ბაჰრეინის გრანპრის მიმართ ამტყდარი პოლემიკა დაკავშირებულია შარშანდელ ქუჩის მღელვარებასთან
ბაჰრეინის გრანპრის მიმართ ამტყდარი პოლემიკა დაკავშირებულია შარშანდელ ქუჩის მღელვარებასთან, რომელთა მიზეზი ნაკლებად საინტერესო იყო რიგითი გულშემატკივრებისთვის.

შიიტებმა (ისინი ბაჰრეინში ორი მესამედი არიან) არაბული გაზაფხულის ფონზე გადაწყვიტეს, მოეთხოვათ სუნიტებისგან პატივისცემა. მათ კი ამაზე მკაცრი რეაქცია ჰქონდათ - ძალადობის გამოყენებითა და მრავალრიცხოვანი მსხვერპლით. მმართველმა სამეფო სახლმა მიმართა მეზობლებს (სუნიტებს) და ქვეყანაში შეიყვანეს დამატებითი სამხედრო ძალა. ამ მოვლენების ფონზე ბაჰრეინის გრანპრი ჯერ გადადეს, შემდეგ კი გააუქმეს: მონაწილეებისა და მაყურებლების უსაფრთხოება საფრთხის წინაშე დადგა.

უნდა აღინიშნოს, რომ რბოლაზე უარის თქმის მიუხედავად, ორგანიზატორებმა გადაურიცხეს ბერნი ექლსტოუნს კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა. ამიტომაც 2012 წელს ექლსტოუნსა და ჟან ტოდტს არ გასჩენიათ კითხვები საჰირში ეტაპის გამართვასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ რბოლის ჩატარება გადაწყვეტილია, მსოფლიოს საზოგადოება მაინც შეშფოთებულია. მრავალრიცხოვანი სტატიის ავტორები მთავარ იდეას ახმოვანებენ: ღირს თუ არა ფორმულა 1-ის იმ ქვეყანაში ჩასვლა, სადაც მოსახლეობის ერთი ნაწილი მეორეს დისკრიმინაციას ეწევა.

სიკვდილისა და ჩაგვრის გამართლება შეუძლებელია, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს ერთ მნიშვნელოვან თეზისს: ფორმულა 1 (და სპორტის სხვა სახეობები) გავლენას ვერ მოახდენს ცალკეული ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ და რელიგიურ მოვლენებზე. ამასთან, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ფორმულა 1 ჩასულა ქვეყნებში, სადაც ადამიანთა უფლებები ისე ინტენსიურად ირღვეოდა, რომ მათ ფონზე ბაჰრეინის არეულობა ბავშვურ ახირებად მოგეჩვენებათ.

არგენტინული ხუნტა

1970 წელს ხუნტამ, რომელიც არგენტინას მართავდა გადატრიალების შემდეგ, მსოფლიო საზოგადოების წინაშე საკუთარი იმიჯის ამაღლება გადაწყვიტა.

მაღალჩინოსანი ულვაშა ოფიცრები ლონდონში ჩავიდნენ, სადაც სასტუმრო "ექსელსიორში" შეხვედრა გამართეს ბერნი ექლსტოუნთან და მის იურიდიულ მრჩეველთან, მაქს მოსლისთან.

ამ წყვილმა არგენტინელთა სურვილში უცნაური ვერაფერი დაინახა და რბოლა მომავალი წლის იანვარში ჩატარდა. მაშინდელი წესების მიხედვით, თავდაპირველად ერთგვარი სარეპეტიციო ეტაპი გაიმართა, რომელიც არ შედიოდა მსოფლიოს ჩემპიონატის ჩათვლაში. მოგვიანებით კი არგენტინამ სრულფასოვან გრანპრის უმასპინძლა.

ბერნისა და მაქსს ყურადღება არ მიუქცევიათ კონფლიქტებისთვის, რომელშიც მეომრების წინააღმდეგ გამოდიოდნენ სტუდენტები, მასწავლებლები, მუშები თუ პროფკავშირები. მათი გეგმებისთვის არც აჯანყებას შეუშლია ხელი, რომელიც 1969 წელს ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ქვეყანაში - კორდობაში მოხდა.

სამხრეთაფრიკული აპარტეიდი

სამაგალითოა შემთხვევა სამხრეთ აფრიკაში: მრავალი წლის განმავლობაში ფორმულა 1 ამ ქვეყანაში ატარებდა ეტაპებს და საერთოდ უგულვებელყოფდა აპარტეიდის პოლიტიკას. სამხრეთაფრიკელები ავტოსპორტს საზღვარგარეთ საკუთარი რეპუტაციის გასამაგრებლად იყენებდნენ.

ექლსტოუნმა კი შესანიშნავი შესაძლებლობა მიიღო იმისთვის, რომ დამატებით შემოსავალზე ევაჭრა აფრიკულ მხარესთან. 1978 წელს მარტო ერთი ეტაპის ჩატარება სამხრეთაფრიკელ პრომოუტერებს 3 მილიონი დოლარი დაუჯდათ. ამასთან, ბერნის არ აღელვებდა შავკანიანების პრობლემა.

გრანპრის პერსონალი და პილოტები სამხრეთ აფრიკაში განსაკუთრებული მიწვევით ჩადიოდნენ - პასპორტში შტამპებს არ არტყამდნენ, რათა მათ არ ჰქონოდათ იმ ქვეყნებში შესვლის პრობლემა, რომლებიც აპარტეიდის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. თავისი პირდაპირობით განთქმულმა ჯეიმს ჰანტმა BBC-ის პირდაპირ ეთერში სამხრეთ აფრიკის გრანპრის მსვლელობისას თემას გადაუხვია და აპარტეიდის საშინელებებზე დაიწყო ლაპარაკი. ეს იქამდე გაგრძელდა, სანამ რედაქტორმა ჩემპიონს არ გადასცა ფურცელი წარწერით: "ილაპარაკეთ რბოლაზე!"

ასეა თუ ისე, სამხრეთ აფრიკის ეტაპები არ გამქრალა ფორმულა 1-ის კალენდრიდან და დიდი პოპულარობით სარგებლობდა, სანამ 1985 წელს დაძაბულმა სიტუაციამ ეპიკურ მასშტაბებს არ მიაღწია. ფინეთის, შვედეთისა და ბრაზილიის მთავრობებმა ულტიმატუმის ფორმით მოითხოვეს პილოტებისგან (როსბერგი, იოჰანსონი, სენა და პიკე), უარი ეთქვათ კიალამიში რბოლაზე. ანალოგიური აზრი ჰქონდათ ფრანგებს, რომლებმაც ზეწოლა მოახდინეს "რენოსა" და "ლიჟიეზე".

მაგრამ სამხრეთ აფრიკის გრანპრი მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლოსწინა ეტაპი იყო და კონსტრუქტორთა თასის პრეტენდენტებმა ვერ გაბედეს ეტაპის ბოიკოტირება. ენცო ფერარიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი გამოტოვებდა ეტაპს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ "მაკლარენი" არ გაემგზავრებოდა.

ჟან-მარი ბალეასტრმა გამოუშვა მოულოდნელი პრესრელიზი, რომელშიც დაიჩივლა გრანპრის გაუქმებისთვის არასაკმარის უფლებებზე.

გუნდებმა, პილოტებმა და ბერნიმ კი გასასამართლებელი საბუთი იპოვნეს: ისინი იძულებულნი იყვნენ, შეესრულებინათ საკონტრაქტო ვალდებულებები. შედეგად, სამხრეთ აფრიკაში პროტესტის ნიშნად არ გაემგზავრნენ მხოლოდ "რენო" და "ლიჟიე" - დანარჩენებმა ეტაპი ჩაატარეს. 1986 წელს არგუმენტები აღარ დარჩა - რბოლა გააუქმეს.

ფორმულა 1 სამხრეთ აფრიკაში მხოლოდ 90-იანი წლების დასაწყისში დაბრუნდა, როცა აპარტეიდი აღარ არსებობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო