ქართველ ჩოგბურთელებს პირველი ზონის საგზურისთვის ჩერნოგორიის გუნდი გაუწევს მეტოქეობას
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში 21 აპრილს გამოვლინდება ჩოგბურთელ ქალთა "ფედერაციის თასის" გათამაშების ევროაფრიკული ზონის მეორე ჯგუფიდან იმ ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც გაისად ზედა ეშელონში ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები კაიროში ფავორიტის რანგში ჩავიდა და ვარაუდსაც ამართლებს. როგორც გაუწყეთ, პირველ ორ ტურში ანა ტატიშვილმა, სოფიო შაფათავამ და სოფიო ქვაცაბაიამ (კაპიტანი ლალი ზერეკიძე) ნორვეგიას (3:0) და ლატვიას (2:1) სძლიეს და, თურქების მსგავსად, ნახევარფინალის საგზური გაინაღდეს.

სამხრეთელ მეზობლებთან გუშინდელ დაპირისპირებას უნდა გაერკვია, მეორე ზონის B ჯგუფში პირველი ვინ იქნებოდა, რადგან გამარჯვებული ნახევარფინალში A ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდებოდა. გულშემატკივრებმა, ალბათ, იციან, რომ თურქები განსაკუთრებით წყვილებში ყოჩაღობენ, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში მათ ქართველთა წინააღმდეგ აქაც არაფერი გამოუვიდათ.

კორტზე პირველები ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის რეიტინგში 267-ე ადგილზე მყოფი სოფიო შაფათავა და მასზე 32 საფეხურით დაბლა მდგარი პეგრა ოზგენი გავიდნენ. ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქეს წარმატების იოტისოდენი შანსიც არ დაუტოვა - იოლად დაამარცხა იგი 6:2, 6:2.

ქალთა საუკეთესო ასეულის წევრ ანა ტატიშვილს (85-ე) კაგლა ბუიუკაკჩაიმ (233-ე) მხოლოდ პირველ სეტში გაუწია ერთგვარი წინააღმდეგობა. თუმცა ჩვენებურს მისი მოგება (6:4) არ გასჭირვებია. მეორე ხელში ანას უპირატესობა უფრო აშკარა იყო - 6:2.

ამ მოგებით საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა, თუმცა ახალი წესებით, წყვილთა თამაშიც აუცილებელია, ამიტომ კორტზე ჩვენგან ტატიშვილისა და ქვაცაბაიას დუეტი გავიდა, რომელიც მელის სეზერისა (398-ე) და იპეკ სოილუს (1187-ე) დაუპირისპირდა. ამ პაექრობაშიც უპირატესობა ქართველთა მხარეს იყო - 6:3, 7:5.

A ჯგუფის გადამწყვეტ ორთაბრძოლაში სამხრეთაფრიკელებმა ასევე მშრალი ანგარიშით - 3:0 დაამარცხეს კონკურენტი ჩერნოგორია: ლიზე ჰატინგი - ვლადიცა ბაბიჩი 6:2, 6:4, ნატალი გრანდინი - დანკა კოვინიჩი 6:4, 7:6, წყვილები: ლინ კირო, მადრი ლე როუქსი - ვლადიცა ბაბიჩი, მილიცა სლიუკიჩი 6:1, 6:2.

ამ წარმატებით სამხრეთაფრიკელებმა პირველობა გაინაღდეს ჯგუფში და 21 აპრილს პირველი ზონის საგზურისთვის თურქებს დაუპირისპირდებიან, საქართველოს ნაკრებს კი ჩერნოგორიის გუნდი გაუწევს მეტოქეობას.

ძალთა შეფარდებას თუ გავითვალისწინებთ, ქართველებს პირველ ზონაში მეცხრედ აღზევება არ უნდა გაუჭირდეთ. ექსიუგოსლავიელებს ორი რეიტინგიანი ჩოგბურთელი ჰყავთ: ერთეულებში 358-ე ადგილზე მყოფი 18 წლის დანკა კოვინიჩი და წყვილებში 752-ეადგილოსანი, 25 წლის მოთამაშე კაპიტანი დანიცა კრსტაიჩი, ხოლო 17 წლის ვლადიცა ბაბიჩი და 16 წლის მილიცა სლიუკიჩი ურეიტინგოები არიან.

21 აპრილს მესამე-მეოთხე ადგილებზე გასული გუნდებიც დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ფინეთი - ნორვეგიისა და დანია - ლატვიის წყვილთა პაექრობაში გაირკვევა, თუ ვინ ჩამოქვეითდება მესამე ზონაში. აქ კი მე-2 ზონაში გამოთავისუფლებული ორი ადგილისთვის მაროკო-ლიტვა და ირლანდია-ტუნისი იბრძოლებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თენგო
საქართველო-ჩერნოგორია 3-0 !!! შაფათავა-ბაბიჩი 6/3;6/2 ტატიშვილი-კოვინიჩი 6/2;6/2 ქვაცაბაია/შაფათავა-ბაბიჩი/სლიუკიჩი 6/4;6/3 !!!
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად