ჩატარებული მატჩების შემდეგ ორივე კონფერენციაში პლეი ოფის ბოლო საგზურის მფლობელი გახდა გასარკვევი
გასულ უქმეებზე ჩატარებული მატჩების შემდეგ ორივე კონფერენციაში პლეი ოფის ბოლო საგზურის მფლობელი გახდა გასარკვევი, თუმცა ასევე მიმდინარეობს ბრძოლა კონფერენციაში პირველი ადგილის დასაკავებლად.

ამ მხრივ, გასული ორი დღის კალენდარში საინტერესო იყო "სან ანტონიოსა" და "ლეიკერსის" დაპირისპირება.

კალიფორნიელებს დაუბრუნდათ კობი ბრაიანტი, რომელსაც ცუდად არ უთამაშია, 12-იდან 7 ბურთი ჩააგდო, მაგრამ ამან მის გუნდს არ უშველა: "სპურსი" ერთი თავით მაღლა იდგა და პრინციპული მეტოქე ზედიზედ მეორედ გაანადგურა.

"ლეიკერსს" შეეძლო მოეგვარებინა პლეი ოფის პირველ რაუნდში საკუთარი მოედნის უპირატესობის საკითხი, მაგრამ ეს მომავლისთვის გადაიდო.

გრეგ პოპოვიჩის გუნდი კი ისევ უსწრებს "ოკლაჰომას" და კარგი შანსი აქვს, რეგულარული დასავლეთის ჩემპიონატის რანგში დაასრულოს.

აღმოსავლეთში პირველობისთვის "მაიამი" და "ჩიკაგო" ებრძვიან ერთმანეთს, მაგრამ როგორც ჩანს, აქ, პრაქტიკულად, ყველაფერი გარკვეულია - თუ რეგულარულის ბოლომდე დარჩენილი ორი მატჩიდან "ხარები" ერთს მოიგებს, პლეი ოფში განთესვის პირველი ნომერი გარანტირებული ექნება.

ასე იმიტომ მოხდა, რომ "მაიამიმ" გუშინ სენსაციურად წააგო შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ "ვაშინგტონთან". დედაქალაქელებს დიდი დახმარება გაუწია იმან, რომ ფლორიდელთა სამწვრთნელო შტაბმა დასვენების საშუალება მისცა ლებრონ ჯეიმსსა და კრის ბოშს.

გარდა ამისა, თითის ტრავმის გამო ნაადრევად დატოვა მოედანი დუეინ უეიდმა. პლეი ოფის წინ ამ კალათბურთელის დაკარგვა ფლორიდული კლუბისთვის ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა, მაგრამ "მაიამიში" ირწმუნებიან, რომ დაზიანება სერიოზული არ არის და უეიდი პლეი ოფს მზადყოფნაში შეხვდება.

რაც შეეხება "ჩიკაგოს", "ლეიკერსის" მსგავსად, მასაც დაუბრუნდა ლიდერი - დერიკ როუზი, "დალასი" კი "ხარების" წინააღმდეგ სათამაშოდ კიდისა და ტერის გარეშე ჩავიდა და ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში წარმატების მინიმალური შანსი ჰქონდა.

ნამდვილი ბრძოლა მხოლოდ მესამე მეოთხედის შუამდე იყო, შემდეგ კი სტუმრები შეურიგდნენ მარცხს. როუზი აშკარად ძალების დაზოგვით თამაშობდა, მხოლოდ ცხრაჯერ ისროლა (ხუთი ჩააგდო) და რვა შედეგიანი პასი შეასრულა.

ჟოაკიმ ნოამ კი გაანადგურა "მავერიქსის" ცენტრები - ჰეივუდი და მაინმი (2 ქულა და 9 მოხსნა დუეტის ანგარიშზე) და სულ ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე - 8 ქულა, 14 მოხსნა და 8 პასი.

აღმოსავლეთ კონფერენციაში პლეი ოფის მერვე საგზური, წესით და რიგით, "ფილადელფიას" დარჩება. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოხდება, თუ "სიქსერზი" დარჩენილ სამ თამაშს წააგებს, მისი მდევარი "მილუოკი" კი სამივეს მოიგებს.

გაცილებით დაძაბული ბრძოლაა მერვე ვაკანსიისთვის დასავლეთში.

"დენვერმა" სტუმრად დაამარცხა "ფინიქსი" და ზედიზედ მეცხრედ გავიდა პლეი ოფში. "სანზმა" კი ამ წაგებით დაკარგა მერვე ადგილი, რადგან "იუტამ" დაამარცხა შინ "ორლანდო". ბევრი რამ უნდა გადაწყდეს ოთხშაბათს, როცა "ფინიქსი" სტუმრად ჩავა "ჯაზმენებთან" სათამაშოდ. თუმცა ამ დუეტმა არ უნდა დაივიწყოს "ჰიუსტონი", რომელმაც, როგორც იქნა, შეწყვიტა შვიდმატჩიანი წაგებათა სერია და ზუსტად იგივე მაჩვენებლები აქვს, რაც "სანზს".

ბოლოს, სტივ ნეშის ერთი სტატისტიკური მიღწევის შესახებ. "დენვერთან" წაგებულ მატჩში "ფინიქსის" გამთამაშებელმა 13 შედეგიანი პასი შეასრულა. ამით 38 წლის კანადელმა ყველა დროის სიაში ოსკარ რობერტსონს გაასწრო და მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. ამჟამად ნეშის მონაგარი 9 987 შედეგიან პასს შეადგენს და მისთვის შემდეგი ორიენტირი მეჯიქ ჯონსონი იქნება, რომელსაც კარიერაში 10 141 გადაცემა ჰქონდა.

20 აპრილი

ატლანტა-ბოსტონი 97:92

34:27, 24:22, 16:22, 23:21

ა: ჯონსონი (30+6 პასი+5 მოხსნა), სმიტი (19+12 მოხსნა+3 ჩაჭრა+3 დაფარება).

ბ: ბრედლი (28+4 ჩაჭრა), დულინგი (17), დენიელსი (12+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბასი (10+5 მოხსნა).

კლივლენდი-ნიუ იორკი 98:90

25:20, 20:14, 27:22, 26:34

კ: ირვინგი (21), ჰარისი (19+12 მოხსნა), სამუელსი (15), ტომპსონი (10+6 მოხსნა).

ნ-ი: სტაუდმაიერი (15+4 დაფარება), ნოვაკი (15), ენტონი (12), ბიბი (12), სმიტი (11+6 პასი+3 ჩაჭრა).

სან ანტონიო-ლეიკერსი 121:97

32:25, 24:27, 35:21, 30:24

ს-ა: დანკანი (21+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), პარკერი (20+10 პასი), ჯინობილი (20+7 პასი+6 მოხსნა), ნოა (12).

ლ: ბრაიანტი (18), ბინუმი (17), ბარნსი (14+5 მოხსნა), გასოლი (11+8 მოხსნა), უორლდ პისი (10+3 ჩაჭრა).

შარლოტი-მემფისი 80:85

21:17, 18:20, 26:20, 15:28

შ: ჰენდერსონი (32), მალენსი (11+11 მოხსნა), ბრაუნი (11), უოკერი (11+6 მოხსნა+5 პასი), ბიიომბო (7+10 მოხსნა).

მ: კონლი (20+7 პასი), რენდოლფი (14+6 მოხსნა).

დალასი-გ. სტეიტი 104:94

27:22, 23:27, 26:21, 28:24

დ: კარტერი (19+9 მოხსნა), რაიტი (17+7 მოხსნა), ნოვიცკი (16+5 მოხსნა), უესტი (16), მერიონი (14+8 მოხსნა).

გ-ს: ტომპსონი (26), რაში (20+8 მოხსნა), რაიტი (19), ტაილერი (15+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯენკინსი (10+10 პასი+3 ჩაჭრა).

საკრამენტო-ოკლაჰომა 92:103

25:32, 24:25, 21:24, 22:22

ს: კაზინსი (18+9 მოხსნა), ევანსი (16), ტომპსონი (13+8 მოხსნა), ტომასი (12), ფრედეტი (11).

ო: დურანტი (19+14 მოხსნა+7 პასი), ჰარდენი (20+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), უესტბრუკი (18), იბაკა (12+6 მოხსნა+8 დაფარება), პერკინსი (10+7 მოხსნა).

21 აპრილი

ფინიქსი-დენვერი 107:118

34:30, 24:30, 22:33, 27:25

ფ: ბრაუნი (28+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), გორტატი (18+11 მოხსნა+3 დაფარება), ტელფეირი (15), ნეში (8+13 პასი+6 მოხსნა).

დ: ლოუსონი (29+10 პასი), აფლალო (19), ფარიდი (18+14 მოხსნა+3 დაფარება), გალინარი (13), მაკგი (11), ბრიუერი (10).

მაიამი-ვაშინგტონი 84:86

15:23, 22:22, 25:18, 22:23

მ: ჩელმერსი (16+6 პასი), მილერი (16+10 მოხსნა), პიტმანი (12), კოული (11), ჰასლემი (6+15 მოხსნა).

ვ: მრატინი (22+5 მოხსნა), სერაფინი (17+6 მოხსნა), უოლი (13+13 პასი+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ნენე (11).

ჰიუსტონი-გ. სტეიტი 99:96

31:21, 27:34, 19:16, 22:25

ჰ: ლი (20), დრაგიჩი (18+7 პასი+3 ჩაჭრა), სკოლა (13+5 მოხსნა), ბადინგერი (11), პატერსონი (10+5 მოხსნა).

გ-ს: ტომპსონი (24), რაში (19+7 მოხსნა), ჯენკინსი (16+8 პასი+5 მოხსნა).

მილუოკი-ნიუ ჯერსი 106:95

24:23, 29:19, 20:27, 33:26

მ: ჯენინგსი (30+6 მოხსნა+6 პასი+4 ჩაჭრა), ილიასოვა (17+17 მოხსნა+3 ჩაჭრა), დუგენი (16+8 მოხსნა), ელისი (12+5 პასი), ლივინგსტონი (12).

ნ-ჯ: უოლასი (18+11 მოხსნა), ბრუქსი (17), გრინი (16), ჰემფრიზი (12+7 მოხსნა), გეინსი (11).

ინდიანა-ფილადელფია 106:109 (ო)

23:34, 31:19, 20:28, 24:17, 8:11

ი: უესტი (32+12 მოხსნა), ჰენსბრო (17), ჯორჯი (16+7 მოხსნა), ჰიბერტი (11+7 მოხსნა), ჰილი (10+5 პასი), კოლისონი (4+11 მოხსნა).

ფ: ბრენდი (20+9 მოხსნა), უილიამსი (19+3 დაფარება), ჰოლიდეი (17+7 პასი), იგუოდალა (16+5 მოხსნა), იანგი (15+8 მოხსნა).

ჩიკაგო-დალასი 93:83

21:8, 23:30, 22:18, 27:27

ჩ: დენგი (22+6 მოხსნა), ჰემილტონი (19), ბუზერი (12+10 მოხსნა), როუზი (11+8 პასი), კორვერი (11), ნოა (8+14 მოხსნა+8 პასი).

დ: ნოვიცკი (17+7 მოხსნა), ბობუა (16+6 მოხსნა+5 პასი), კარტერი (15), უესტი (13).

მემფისი-პორტლენდი 93:89

24:27, 30:18, 25:22, 14:22

მ: გეი (21+6 მოხსნა), მაიო (14), სპეიტსი (13+11 მოხსნა), გასოლი (12), კანინგემი (12+8 მოხსნა).

პ: ჰიქსონი (23+13 მოხსნა), კროუფორდი (21+3 ჩაჭრა), მეტიუზი (16+7 მოხსნა), ბებიტი (10+7 მოხსნა).

იუტა-ორლანდო 117:107 (ო)

23:36, 32:19, 26:28, 20:18, 16:6

ი: ჯეფერსონი (21+10 მოხსნა+3 დაფარება), ჰარისი (21+7 პასი), მილსეპი (18+9 მოხსნა+4 ჩაჭრა), ფეივორსი (16+11 მოხსნა), ჰეივორდი (12).

ო: ნელსონი (23+11 პასი), ჯ. რიჩარდსონი (21+7 მოხსნა), ანდერსონი (21+5 მოხსნა), დევისი (17+13 მოხსნა+4 ჩაჭრა), რედიკი (15).

აღმოსავლეთი

თ მ წ %

1. y-ჩიკაგო 64 48 16 75.0

2. y-მაიამი 63 45 18 71.4

3. x-ინდიანა 64 41 23 64.1

4. y-ბოსტონი 64 37 27 57.8

5. x-ატლანტა 63 38 25 60.3

6. x-ორლანდო 63 36 27 57.1

7. x-ნიუ იორკი 63 33 30 52.4

8. ფილადელფია 63 33 30 52.4

9. მილუოკი 63 30 33 47.6

10. დეტროიტი 63 23 40 36.5

12. ტორონტო 63 22 41 34.9

11. ნიუ ჯერსი 64 22 42 34.4

13. კლივლენდი 62 21 41 33.9

14. ვაშინგტონი 63 17 46 27.0

15. შარლოტი 62 7 55 11.3

დასავლეთი

თ მ წ %

1. y-სან ანტონიო 62 46 16 74.2

2. y-ოკლაჰომა 63 46 17 73.0

3. x-ლეიკერსი* 64 40 24 62.5

4. x-კლიპერსი 63 39 24 61.9

5. x-მემფისი 64 39 25 60.9

6. x-დენვერი 63 35 28 55.6

7. x-დალასი 65 36 29 55.4

8. იუტა 64 34 30 53.1

9. ფინიქსი 64 33 31 51.6

10. ჰიუსტონი 64 33 31 51.6

11. პორტლენდი 64 28 36 43.8

12. მინესოტა 64 26 38 40.6

13. გ. სტეიტი 63 22 41 34.9

14. საკრამენტო 63 20 43 31.7

15. ნიუ ორლეანი 63 20 43 31.7

y - დივიზიონის ჩემპიონი; x - გავიდა პლეი ოფში; * - დივიზიონის ლიდერი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...