხელმძღვანელობდა. გამოცდილი კაცი სტადიონის საფარის დღევანდელი მდგომარეობით აღშოთებულია და იხსენებს, თუ როგორ უვლიდნენ საქართველოს მთავარი არენის მოედანს, რომელსაც საბჭოეთში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევდნენ. ამ მხრივ, მისი მოგონებები უდავოდ საინტერესოა...

- ჩვენ დროს სტადიონის ბალახის საფარი საბჭოთა კავშირში მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. პრეტენზიები კი არ ჰქონდათ, არამედ, აქ თამაში ყველას უხაროდა. ასეთი მხოლოდ რამდენიმე სტადიონი იყო - მოსკოვში, მაშინდელ ლენინგრადში, კიევში, მინსკსა და თბილისში. საბჭოთა კავშირში პირველად ჩვენ დავხაზეთ სტადიონი წრიულად და ზოლებად... შვილივით ვუვლიდი, დილით სამსახურში რომ მივდიოდი, ბალახის მდგომარეობას ვამოწმებდი, რა სჭირდებოდა, რა პრობლემა ჰქონდა, ვარკვევდი და მერე ვიწყებდით მის დამუშავებას. საფარს მარტო მონდომებით ვერ მოვუვლიდით: სასოფლო-სამეურნეო და სამეცნიერო კვლევითი ცენტრიდან საფარის მოვლის სპეციალისტი წამოვიყვანე, მუშებიც პროფესიონალები იყვნენ და იცოდნენ, რა იყო საჭირო და რა არ შეიძლებოდა. დილით ადრე გავდიოდით მოედანზე და აუცილებელ სამუშაოებს ვატარებდით. ამ ყველაფრის შემდეგ აღშფოთებული დავრჩი იმით, რაც საქართველო-ისრაელის მატჩის დროს ვნახე - დარტყმის დროს, მოედანს ბუღი ასდიოდა! დიდი ხანია, ფეხბურთს თვალს ვადევნებ, ბევრი სტადიონი მინახავს, სადაც საფარი არ ვარგოდა, მაგრამ მსგავსი სირცხვილი არ მახსენდება! მოედანს დარტყმისას ბუღი ასდიოდეს, ასეთი რამ აფრიკაშიც არ მომხდარა, სადაც საფარის მოვლა ბევრად ძნელია. ამბობენ, მოედანი გვალვებმა გააფუჭაო. თუ მორწყავ მოედანს, არ გაფუჭდება, ზოგჯერ მთელი ღამე წყალი ჩართული გვქონდა. ეს რა პრობლემაა?! ნიკოლოზის დროინდელი ტექნიკით უკეთ ვუვლიდით, წყალი არ დგებოდა და მოედანი არ ატალახდებოდა. ახლა ბევრად უკეთესი საშუალებებია და სირცხვილია, ეროვნულ სტადიონზე უხარისხო მოედანი იყოს.

- ბატონო ვაჟა, თქვენი დირექტორობის პერიოდისგან განსხვავებით, დღეს მორწყვა უზარმაზარი ხარჯია. მაშინ წყლის გადასახადიც დაბალი იყო და სტადიონის მოსავლელადაც ბევრად მეტი ფულიც გქონდათ...

- ...მერე გამოდი და თქვი, მოედანი ვერ გავაკეთეთ ამა და ამ მიზეზის გამო, დიდი გადასახადი ხელს მიშლის-თქო. ქვეყანას ერთი ეროვნული სტადიონი აქვს და იმის მორწყვა და მოვლა-პატრონობა რა პრობლემა გახდა?! აბა, ფედერაცია რას აკეთებს?!

- სტადიონი ფედერაციას არ ეკუთვნის და შესაბამისად, მოედნის მოვლა მას არ ევალება...

- სტადიონი მეც არ მეკუთვნის, მაგრამ გული მტკივა. ფედერაცია თუ ქირაობს სტადიონს, მაშინ ერთი კვირის მოსარწყავი თანხაც გაიღოს. მოედნისა და საერთოდ არენის კარგი მდგომარეობით დაინტერესებული უნდა იყოს მისი მეპატრონე თბილისის მერიაცა და ზოგადად სახელმწიფოც, რადგან ეროვნულ ნაკრებთა მატჩის ასეთ უხარისხო საფარზე ჩატარება ქვეყნის სირცხვილია. როგორ დავიჯერო, რომ ბალახის მოსავლელი ფული არ აქვთ?! გაივლი და მთელ თბილისში მშვენიერი მინიმოედნები და საჭიდაო, საცურაო თუ ათასი სხვა პროფილის დარბაზი ააშენეს. გამოდის, რომ ფული არის. ამ ყველაფრის შემდეგ ერთი ხეირიანი საფარი რა პრობლემა გაგვიხდა? თუ სპეციალისტები არ გვყავს, გავგზავნოთ ინგლისში, გერმანიაში, უნგრეთში, ჰოლანდიაში... სადაც ამის სპეციალისტები არიან, ისწავლიან და საქართველოში კვლავ გვექნება ისეთი მოედნები, როგორიც თავის დროზე ქუთაისის სტადიონის საფარი იყო, ან თუნდაც ბათუმში, სოხუმში, ლანჩხუთში, ფოთში, გორში და ასე შემდეგ.

- სტადიონის ხელმძღვანელობა ამბობს, საფარი თავიდანვე არ ვარგოდაო...

- "ლუჟნიკის" სტადიონს ქართველი კაცი, აბრამიშვილი უვლიდა და თბილისში ჩამოვიყვანე. ყოველდღე მიწის ანალიზს ვაკეთებდით და შემიძლია გითხრათ, რომ მოედნის დაგება და მოვლა ნამდვილი მეცნიერებაა. ტყემალზე რომ ზის, ისეთი ადამიანი მას ვერაფერს გაუგებს. უცხოეთში სტადიონების მეპატრონეები სამეცნიერო ინსტიტუტებთან თანამშრომლობდნენ და ჩვენც ასე ვიყავით. მაინტერესებს - ფედერაციას, ამდენ ბაზას რომ პატრონობს და ახლა "ლოკომოტივის" აღებაც სურს, მოედნის მეურნეობა თუ აქვს, სადმე მოედნის დაზიანების შემთხვევაში საფარი რომ მოჭრას და დააგოს? დღეს საქართველოში 1 კვადრატული მეტრი ზედმეტი, სპეციალური ბალახი არ არის, გაჭირვებაში მოედანს რომ შევაშველოთ. სპეციალური მეურნეობის გარეშე ამ პრობლემას ვერაფრით მოვუვლით და სხვათა შორის, ეს მეურნეობა წამგებიანი არ იქნება - კარგი ხარისხის ბალახი ყველა სტადიონს სჭირდება. თუ არა და, მაშინ ყველა სტადიონზე ხალიჩა დავაგოთ, რომელსაც მიწის დამუშავება და ამხელა ხარჯი არ სჭირდება... საბჭოთა კავშირის პირველობის დროს მატჩის კომისარი ჩამოდიოდა და სტადიონს ამოწმებდა, საფარს კი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. კარგი დედის შვილი იყავი და, მოედანი არ მოგემზადებინა, მეორე დღესვე თანამდებობიდან გაგათავისუფლებდნენ... შეფასებას და გათავისუფლებას თავი დავანებოთ, ჩვენ ხომ ყველა ფეხბურთის გულშემატკივრები ვიყავით? შესაძლოა, ბევრს არ ესმის, ფეხბურთისთვის უხარისხო ბალახს რა ზიანი მოაქვს - პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს სხვა სახეობაა, ორმელსაც კლასიკურთან ფეხბურთისგან განსხვავდება, ტემპი დაბალია, ვერ გააკეთებ ფინტს, "შიპები" მოედანზე კარგად არ ჯდება, სისწრაფე, დროული და კარგი გადაცემა გამორიცხულია, ფეხბურთელი შემოქმედებით ნიჭს კარგავს და ტექნიკას ვერ აუმჯობესებს და ასე შემდეგ. ეს იგივეა, ფორმაშეცვლილი ბურთით ითამაშო. ეს თუ სერიოზული პრობლემა არ არის, მაშინ მითხარით, რაღაა პრობლემა? ქართველ ხალხს ფეხბურთი ძალიან უყვარს და არაფერი ისე არ ახარებს, როგორც ჩვენი ნაკრებისა თუ კლუბების წარმატება. ამიტომ სჭირდება სტადიონებს გულიანი მოვლა, ჩვენთვის საყვარელი სახეობა რომ განვავითაროთ. საქართველოს კლიმატურ პირობებში საფარის მოვლა ადვილია, მაგრამ ხელშეწყობა აუცილებლად სჭირდება.

ლელო

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა