"ყარაბახის" ქართველი შემტევი სტუმრად "ბაქისთან" აზერბაიჯანის თასის ნახევარფინალური შეხვედრის გმირად იქცა
აზერბაიჯანში თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა და ერთ-ერთი მათგანის გმირად გიორგი ადამია იქცა. მისმა "ყარაბახმა" სტუმრად "ბაქის" 1:0 სძლია, გამარჯვების გოლი კი 89-ე წუთზე ქართველმა შემტევმა გაიტანა.

ადამია მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა, 88-ეზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.

მეორე ნახევარფინალში ბაქოს "ინტერმა" შინ "ნეფთჩისთან" 0:0 ითამაშა. ოთხივე ქართველი "ინტერის" ძირითად შემადგენლობაში იყო. გიორგი ლომაიამ, ვალერი აბრამიძემ და ილია კანდელაკმა შეუცვლელად ითამაშეს, ბაჩანა ცხადაძე კი 58-ე წუთზე შეცვალეს.

აზერბაიჯანში განმეორებითი სათასო მატჩები 25 აპრილს გაიმართება.

საბერძნეთში "ერგოტელისი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "ლევადიაკოსთან". გიორგი შაშიაშვილი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროისთვის მატჩის საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო. "ერგოტელისს" ბერძნული სუპერლიგიდან გავარდნის რეალური საფრთხე ემუქრება.

ლატვიის ჩემპიონატში კვლავ გამოიჩინა თავი მამუკა ღონღაძემ. "დაუგავას" ქართველმა ფორვარდმა "იელგავას" კარი დალაშქრა, მისმა გუნდმა კი 2:1 გაიმარჯვა.

დღეისთვის "დაუგავა" ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს. ღონღაძის გუნდს ხუთი ტურის შემდეგ 11 ქულა აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე