სუპერლიგის გუნდმა 1983 წელს დებადებულ, 187 სმ სიმაღლის ბულგარელ გამთამაშებელს სეზონის ბოლომდე გაუფორმა კონტრაქტი
2010 წელს საქართველოს ნაკრებს ბულგარეთთან ორჯერ მოუწია დაპირისპირება. მეტოქის შემადგენლობაში შესარჩევის დაწყებამდე ვარჯიშობდა ალექსანდრ გრუევი, რომელიც მწვრთნელმა როსენ ბარჩოვსკიმ 12-კაციან განაცხადში აღარ შეიყვანა.

თუმცა გრუევს მაინც მოუწია საქართველოში ჩამოსვლა, ოღონდ ცოტა დაგვიანებით - სუპერლიგის წევრმა "დინამომ" ბულგარელ გამთამაშებელს სეზონის ბოლომდე გაუფორმა კონტრაქტი.

მის შესახებ დინამოელთა თავკაც ირაკლი ხოშტარიას დავეკითხეთ.

- ალექსანდრ გრუევი ორი დღის წინ ჩამოვიდა და გუნდთან ერთად ორი ვარჯიში ჩაატარა. ბოლოს თამაშობდა ირანსა და სლოვენიურ "ზლატოროგში", საიდანაც ამა წლის იანვარში წამოვიდა. მას მერე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და ცუდ კონდიციებში არ არის.

სხვა საქმეა, როგორ მოასწრებს გუნდთან შეთამაშებას. გრუევი თსუ-სთან ითამაშებს, თუმცა იმედი გვაქვს, რომ პლეი-ოფებამდე გუნდს სათანადოდ შეეწყობა.

ალექსანდრ გრუევი 1983 წელსაა დაბადებული და 187 სმ სიმაღლისაა. სხვადასხვა დროს გამოდიოდა "რილსკიში", "ლევსკიში" (ორივე ბულგარეთი), "აჰვაზსა" (ირანი) და "ზლატოროგში" (სლოვენია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად