ქართველი ფორვარდის "შარლერუა" "ოსტენდესთან" 81:85 დამარცხდა, ჩვენებურმა კი 19 ქულა და 9 მოსხნა მიითვალა
მძიმე ტრავმის შემდეგ თორნიკე შენგელიამ ფორმა სრულად აღიდგინა. ქართველმა ფორვარდმა ბელგიის ჩემპიონატის მორიგ ტურში სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

მართალია, შენგელიას გუნდი სტუმრად "ოსტენდესთან" 81:85 დამარცხდა, მაგრამ ქართველზე აუგს ვერავინ იტყვის. თორნიკე თავის გუნდში საუკეთესო იყო, მას ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.

შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 30 წუთი გაატარა. თორნიკემ 10-დან 6 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა და 19 ქულას 9 მოხსნა, 1 პასი, 3 ჩაჭრა და დაფარება მიამატა.

ქართველი ფორვარდი მეტოქეთათვის შეუჩერებელი იყო, მაგრამ მას თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და "შარლერუა" დამარცხდა.

შარლერუელებმა 19 მოგებით ბელგიის ჩემპიონატში პირველი ადგილი კი შეინარჩუნეს, თუმცა, იმავე "ოოსტენდესა" და "ანტვერპენს" მხოლოდ ერთი გამარჯვებითღა უსწრებენ. თორნიკეს კლუბი მომდევნო მატჩს 25 აპრილს, კვლავ სტუმრად მეექვსეადგილოსან "მონსთან" ჩაატარებს.

gbf.ge

შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?