რეგულარული ეტაპის დასრულებამდე 4 მატჩია დარჩენილი და ცხრილში უპრეცედენტო სიტუაციაა
გიორგი ცინცაძის დამატებამ "ოლიმპი" ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტად აქცია. ეს ფრაზა შესაძლოა "არმიას" კალათბურთელებს ყურში ცუდად მოხვდეთ, მაგრამ ფაქტია: 21 აპრილს გასამართი მატჩის შედეგის წინასწარ განსაზღვრა ძალიან რთულია. ერთმანეთს ხომ "არმია" და "ოლიმპი" ეთამაშებიან.

არ დაგვავიწყდეს მათი პირველი შეხვედრაც, რომელიც ბოლო წამზე ჯერემი რიჩარდსონის რეალიზებული სამქულიანით "არმიამ" 63:62 მოიგო.

არც ისაა დასამალი, რომ ეს გუნდები ფინალის საგზურის მოპოვების მთავარი პრეტენდენტები არიან, თუმცა ნახევარფინალებში იოლი გასეირნებები არ ელით. სწორედ ზედმეტი მგზავრობის თავიდან ასაცილებლად "ოლიმპს" "არმიასთან" გამარჯვება სჭირდება. ასეთ შემთხვევაში ოლიმპელები ქულებით გაასწრებენ "ქუთაისს" და ნახევარფინალში შეხვედრის შემთხვევაში მოედნის უპირატესობა თბილისელთა მხარეს იქნება.

სიტყვა "მოედნის უპირატესობა" ამ შემთხვევაში ბევრს ნიშნავს: 1/2 ფინალში საწყისი ორი თამაში იმ გუნდის მოედანზე გაიმართება, რომელიც რეგულარულში ცხრილში უფრო ზემოთ აღმოჩნდა. მომდევნო ორ თამაშს მეორე გუნდი უმასპინძლებს. თუ სერიაში ოთხი შეხვედრის შემდეგ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა (2:2), მაშინ მეხუთე, გადამწყვეტი დაპირისპირება იმ გუნდის მოედანზე გაიმართება, რომელსაც რეგულარულში უკეთესი შედეგი ჰქონდა.

ასე რომ, "ოლიმპისთვის" მისაღები ნამდვილად არ უნდა იყოს ცხრილში "ქუთაისის" ქვემოთ დაშვება. თუ სატურნირო მდგომარეობას გადახედეთ, შესაძლოა გაგიჩნდათ კითხვა: "ოლიმპმა" "არმიას" რომ ვერ მოუგოს, მოგება-წაგებებით "ქუთაისს" გაუთანაბრდება, ასეთ შემთხვევაში ვინ დაიკავებს მეორე ადგილს? - ქუთათურები, რომლებმაც "ოლიმპთან" ორივე მატჩი მოიგეს.

ვინ?

როგორც ხედავთ, გია კაზანჯიანის შეგირდებს ამ მატჩისთვის მოტივაცია საკმარისზე მეტი აქვთ. მათ შემადგენლობაც გააძლიერეს, წინა ხაზში შემცვლელ-სასტარტოებიანად ყველაზე ძლიერები არიან, უკანა ხაზში საქართველოს ნაკრების წევრები გიორგი ცინცაძე და ლაშა გამყრელიძე თამაშობენ. ამით ყველაფერია ნათქვამი.

ასე რომ, "არმიელთა" ძლევა სენსაცია ნამდვილად არ იქნება, თუმცა კოტე ტუღუშის გაწვრთნილ გუნდსაც აქვს უპირატესობები, რომელთაგან უმთავრესი ორია - მაღალი კლასის ლეგიონერები და შეთამაშება: "არმია" სექტემბერში შეიკრიბა და მას მერე თითქმის ერთი შემადგენლობით თამაშობს, ლეგიონერები უკვე გაუშინაურდნენ საქართველოს ჩემპიონატს.

ზედა წინადადებაში სიტყვა "თითქმის" იმიტომ გამოვიყენეთ, რომ არის ერთი კალათბურთელი, რომელიც არმიელებმა ცოტა გვიან დაიმატეს, თუმცა დეკემბრის შემდეგ ბენ ვუდსაიდიც სათანადოდ შეეწყო გუნდს.

არმია და შსს

XXII ტურის ხუთი მატჩიდან ერთი უკვე გაიმართა "ქუთაისმა" "ბათუმს" აჯობა. რეგულარული ეტაპის დასრულებამდე 4 მატჩია დარჩენილი და სატურნირო ცხრილში უპრეცედენტო სიტუაციაა: აქამდე არასოდეს ყოფილა შემთხვევა, ბოლო ტურის წინ ერთი საპლეიოფო წყვილი მაინც არ ყოფილიყო გარკვეული. ახლა მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ პირველ ადგილს "არმიას" ვერავინ წაართმევს, ხოლო "შსს აკადემიას" - მეოთხეს.

მეოთხედფინალს მიღმა დარჩენილებსაც ყველაფერი აქვთ გარკვეული: მეცხრე პოზიცია სტუ-ს, მეათე - "რუსთავს", მეთეთმეტე - "ბათუმს".

დინამო და სოხუმი

მესამე ადგილის შესახებ არაფერი გვითქვამს, მაგრამ იოლი მისახვედრია - ან "ოლიმპი" ან "ქუთაისი".

მეხუთე პოზიციისთვის "დინამო" და "სოხუმი" იბრძვიან. მათ თანაბარი ქულები აქვთ, და ბოლო ტურში ორივე სტუდენტებს ეთამაშება. თუ დინამოელებმა და სოხუმელებმა ბოლო ტურში ერთნაირი შედეგი უჩვენებს, მაშინ მათ შორის ურთიერთშეხვედრებში ჩაგდებულ-მიღებული ბურთები დაითვლება. ამ მხრივ უპირატესობა "დინამოს" აქვს (83:69 და 73:84) და მეხუთე ადგილს ის დაიკავებს.

სამედიცინო და თსუ

21-ე ტურში "შსს აკადემიას" ძლევით თსუ-მ მეშვიდე ადგილისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. მას ამისთვის დინამოელთა ძლევაღა სჭირდება. "დინამოელთა ძლევაღა" დასაწერადაა იოლი, თორემ ირაკლი ხოშტარიას გუნდი თსუ-სთან ფავორიტადაც ითვლება.

თუმცა, ნუგზარ ჭეიშვილის მოტივირებულ შეგირდებთან მოგება იოლი რომ არ არის, აქამდე არაერთხელ დავრწმუნდით. მერვეადგილოსანი თსუ ამჟამად მოგებების მიხედვით "სამედიცინოსთან" თანაბრადაა, მაგრამ "მედიკოსებს" რეგულარულის ყველა თამაში მოსტუმრებული აქვთ. თსუ-ს "დინამოსთან" წაგების შემთხვევაში მეშვიდე ადგილზე "სამედიცინო" დარჩება, რადგან ურთიერთშეხვედრაში თსუ-სთან უპირატესობა აქვს (83:74 და 91:93).

მერვე ადგილისთვის თავის დაღწევა კი მეოთხედფინალში "არმიასთან" თამაშისთვის თავის არიდებას ნიშნავს. რაც დიდი სტიმულია.

პლეი ოფშის პირველ ეტაპზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: პირველი-მერვე, მეორე-მეშვიდე, მესამე-მეექვსე, მეოთხე-მეხუთე.

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ წ სხ ქ

1. არმია 19 19 0 1737/1230 38

2. ქუთაისი 20 16 4 1707/1511 36

3. ოლიმპი 19 16 3 1625/1377 35

4. შსს აკადემია 19 11 8 1660/1469 30

5. დინამო 19 10 9 1563/1615 29

6. სოხუმი 19 10 9 1502/1466 29

7. სამედიცინო 20 7 13 1591/1724 27

8. თსუ 19 7 12 1534/1642 26

9. სტუ 19 5 14 1424/1658 24

10. რუსთავი 19 3 16 1336/1640 22

11. ბათუმი-რსუ 20 2 18 1443/1790 22

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა