ჰოკეი. NHL. სტენლის თასი
აღმოსავლეთი კონფერენციის ორი საუკეთესო გუნდის ბედი ბეწვზე კიდია - "რეინჯერსი" და "ბოსტონი" აგებენ სერიებს ერთნაირი ანგარიშით - 2:3 და ახლოს არიან სრულ ფიასკოსთან, რადგან ორივეს სტუმრად აქვს გასამართი მეექვსე მატჩი.

სტენლის თასის მფლობელმა "ბოსტონმა" 3:4 წააგო გუშინ "ვაშინგტონთან".

შეხვედრის მსვლელობისას დედაქალაქელები 2:0-სა და 3:2-ს იგებდნენ და "დათვებმა" ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ ძირითადი დროის ამოწურვამდე წუთნახევრით ადრე რიცხობრივ უპირატესობაში ტროი ბროუერის გოლმა "კეპიტალზს" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

კიდევ უფრო მოულოდნელი იყო ნიუ იორკში გამართული მატჩის შედეგი, სადაც "ოტავამ" კაპიტან დანიელ ალფრედსონის გარეშე მოუგო "რეინჯერსს" - 2:0. დუბლის ავტორი გახდა ჯეისონ სპეცა. გარდა ამისა, მეკარე კრეიგ ანდერსონმა 41 სეივი შეასრულა და "სენატორები" სერიაში წინ გაიყვანა - 3:2. ახლა აღმოსავლეთის პირველ გუნდს ზედიზედ ორი მოგება სჭირდება შემდეგ ეტაპზე გასასვლელად.

ასეთივე ამოცანა უნდა გადაჭრას "ნიუ ჯერსიმ", რომელიც მეტად უცნაურ სერიას ატარებს "ფლორიდას" წინააღმდეგ. აქ ერთი ან მეორე გუნდი თითქოს წაგებული მატჩის შემოტრიალებას ახერხებს ან სასტიკად ნადგურდება. ამჯერად მეორე ვარიანტი ვიხილეთ. "პანტერებმა" საკუთარ მოედანზე 3:0 მოიგო, მისმა მეკარემ ჟოზე ტეოდორმა კი 33 მოგერიებით "შათაუტი" შეასრულა.

დასავლეთში კი მეორე მეოთხედფინალისტი გამოვლინდა. "ნეშვილის" შემდეგ მომდევნო რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა "სენტ ლუისმა", რომელმაც მეხუთე მატჩში 3:1 მოუგო "სან ხოსეს". ჰიჩკოკის გუნდი ორი პერიოდის შემდეგ აგებდა 0:1-ს, მაგრამ დასკვნით პერიოდში სამჯერ აიღო ნიემის კარი და სერია 4:1 დაასრულა თავის სასარგებლოდ.

შეეძლო ასეთივე ანგარიშით მოეგო სერია "ფინიქსს", რომელიც დიდი ხანი უგებდა "ჩიკაგოს" საკუთარ მოედანზე, მაგრამ დაახლოებით ცხრა წუთი ვერ გაძლო - "ჩიკაგო" ნიკ ლედიმ გადაარჩინა. დაინიშნა ოვერტაიმი, რომელიც საკმაოდ მალე დასრულდა. "ბლეკჰოქსი" დიდ უპირატესობას ფლობდა, რომელიც გამოიყენა კიდეც. "ჩიკაგოს" კაპიტანმა ჯონათან ტეუვზმა მეტოქის ზონაში ჯერ ჩაგდება მოიგო და შემდეგ ლამაზი დარტყმით მოაგებინა თავის გუნდს. "ჩიკაგო" აგებს სერიას, მაგრამ მეექვსე მატჩს საკუთარ მოედანზე გამართავს.

საინტერესოა, რომ წინა ხუთივე შეხვედრა ამ გუნდებს შორის ოვერტაიმში დასრულდა, რაც სტენლის თასის რეკორდის გამეორებაა. პირველად სერიის საწყის ხუთ შეხვედრაში დამატებითი დრო 1951 წელს დაინიშნა, როცა პლეი ოფის ფინალში "ტორონტო" და "მონრეალი" ხვდებოდნენ.

აღმოსავლეთი

პიტსბურგი-ფილადელფია 3:2

1:2, 2:0, 0:0

გოლები: 0:1 მ. კარლი-1 (რიდი-2, იაგრი-6), 1:1 სალივანი-2 (ლეტანგი-3, ჯ. ნილი-4), 1:2 ჰარტნელი-1 (ბრიერი-3, კ. ჟირუ-6), 2:2 ჯ. სტაალი-6 (კენედი-3, ლეტანგი-4), 3:2 კენედი-3 (კუკი-4, ჯ. სტაალი-3).

სერია: 2-3

ბოსტონი-ვაშინგტონი 3:4

0:0, 2:2, 1:2

გოლები: 0:1 სიომინი-3 (უაიდემანი-1, მ. იოჰანსონი-2), 0:2 ბიგლი-1, 1:2 საიდენბერგი-1 (ლუჩიჩი-1, კრეისი-1), 2:2 მარშანი-1 (პევერლი-1, ბოიჩუკი-1), 2:3 ნუბლი-1 (ჯ. უორდი-1, ერსკინი-1), 3:3 ბოიჩუკი-1 (საიდენბერგი-2, მარშანი-1), 3:4 ბროუერი-2 (ჯ. კარლტონი-1).

სერია: 2-3

ფლორიდა-ნიუ ჯერსი 3:0

0:0, 1:0, 2:0

გოლები: 1:0 ვერსტიგი-2 (ვაისი-1, ბ. კემპბელი-3), 2:0 აპშოლი-1 (ვერსტიგი-2, მატიასი-1), 3:0 კოპეცკი-1.

სერია: 3-2

რეინჯერსი-ოტავა 0:2

გოლები: 0:1 სპეცა-1 (სტოუნი-1, კუბა-2), 0:2 სპეცა-2 (კონოპკა-2).

სერია: 2-3

დასავლეთი

ნეშვილი-დეტროიტი 2:1

1:0, 0:1, 1:0

გოლები: 1:0 რადულოვი-1 (ლეგუანდი-2), 1:1 ჰუდლერი-2 (ფილპულა-2, ზეტერბერგი-1), 2:1 ლეგუანდი-2 (გ. ბურკი-1, რადულოვი-4).

სერია: 4-1

სტ. ლუისი-სან ხოსე 3:1

0:0, 0:1, 3:0

გოლები: 0:1 ჯ. ტორნტონი-2 (ვინიკი-1, ტ. მიტჩელი-1), 1:1 ლანგენბრუნერი-1 (ნიკოლი-1, სობოტკა-1), 2:1 პერონი-1 (პიეტრანჯელო-2, ოში-3), 3:1 ენდი მაკდონალდი-4 (ბერგლუნდი-4, პიეტრანჯელო-3).

სერია: 4-1

ფინიქსი-ჩიკაგო 1:2 (ო)

0:0, 1:0, 0:1, 0:1

გოლები: 1:0 ბრული-1 (პულიო-1, მ. სმიტი-1), 1:1 ლედი-1 (ფროლიკი-1, საადი-1), 1:2 ტეუვზი-2 (სტალბერგი-2).

სერია: 3-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!