ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის "ვოსფსის" მგეზავ, დენი სიპრიანისთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას ახალი ძალა მას შემდეგ მიეცა, როცა ის საფეხბურთო კლუბ "კოლრადო რეპიდსთან" ერთად მოვარჯიშე შენიშნეს.

ინგლისის ნაკრებისა და ლონდონის "ვოსფსის" მგეზავ, დენი სიპრიანისთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას ახალი ძალა მას შემდეგ მიეცა, როცა ის საფეხბურთო კლუბ "კოლრადო რეპიდსთან" ერთად მოვარჯიშე შენიშნეს.

დიდი ხანი არ არის, რაც სიპრიანიმ ახალ ავსტრალიურ სარაგბო კლუბ "მელბურნ რებლზთან" სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მელბურნელები მომავალი წლიდან ზე 14-ის გათამაშებას მეთხუთმეტე გუნდად დაემატებიან და ზეპური რაგბის ეს შესანიშნავი ტურნირი აბსოლუტურად შეცვლილი ფორმატით ჩატარდება.

რაც შეეხება ფეხბურთს, კოლორადოული გუნდი პირველი არ არის, სადაც მან ივარჯიშა. ზაფხულის არდადეგები დენიმ ჯერ "ქუინზ პარკ რეინჯერსის", ხოლო შემდეგ "ტოტენჰემის" საწვრთნელ შეკრებაზე გაატარა.

როგორ და რატომ აღმოჩნდა სიპრიანი "კოლორადოში"?

"დენის დიდი ხნის მეგობრობა აკავშირების ჩვენი კლუბის მწვრთნელებთან. ამჟამად გუნდთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზეა. ის საკმაოდ მონდომებულია და, ვფიქრობ, ბიჭებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევდა. " - თქვა "რეპიდსის" მწვრთნელმა გარი სმიტმა.

სიპრიანი ფეხბურთით გატაცებას დროებითს უწოდებს, ამბობს, რომ ასე ფორმის შენარჩუნებას ცდილობს და, როგრც "რებლზის" მთავარ მწვრთნელს როდ მაკქუინს უთხრა, არ აპირებს, 300 ათას ამერიკულ დოლარზე უარი თქვას.

თუმცა სრულიად განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა "კოლორადო რეპიდისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ჯეისონ ჯილჰელმა "ტაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში:

"სიპრიანი იმდენად სერიოზულად ეკიდება საქმეს, რომ ვფიქრობ, ცდილობს გაარკვიოს თავისი შესაძლებლობები ფეხბურთში. თუ დარწმუნდა, რომ წარმატებული კარიერის აწყობა შეუძლია, უკეთესი წინადადების შემთხვევაში გამორიცხული არაა, რაგბიდან ფეხბურთში გადაბარგდეს".

ამ ვერსიას უარყოფს სიპრიანის პრეს-მდივანი კეროლაინ მაკეიტერი.

"დენი თითქმის ყოველდღე ეკონტაქტება "მელბურნ რებლზის" მწვრთნელ როდ მაკქუინს. მას მკაფიოდ გაწერილი მზადების გეგმა აქვს და ავსტრალიაში წლის ბოლოს გაემგზავრება.

რაც შეეხება ფეხბურთით მის დაინტერესებას. "კოლორადო რეპიდსზე" გსმენიათ როდესმე? თუ ფეხბურთის თამაშს გადაწყვეტს, ეს არც "კოლრადო რეპიდსი" იქნება და არც მისი მსგავსი უსახელო გუნდი" - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ სიპრიანის პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ინგლისის ნაკრების თავკაცმა მარტინ ჯონსონმა აითვალწუნა. დენი ნაკრებში ვეღარ ხვდებოდა, რაც მის იმიჯზე უარყოფითად მოქმედებდა. მას მხსნელად ახალი მელბურნული კლუბი მოევლინა. ახლა ყველაფერი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ზეპურ რაგბიში თავის გამოჩენით უნდა დაამტკიცოს, რომ "პომების" მთავარი მწვრთნელი შეცდა.

რებლზმა ახალზელანდიელი კვაჭი შეიძინა

ავსტრალიის ახალმა სარაგბო კლუბმა "მელბურნ რებლზმა" ახლახან კონტრაქტი გააფორმა "ველინგტონის" შერკინების კვაჭ ჯედ რობინსონთან.

27 წლის მორაგბე მელბურნელებს IთM-ის თასის გათამაშების დასრულების შემდეგ შეუერთდება. რობინსონმა შარშან ზე 14-ის გათამაშებაში "ჰარიკენზის" შემადგენლობაში ითამაშა და ურიგოდ არ გამოიყურებოდა. მაგრამ, მერე ენდრიუ ჰორმა ტრავმა მოიშუშა და ჯედმა წლევანდელი სეზონი მთლიანად სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

"ვფიქრობ, უსამართლოდ მომექცნენ. შარშან მშვენივრად ვითამაშე და მეტს ვიმსახურებდი. "რებლზის" ხელმძღვანელების შემოთავაზებას სიხარულით დავთანხმდი. მელბურნელების გარდა, მოლაპარაკებას კიდევ ერთ ავსტრალიურ გუნდ "ფორსთან" ვაწარმოებდი, მაგრამ მსოფლიო თასის მომგებ როდ მაკქუინთან მუშაობა ვარჩიე.

გუნდში რამდენიმე უმაღლესი რანგის ვარსკვლავია- ინგლისელები დენი სიპრიანი და მაიკლ ლიპმენი, ავსტრალიელი სტირლინგ მორთლოქი, ახალზელანდიელი გრეგ სომერვილი. ვფიქრობ, საინტერესო იქნება სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის წარმომადგენელთა ანსამბლში თამაში" - თქვა რობინსონმა.

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა