თბილისის "დინამოს" ბრაზილიელ ლეგიონერს საქართველოში დარჩენა კიდევ დიდხანს სურს
საქართველოს ჩემპიონატში არაერთი საინტერესო ფეხბურთელია არა მხოლოდ თავისი მონაცემებით, არამედ უცნაურობებითაც. ბრაზილიელი რობერტინიო "დინამო თბილისში" 2009-10 წლების სეზონში მივიდა და თავიდანვე დაგვანახა, რომ ნიჭიერია.

შესაძლოა, ამ ბრაზილიელი შემტევის ნიჭიერებაში ბევრი არ დაგვეთანხმოს, მაგრამ ესეც ფეხბურთის ნაწილია.

რობერტინიოს ამბავი მართლაც უცნაურია - ის არის სწრაფი, მოდრიბლინგე თავდამსხმელი, მაგრამ რატომღაც ჩრდილში აღმოჩნდა. ის ხასიათის ფეხბურთელს ჰგავს, თუმცა ვინ იცის, იქნებ სხვა რაღაცაშია საქმე.

რობერტინიოს შეუძლია ის, რაც ბევრს არ შეუძლია, ოღონდაც ამას იშვიათად აკეთებს, ან არ აქვს საშუალება, რომ გააკეთოს.

ის ბრაზილიელია და არის მასში ის, რაც სხვას ვერ ექნება. რობერტინიოს შესაძლებლობებს გამოყენება უნდა და მწვრთნელიც მაგისთვის არსებობს, რომ ფეხბურთელიდან მაქსიმუმი გამოადნოს.

რობერტინიო 23 წლისაა და ჯერაც აქვს დრო, თავისი რომ დაამტკიცოს. "დინამოში" ერთხელაც შეიცვალა მწვრთნელი და ვნახოთ, იქნებ ამან დადებითად იმოქმედოს რობერტინიონზეც.

რობერტინიოსთან ინტერვიუ "დინამოს" პრეს-სამსახურის უფროსის, გიგა გვენცაძის დახმარებით გავაკეთეთ...

- როცა "დინამოში" მიხვედით, შენგან ყველა ბევრს ელოდა და მართლაც, ბრაზილიელი ლეგიონერებისგან მხოლოდ თვალისმომჭრელ თამაში აკმაყოფილებთ. რობერტინიო აქამდე ოდენ ეპიზოდებში იყო გამორჩეული - რატომ?

- "დინამოში" რომ მოვედი, ასაკით უფროსი ფეხბურთელები დამხვდნენ. გამოცდილება შევიძინე. ყოველთვის ვცდილობ თამაშის გაუმჯობესებას. რა თქმა უნდა, მაქსიმუმისთვის არ მიმიღწევია, მეტის გაკეთება შემიძლია.

იყო პერიოდი, გადაბმულად ორი ტაიმი ან ორი მატჩი რომ არ მითამაშია. როცა ალექს გარსია იყო "დინამოს" მწვრთნელი, თამაში ფაქტობრივად არ მიწევდა.

საკუთარი თამაშის გაუმჯობესების იმედი მაქვს და ამისთვის გარკვეული დრო მჭირდება.

- რობერტინიოზე ამბობენ, დისციპლინას მკაცრად არ იცავს, ალკოჰოლზეც არ ამბობს უარსო - ამაზე რას იტყოდი?

- ზოგადად, ბრაზილიელებს ძალიან გვიყვარს დალევა, დღესასწაულების აღნიშვნა და რადგან ბრაზილიელი ვარ, შესაძლოა ჩემზეც იფიქრონ, რომ ალკოჰოლის მოყვარული ვარ, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ასე არ არის. პროფესიონალი ვარ და სპორტულ რეჟიმს ვიცავ. სპორტსმენს პირადი ცხოვრებაც აქვს და ყველაზე მეტი, რისი უფლებაც შეიძლება საკუთარ თავს მივცე ის არის, რომ ლუდი დავლიო.

- "დინამოს" უკვე ყოფილი მწვრთნელი, გიორგი დევდარიანი გენდობოდათ, წინა ტურში "ბაიასთან" გოლიც გაიტანეთ - როგორ ატყობ, ხარ ოპტიმალურ ფორმაში?

- ვფიქრობ, კარგ ფორმაში ვარ. როცა გენდობიან და ხშირად გიწევს მოედანზე გასვლა, თავის გამოჩენის მეტი შანსი გაქვს.

- "დინამოში" კიდევ რამდენ ხანს აპირებ დარჩენას? კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ რა გეგმები გაქვს?

- "დინამოსთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით მაკავშირებს, აქ ყველაფრით კმაყოფილი ვარ. "დინამო" და საქართველო ძალიან მომწონს და მსურს, რომ აქ კიდევ დიდი ხნით დავრჩე.

- რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობ - ყველაზე უფრო რასთან გაგიჭირდა შეგუება?

- ზოგჯერ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ზედმეტად აგრესიულები არიან მოედანზე. ალბათ დამეთანხმებით, რომ ამაში სასიამოვნო არაფერია. სხვა მხრივ კი ყველაფერი ნორმალურადაა.

- სისწრაფე და დრიბლინგი - ამის უნარი ალბათ თანდაყოლი აქვს რობერტინიოს...

- ეს ალბათ მართლა ბუნებრივად მაქვს, თუმცა სულ გულმოდგინედ ვვარჯიშობ ამ ყველაფერზე და იმ ნაკლოვანებების გამოსწორებაზე, რაც მაქვს. საკუთარ თავს ვატყობ, რომ შემიძლია მოვუმატო თამაშს და სისწრაფისა და დრიბლინგის გარდა სხვა საჭირო თვისებებიც გამოვავლინო. ვცდილობ, ვმუშაობ და ვნახოთ...

- რობერტინიო, ასე ვთქვათ, ხასიათის ფეხბურთელია?

- როცა მოედანზე გადიხარ, მთავარი ამოცანა საკუთარი ფუნქციების მაღალ დონოზე შესრულებაა. მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება, ყოველთვის არ გამოდის ისე, როგორც შენ გინდა. და ეს იმის ბრალი არ არის, რომ სათანადოდ არ ხარ განწყობილი. ასეა მოედანზეც და ცხოვრებაშიც...

- საქართველოში ალბათ უფრო იმისთვის ჩამოხვედით, რომ მერე კარიერა უკეთეს ლიგაში, რომელიმე ევროპულ ქვეყანაში გააგრძელოთ...

- მომავალში რა იქნება, რთული სათქმელია.

- საქართველოს ჩემპიონატში ყველაზე უფრო რომელი ფეხბურთელი მოგწონთ?

- ვფიქრობ, საქართველოს ჩემპიონატში საუკეთესო ჩისკოა. ძალიან მომწონდა "ზესტაფონის" თავდამსხმელი ნიკა გელაშვილიც.

- გაქვთ რაიმე ახირება?

- არა მგონია. უბრალოდ, მიყვარს მუსიკა, სამბა. რა სიტუაციაშიც არ უნდა აღმოვჩნდე, ყოველთვის ვცდილობ გონება გავათავისუფლო უარყოფითი ემოციებისგან და კარგი განწყობა შევიქმნა. ყოველივე ეს ხშირად მეხმარება თამაშის წინ.

- ფეხბურთის თამაშის გარდა კიდევ რა გამოსდის კარგად რობერტინიოს?

- განსაკუთრებული არაფერი. თავისუფალ დროს ჩემს ოჯახს ვუთმობ, თბილისში მეუღლესთან ერთად ვარ, მყავს მეგობრებიც, მათ შორის ბრაზილიელებიც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა