ქართველმა მოცურავეებმა ოდესაში 1999-2002 წლებში დაბადებულთა საერთაშორისო ტურნირში იასპარეზეს
ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალამდე, რომელსაც 2015 წელს თბილისი უმასპინძლებს, კარგა დროა დარჩენილი, მაგრამ ასპარეზობის პროგრამაში შემავალი სპორტის სახეობათა მესვეურები აქედანვე ზრუნავენ ახალგაზრდა ათლეტთა მომზადებასა და კონკურენტუნარიანი გუნდების ჩამოყალიბებაზე.

ამ მხრივ მოცურავეებიც გამოირჩევიან. ტალანტების წარმოსაჩენად უკვე რამდენიმე შეჯიბრება ჩატარდა, შეირჩა პერსპექტიული გოგო-ბიჭების ჯგუფი, რომლის რვა წევრმაც (12 წლის 6 ბიჭი და 10 წლის 2 გოგონა) ოდესაში 1999-2002 წლებში დაბადებულთა საერთაშორისო ტურნირში იასპარეზა.

საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაში ისინი უკრაინელ და მოლდოველ თანატოლებს მეტოქეობდნენ. სულ ტურნირზე ოთხ ასაკში 430-მა ნორჩმა მოცურავემ მოსინჯა ძალები. მათ ნებისმიერ დისციპლინასა და დისტანციაზე შეეძლოთ გამოსვლა, ოღონდ ჩათვლაში ორი საუკეთესო შედეგის ქულათა ჯამი (გამარჯვებულთა გამოვლენის უცნაური წესი) შედიოდა. ამდენად, სულ მედლების რვა კომპლექტი გათამაშდა.

ასეთი კონკურენციის პირობებში შესანიშნავად იასპარეზა "ლაგუნა ვერეს" წარმომადგენელმა ილია პაპიძემ (მწვრთნელი მანანა თურქია), რომელმაც ამას წინათ რუსთავში სასელექციო შეჯიბრებაში ბრასით 100 და 200 მეტრზე პირველი ადგილები დაიკავა. ოდესაში მან 50, 100 და 200 მეტრი გაცურა ბრასით და 130 ქულით ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

რაც შეეხებათ დანარჩენ ქართველ მოცურავეებს, სხვადასხვა დისციპლინაში მათ რვა საპრიზო ადგილი დაიკავეს: ირაკლი კვარაცხელია ("ტონუსი") 200 მ კომპლექსურ ცურვაში მე-3 იყო. ასევე, მესამე ადგილები ერგოთ გორელ გივი დუდაშვილს (100 მ ბატერფლაი) და გიორგი ხვედელიძეს ("ტონუსი", 200 მ გულაღმა ცურვა).

გოგონებში რუსთაველ რუსუდან გოგინაშვილს 200 მ ბრასით მე-2, ხოლო 50 მ ბატერფლაით მე-3 ადგილები ხვდა, მერი მუმლაძე ("ტონუსი") კი ერთ მეორე (100 მ თ/ყ) და ორ მესამე ადგილს (50 და 200 მ თ/ყ) დასჯერდა. ამგვარი შედეგების მიუხედავად, პაპიძის გარდა, ყველა ჩვენებური უმედლოდ დარჩა.

როგორც საქართველოს ჭაბუკ მოცურავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი აბზიანიძემ გვითხრა, 1999-2001 წლებში დაბადებული ჩვენი 16 მოცურავე (4 გოგონა, 12 ბიჭი) 17-19 მაისს ნახჭევანში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის - ჰეიდარ ალიევის ხსოვნის ტურნირში იასპარეზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამაკაცმა მოცურავეების წინ გაისეირნა და აუზში პირდაპირ თავით გადახტა - კადრები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა [VIDEO]
ნოე ფანცხავამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 41-ე ადგილი დაიკავა
15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა