ბედმა განსაკუთრებით ვლადიმერ ხინჩეგაშვილს გაუღიმა - ფინალში გასასვლელად მხოლოდ ორი შეხვედრის მოგება სჭირდება
20 აპრილს სოფიაში ევროპის ზონის სალიცენზიო შეჯიბრება იწყება, რომელშიც თავდაპირველად თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან.

მოგეხსენებათ, ჩვენგან იქ მხოლოდ სამი ფალავანი გამოდის - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), ზურაბ იაკობაშვილი (66) და გიორგი გოგშელიძე (96), რადგან დანარჩენ ოთხ წონაში უკვე გვაქვს ლიცენზია. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირში საგზურებს ფინალისტები მიიღებენ.

შეიძლება ითქვას, 19 აპრილს გამართულ წილისყრაში ჩვენს ლიდერებს გაუმართლათ - მთავარ კონკურენტებს ფინალამდე ასცდნენ.

ბედმა განსაკუთრებით ხინჩეგაშვილს გაუღიმა - ბადის ზედა ნაწილში მოხვდა, ანუ პირველ წრეში თავისუფალია. თან, ფინალში გასასვლელად მხოლოდ ორი შეხვედრის მოგება სჭირდება.

ჩვენებური პირველ შეხვედრას ესპანელ ევროპის პრიზიორ ფრანცისკო ხავიერ სანჩეს პარასთან გამართავს, მასთან წარმატების შემთხვევაში კი გერმანელ ევროპის ვიცე-ჩემპიონ მარსელ ევალდსა და შვეიცარიელ ურს უაილდს შორის მოგებულს შეხვდება.

ხინჩეგაშვილს გაუმართლა იმითაც, რომ მისი ყველა ძირითადი კონკურენტი - თურქი ევროპის პრიზიორი აჰმედ პეკერი, ბელარუსი ევროპის ორგზის პრიზიორი ვლადისლავ ანდრეევი და აზერბაიჯანელი ევროპის ექსჩემპიონი მაჰმუდ მაგომედოვი ბადის მეორე ნახევარში არიან და მათ ფინალამდე არ შეხვდება.

ფინალამდე გოგშელიძესაც ასცდნენ რუსი ევროპის წლევანდელი ჩემპიონი აბდუსალამ გადისოვი და აზერბაიჯანელი ასლანბეკ ალბოროვი.

გოგშელიძე პირველ წრეში მოლდოველ ევროპის პრიზიორ ნიკოლაი ცებანუს ხვდება. ამ წყვილში გამარჯვებულს კი ბერძენ გრიგორიოს კრიარიდისსა და უნგრელ შანდორ გერგელი კისს შორის მოგებული ელოდება. თუ გოგშელიძე ამ ორ წრეს გაივლის, ნახევარფინალში გავა. ბადის იმ მხარეს კი ყველაზე ტიტულოვანი სომეხი ევროპის პრიზიორი ედგარ იენოკიანია.

ამ დუეტისგან განსხვავებით, არ გაუმართლა იაკობაშვილს, რომელიც პირველივე წრეში უკრაინელ ოლიმპიადის ვიცე და ევროპის ჩემპიონს, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსან ანდრეი სტადნიკს ხვდება. უკრაინელის გარდა, ბადის ამავე ნახევარშია უნგრელი ევროპის სამგზის მედალოსანი გერგო ვოლერი - თუ ჩვენებური პირველ წრეს გაივლის, მეორეში მისი სავარაუდო მეტოქე სწორედ მადიარი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა